ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დართ მოლი (მრავალმნიშვნელოვანი).
Qicon
ამ სტატიაში აღწერილი საკითხის ერთმანეთთან შეუთავსებად ვერსიებს აღწერენ ასოკა და კლონების ომების მეშვიდე სეზონი.
Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

სითებმა ყველაფერი წამართვეს. დედის ხელებიდან გამომტაცეს, ძმა მომიკლეს, გამომიყენეს იარაღად, შემდეგ კი მომისროლეს. მიმაგდეს. ერთ დროს ძალაუფლება მქონდა, ახლა არაფერი მაქვს. არაფერი.
―მოლი[17]

მოლი იყო დათომირელი ზაბრაკი, სითი ლორდი, რომელიც შემდგომში კრიმინალურ ლორდად იქცა. იგი ცხოვრობდა გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ პერიოდში და გალაქტიკური იმპერიის დროს. მოლი, რომლის დედა იყო ღამის დების წევრი ტელზინი, დართ სიდიუსის შეგირდი გახდა და მიიღო სახელი დართ მოლი. სწორედ მოლის ქმედებების გამო ჯედაების ორდენისთვის ცნობილი გახდა სითების კვლავ არსებობის შესახებ. მართალია, ობი-ვან კენობიმ იგი ორად გაკვეთა, მოლი გადარჩა და, კიბერნეტიკულად მხარდაჭერილმა, იცოცხლა ათ წელიწადზე მეტი, სანამ მას კლონების ომების პერიოდში არ მიაგნო უმცროსმა ძმამ, სავაჟ ოპრესმა.

ძმის დახმარებით მოლმა გადაწყვიტა კენობიზეც და სითებზეც შურისძიება. მან შეკრიბა დანაშაულებრივი ალიანსი, რომელშიც შედიოდნენ პაიკების სინდიკატი, ჰატების კლანი, შავი მზე და მანდალორული სიკვდილის მზირები. ჩრდილების კოლექტივმა, რომელსაც მოლი მართავდა, მანდალორის კონტროლის ქვეშ აიღო და მოკლა ჰერცოგინია სატინ კრიზი, კენობის ძველი ნაცნობი და საყვარელი. სიდიუსმა დაატყვევა მოლი და გამოიყენა იგი მზაკვრული გეგმისას, გაენადგურებინა დედა ტელზინი და ბოლო მოეღო საშიშროებისთვის, რომელსაც მისი არსებობა უქადდა გალაქტიკაში იმპერიული რეჟიმის გამეფებას. მოლი მანდალორზე დაბრუნდა სიკვდილის მზირების მიერ გადარჩენის შემდგომ, თუმცა იგი დაამხეს ასოკა ტანომ და რესპუბლიკის დიდმა ჯარმა.

იმპერიის ზეობისას მოლმა განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა როგორც ალისფერი გარიჟრაჟის მეთაურმა. მოგვიანებით იგი მოხვდა მალაქორზე, სადაც იმედოვნებდა, რომ იპოვნიდა სითების ტაძარში დამალულ საიდუმლო სუპერიარაღს და სითების არსებობას დაასრულებდა. მის გეგმებში ჩაერია ორი ჯედაი — კენან ჯარუსი და ეზრა ბრიჯერი (უკანასკნელზე მოლი იმედებს ამყარებდა და სურდა მისი თავის შეგირდად მომზადება). მალაქორიდან გაქცევის შემდგომ მოლი კვლავ ცდილობდა ბრიჯერის ძალის ბნელ მხარეს მოქცევას, თუმცა მალევე შეიტყო, რომ კენობი კვლავ ცოცხალი იყო. მან ჯედაი ტატუინზე იპოვა. კენობიმ კვლავ დაამარცხა დუელში და მოლი მის ხელთ აღესრულა, შეიტყო რა, რომ ობი-ვან იცავდა ლუკ სკაიუოკერს. ამიტომ, აღსასრულამდე მან შვება იგრძნო, იმედი ჰქონდა რა, რომ სითების მმართველობა საბოლოოდ დასრულდებოდა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 StarWars დართ მოლი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  2. Star Wars Jedi Master Magazine 1
  3. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
  4. StarWars დათომირი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  5. Bust-Collection-Logo ვარსკვლავური ომები: ბიუსტების კოლექცია 4 (Star Wars Universe: დართ მოლი) (ფრანგული ვარიანტი)
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
  7. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიძმები
  8. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიშურისძიება
  9. 9.0 9.1 9.2 ვარსკვლავური ომების სუპერგრაფიკა: შორეული, შორეული გალაქტიკის ვიზუალური ცნობარი
  10. დართ მოლი — დათომირის ვაჟი 3
  11. დართ მოლი (2017) 2
  12. 12.0 12.1 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიამაღლება
  13. 13.0 13.1 სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი
  14. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიაღორძინება
  15. ალისფერი ბატონობა 5
  16. ჯილდოზე მონადირეთა ომი 3
  17. 17.0 17.1 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიშეგირდის ბინდი
  18. ტარკინი
  19. ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა, ოსტატი ჯედაი იოდას მიერ ნათქვამიდან ირკვევა, რომ ერთდროულად არსებობს მხოლოდ ორი სითი ლორდი. სითების თანმიმდევრობას განსაზღვრავდა ორთა წესი, რაც ირკვევა კლონების ომების ეპიზოდიდან შესაწირი. დართ სიდიუსი და დართ მოლი ფარული მუქარის დროს ბნელი ლორდები იყვნენ. ამ ფილმის მოვლენათა განვითარების დროა, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 32 იბ, ხოლო დართ პლეგასი იყო სიდიუსის მასწავლებელი, როგორც ირკვევა StarWars.com-ის საიტ Databank-იდან. ეს ნიშნავს, რომ პლეგასი და სიდიუსი ერთად მოქმედებდნენ, როგორც ბნელი ლორდები, მოგვიანებით კი წოდება გადაეცა მოლს. ეს მოდა ფარული მუქარის მოვლენათა დროს, იავინის ბრძოლამდე 32 წელს.
  20. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  21. 21.0 21.1 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიმხეცი}
  22. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიუკანონო
Advertisement