მონ მოთმა, მოფერებით ორი მ, იყო ჩანდრილელი პოლიტიკოსი ქალი და რევოლუციონერი წინამძღოლი, რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი მეთაური. გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ ათწლეულებში მოთმა რესპუბლიკის სენატში წარმოადგენდა მშობლიურ პლანეტა ჩანდრილას და კლონების ომების — რესპუბლიკის და მისგან განხეთქილი სახელმწიფოს, დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის შორის გალაქტიკური მასშტაბის კონფლიქტისას — მუდმივად მხარს უჭერდა მშვიდობას და დემოკრატიას. ომის მიწურულს რესპუბლიკის გალაქტიკურ იმპერიად გარდაქმნის შემდეგ მოთმა კვლავ რჩებოდა უკვე იმპერიული სენატის წევრად, მაგრამ იმპერიულ მთავრობასთან საბრძოლველად წინააღმდეგობის ფარული მოძრაობებიც დააარსა, რაშიც აგრეთვე მონაწილეობდნენ ლუთენ რაელი და ალდერაანის სენატორი ბეილ ორგანა. ცხოვრების რამდენიმეწლიანი ასეთი, ორმაგი წესის შემდეგ მან სენატი ოფიციალურად დატოვა და ოფიციალურად განაცხადა აჯანყებულთა ალიანსის შესახებ. ალიანსმა დაამხო იმპერია და აღადგინა რესპუბლიკური მმართველობა, გარდაიქმნა რა ახალ რესპუბლიკად, რომელშიც მოთმამ პირველი კანცლერის ადგილი დაიკავა.
ადრეულ წლებში, ჩანდრილური ტრადიციის თანახმად, მოთმა დაინიშნა პერინ ფერთასთან. წყვილი დასახლდა გალაქტიკის დედაქალაქ კორუსანტზე, სადაც მოთმა მშობლიური პლანეტის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა, გააერთიანა რა ძალები მსგავსი მიზნების მქონე ორგანასთან, როდიის სენატორ ონაკონდა ფართან და ნაბუს წარმომადგენელ პადმე ამიდალასთან. ისინი ერთად ცდილობდნენ რესპუბლიკის დემოკრატიული იდეალების დაცვას და მთავრობისადმი სეპარატისტული კრიზისის დროს ერთგულების შენარჩუნებას. მიუხედავად კრიზისის შესამცირებლად ფრაქციის მცდელობებისა, რესპუბლიკ კლონების ომებში ჩაება. მოთმა და მისი მოკავშირეები ამ კონფლიქტს ეწინააღმდეგებოდნენ და ხშირად ცდილობდნენ მისი დეესკალაციასა და დიპლომატიური გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას, მაგრამ მილიტარისტულად განწყობილი სენატორებისა და კორპორაციების მხრიდან დაპირისპირებას აწყდებოდნენ. მისი ფრაქციის მშვიდობიანი ინიციატივები თუ ანტისაომარი კანონების პროექტები ხშირად წარუმატებელი იყო და აწყდებოდა წინააღმდეგობას. ასეთი იყო სენატორ ფარის მკვლელობა სამხედრო დაფინასების გაზრდის შემცირების მოთხოვნისას.
ომის მიწურულს ორგანამ, მოთმამ და ამიდალამ წარადგინეს პეტიცია უზენაესი კანცლერის, შივ პალპატინის მზარდი ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ, რათა ომის დასასრულს მისი ძალაუფლება შეემცირებინათ. პალპატინმა — ფარულად სითმა ლორდმა დართ სიდიუსმა — ჯედაების ორდენი დაადანაშაულა სახელმწიფო ღალატში და გამოაცხადა რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის შესახებ. ახალი რეჟიმის დროს მოთმამ განაგრძო ახალ — უკვე იმპერიულ — სენატში მუშაობა და მოკავშირეებთან ერთად ყველანაირად სცადა პალპატინის მმართველობასთან პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლა, თუმცა ფარულ წინააღმდეგობრივ მოძრაობაშიც მონაწილეობდა. სენატსა და აჯანყებაში სხვადასხვა ინტერესის ფრთხილად დაცვისას მოთმა შეეჯახა მრავალ სირთულეს — პოლიტიკურ მეტოქეებს, არს დენგორს და სლაი მურს; კონსორტის ცხოვრებით კმაყოფილ პერინს; ქალიშვილ ლიდას რთულ ურთიერთობას და რაელს, რომელიც სულ უფრო მეტ ძალადობრივ მეთოდს მიმართავდა. მართალია, ორგანასთან, მის ცოლთან, ბრეასთან, მათ შვილთან, ლეიასთან, დეიდაშვილ ველ სართასთან და ბავშვობის მეგობარ ტეი კოლმასთან ერთად თავს მშვიდად გრძნობდა, იმპერიისგან რაელის აჯანყებულთა ქსელთან კავშირის დასამალად ქალიშვილი დანიშნა სტეკან სკალდანთან, ჩანდრილელ ოლიგარქ დავო სკალდანის შვილთან.
