- „მე ასული ვარ…“
- ―მორაი
მორაი იყო მდედრობითი სქესის კონვორი, რომელსაც ჰქონდა სულიერი კავშირი ასულთან[2], ძალის მფლობელთან პლანეტა მორტისიდან.[3] ასულის გარდა, ძალის მფლობელებს სხვადასხვა სახით ეცხადებოდა. ბევრს მიაჩნდა, რომ კონვორი ასეთი სახით ასულის მსახური იყო ან თავად ასული, ოღონდ სხვა ფორმით მოვლენილი. მორაი დაუმეგობრდა ჯედაების ყოფილ პადავან ასოკა ტანოს[2], რომელსაც ასულმა საკუთარ აღსასრულამდე სასიცოცხლო ძალები დაუბრუნა.[4] ტოგრუტას იგი თან დაჰყვებოდა და თვალს მთელი ცხოვრების განმავლობაში ადევნებდა. თავად ტანო ამბობდა, რომ კონვორის წინაშე ვალში იყო.
როდესაც დართ ვეიდერმა უცნობ მთვარეზე მიაგნო „ვენატორის“ კლასის ვარსკვლავური დამანგრევლის ნამსხვრევებს, მან თოვლში ყოფილი პადავანის სინათლის მახვილი აღმოაჩინა, ხოლო ცაში მორაი შენიშნა, რომელიც იქაურობას დასტრიალებდა.
მორაი იმყოფებოდა ბაზა „ჩოპერის“ ატოლონზე დაარსებისას და აკვირდებოდა „აჩრდილის“ ეკიპაჟის წევრების (ტანოს ჩათვლით) და კრიკნების შეტაკებას.
როდესაც ეზრა ბრიჯერი მოხვდა სამყაროთა შორის მდებარე სამყაროში, იქ მორაი იხილა, რომელმაც უბიძგა ტანოს გადარჩენისკენ, პორტალში მისი შეთრევის მეშვეობით. ტანოსთან კვლავ შეხვედრის შემდეგ არსება აგრეთვე აკვირდებოდა იმპერატორ პალპატინთან ტანოს და ეზრას ბრძოლას. იგი თან ახლდა ასოკას, რომელიც პორტალით დაბრუნდა მალაქორის სითების ტაძარში.[2] როდესაც ტანო ტაძრის დარბაზებში დააბიჯებდა, მორაი თვალს ადევნებდა დაჭრილ ვეიდერს, რომელიც ნაგებობას ტოვებდა.[5]
გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — გამარჯვება და აღსასრული
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — ბაზა „ჩოპერის“ საიდუმლო (პირველი გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — შეგირდის ბინდი
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — სამყარო სამყაროთა შორის (როგორც ნახატი კედელზე)
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — მგლები და კარი (პირველად ნახსენები როგორც მორაი)
- დოქტორი აფრა (2020) 36 (მხოლოდ გარეკანის ვარიანტზე)
- მანდალორელი: მეორე სეზონის გრაფიკული რომანი
- მანდალორელი — თავი 13: ჯედაი
წყაროები[]
- Star Wars: Card Trader (Card: 3 (Ahsoka Tano) - Artist Series - Dave Filoni)
- Star Wars: Card Trader (Card: 7 (Ahsoka Tano) - Artist Series - Dave Filoni)
- Star Wars: Card Trader (Card: 9 (Ahsoka Tano) - Artist Series - Dave Filoni)
- ვარსკვლავური ომები: გალაქტიკის ქალები
- სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა
- გამარჯვება და აღსასრული | ეპიზოდების ცნობარი | კლონების ომები StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- ვარსკვლავური ომების წიგნი
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ვარსკვლავური ომები შიგნიდან: ძალის რელიგიები StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
- Premium Format Figures (პაკეტი: Ahsoka Tano (Exclusive)) (არქივის ბმული)
- აღმოაჩინეთ ბნელი დროიდების გადაკვეთილი სიუჟეტი Marvel-ის ვარსკვლავური ომების 2023 წლის სექტემბრის კომიქსებში – ექსკლუზიური შეთვალიერება StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- მორაი Databank-ში (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 2.9 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — მგლები და კარი
- ↑ ასული Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — მორტისის საკურთხეველი
- ↑ ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — შეგირდის ბინდი