მოფი იყო რანგი, რომელსაც ატარებდა პირველი გალაქტიკური იმპერიის სექტორის გუბერნატორი. იმპერატორ შივ პალპატინის ზეობის მეხუთე წერლს არსებობდა შეზღუდული რაოდენობა ორი მოფის სახით. ისინი ექვემდებარებოდნენ იმპერიულ მმართველ საბჭოს. იმავე წელს ჩამოყალიბდა გრანდ-მოფის რანგიც, რომლის პირველი მატარებელი იყო უილჰაფ ტარკინი. მოფებს ერთმანეთისგან გამოარჩევდა წარჩინების ნიშნების დაფა, რომელიც შედგებოდა ორი ფერის მართკუთხედებისგან - ეს იყო ხუთი ლურჯი, სამი წითელი და ორი ოქროსფერი.
მოფები მეთაურობდნენ სექტორის ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ იმპერიული შეიარაღებული ძალების და დაზვერვის წარმომადგენლები. მოფებს ნიშნავდნენ იმპერატორი ან მისი მრჩეველი, მაგრამ მათი მოვალეობა იყო, ნებისმიერი არსებული ინფორმაცია ორივესთვის მიეწოდებინათ. გრანდ-მოფი, ზესექტორის მეთვალყურე, ნებისმიერ მოფზე მაღალი იყო.