იმპერიის მიერ აჯანყებულთა ჯგუფების დამხობის გაძლიერებასთან ერთად მოთმამ განაგრძო ბრძოლა, მაგრამ იგრძნო, რომ მშვიდობიანი მეთოდების გამოსაყენებლად მისმა გავლენამ და შანსებმა იკლო. როდესაც იმპერიამ პლანეტა გორმანზე სასტიკად დახოცა პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები, მოთმამ საჯაროდ დაგმო რეჟიმი და სენატი დატოვა. მზარდი აჯანყების, როგორც რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის შესახებ ფორმალურად ცნობილი გახდა. გაქცეულმა მოთმამ ალიანსთან ერთად დაიწყო მჭიდროდ მუშაობა. აჯანყებისა და იმპერიის კონფლიქტის გაღვივებასთან ერთად მასშტაბური საომარი მოქმედებები გარდაუვალი გახდა. შეიტყო რა, რომ იმპერია აშენებდა პლანეტების გამანადგურებელ სუპერიარაღს, მოთმამ აჯანყებაში მიიღო ჯინ ერსო, რომელმაც ესკადრილია განდგომილი ერთის დახმარებით სკარიფის ბრძოლისას მოიპოვა სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზები. საბრძოლო სადგურის იავინთან განადგურების შემდეგ მოთმამ ალიანსთან ერთად რთული გზა გაიარა, მონაწილეობდა რა ალიანსის უმაღლესი სარდლობასთან ერთად ენდორის ბრძოლაშიც, რომლის დროს იმპერატორ პალპატინის დაღუპვას იმპერიის ქაოსში მოქცევა მოჰყვა.
ენდორის მოვლენების შემდგომ ალიანსმა აღადგინა რესპუბლიკური მმართველობა, უკვე ახალი რესპუბლიკის სახელით. გალაქტიკური სენატი აღდგა როგორ ახალი რესპუბლიკის სენატი და ჩანდრილაზე მუშაობდა. მოთმა მის კანცლერად აირჩიეს. მისი გეგმა იყო პალპატინისადმი მინიჭებული ძალაუფლების გაუქმება და ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ფლოტის ოთხმოცდაათ პროცენტამდე დემილიტარიზაცია, ხოლო პლანეტებისთვის დამოუკიდებლად თავდაცვის უფლების მინიჭება. ომის საბოლოოდ დასრულების შემდეგ რესპუბლიკამ და იმპერიის დარჩენილმა ძალებმა დადეს გალაქტიკური შეთანხმება და რესპუბლიკამ სამხედრო განიარაღების კანონი მიიღო. თუმცა, გრანდ-ადმირალ თრონის დაბრუნების საშიშროება მოთმას მმართველობისთვის დიდ გამოწვევად იქცა. მისი, როგორც კანცლერის, საქმიანობის დასრულების შემდეგ დასრულდა რესპუბლიკაში ერთიანობის პერიოდიც. ახალი რესპუბლიკის ფრაქციები, მაგალითად, ცენტრისტები და პოპულისტები, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ახალი მთავრობის მომავლისთვის საუკეთესო მიმართულების არჩევისას.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — "მანევრი ჯეონოსისზე"- Rogue One: Recon A Star Wars 360 Experience (მხოლოდ ხსენება)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — "ნახშირისფერი ლითონის სამართებელი"
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — "დაბრუნება ბორბალზე"
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — "ისართავიანის გაფრენა"
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — "სახიფათო გადარჩენა"
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — "გაქცევა კორუსანტიდან""კარგის აჩრდილი" — LEGO Star Wars 77 (მხოლოდ ხსენება)
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
- "განდგომილი არც თუ ერთი" (მხოლოდ ხსენება)
წყაროები[]
არაკანონიკური წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ სრული ვარსკვლავური ომები
- ↑ "ნარკინა-5" განსაზღვრავს, რომ მოთმა სენატორად აირჩის 16 წლის ასაკში. ამასთან, დედოფლის ჩრდილი განსაზღვრავს, რომ მოთმა სენატორი გახდა რომანის მოვლენებამდე ოთხი წლით ადრე. რომანის მოვლენების განვითარების დროა 28 იბ. ამრიგად მოთმა დაიბადა 28 იბ-მდე დაახლოებით 20 წლით ადრე, რაც არის 48 იბ.
- ↑ 3.0 3.1 ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული
- ↑ 4.0 4.1 4.2
Mon Mothma Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ 5.0 5.1 ვარსკვლავური ომები: ჯედაის დაბრუნება, საყმაწვილო რომანი
- ↑ 6.0 6.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
- ↑ 7.0 7.1 იმპერიის ბატონობა: შიშის ნიღაბი
- ↑ განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი, რომანი
- ↑ 9.0 9.1 9.2 ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური მეგზური
- ↑
ვარსკვლავური ომები: ანდორი — "ნარკინა-5"
- ↑
Leida Mothma Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑ დედოფლის ჩრდილი
- ↑ 14.0 14.1 პრინცესა ლეია 1
- ↑ ვარსკვლავური ომები: ფრონტის წინა ხაზებზე
- ↑
ვარსკვლავური ომები: ანდორი — "განაცხადი"
- ↑ განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 შედეგები
- ↑
ვარსკვლავური ომები: ასოკა — "მესამე ნაწილი: გაფრენის დროა"
- ↑ მოძრავი სამიზნე: პრინცესა ლეიას თავგადასავალი
- ↑ ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი
დამატებითი ბმულები[]
Mon Mothma ვიკიპედიაში
Mon Mothma Brickipedia-ში
Mon Mothma Disney Wiki-ში