FANDOM


აქ წარმოდგენილია ვარსკვლავური ომების კანონიკური და ლეგენდების მულტიმედიური პროექტების სია.

ბრაზიანი ჩიტები

ამ სერიაში თავდაპირველად გამოვიდა ვიდეოთამაში, მოგვიანებით კი დაემატა საბავშვო წიგნები.

ვიდეოთამაშები

წიგნები

კლონთა ომები

კლონთა ომების მულტიმედიური პროექტი Lucasfilm Ltd.-მა შეიმუშავა. მასში მონაწილეობდნენ Del Rey, Dark Horse Comics, Cartoon Network და LucasArts. 2014 წლის 25 აპრილის შემდეგ მისი შიგთავსი გახდა ვარსკვლავური ომების ლეგენდების ნაწილი.

ბნელი ძალები

ბნელი ძალების საგა დაიწყო ლეგენდების თამაშით Star Wars: Dark Forces. წარმატების შემდეგ გამოვიდა ნოველები, მათი აუდიოადაპტაცია და კომიქსები.

მოგზაურობა ძალის გამოღვიძებამდე

მოგზაურობა ძალის გამოღვიძებამდე არის კანონიკური პროექტი, დაწყებული 2015 წელს. მასში შედიოდა წიგნები და კომიქსები, დაკავშირებული ფილმთან ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება.

მოგზაურობა უკანასკნელ ჯედაიმდე

მოგზაურობა უკანასკნელ ჯედაიმდე არის კანონიკური პროექტი, დაწყებული 2017 წელს. მასში შედიოდა წიგნები და კომიქსები, დაკავშირებული ფილმთან ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი.

მოგზაურობა სკაიუოკერის აღზევებამდე

მოგზაურობა სკაიუოკერის აღზევებამდე არის კანონიკური პროექტი, დაწყებული 2019 წელს. მასში შედის წიგნები და კომიქსები, დაკავშირებული ფილმთან ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება.

LEGO

Lego არის სათამაშო კონსტრუქტორების სერია. დღეისთვის გამოსულია წიგნები, ვიდეოთამაშები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები და სერიალი Lego-ს სტილში, დაფუძნებული ვარსკვლავური ომების სამყაროზე.

ჯედაების ახალი ორდენი

ჯედაების ახალი ორდენი არის ლეგენდების მრავალწიგნიანი სერია, წამოწყებული Del Rey-ს მიერ. მასში, გარდა ამისა, შედიოდა ცხრამეტი რომანი, სამი ნოველა ელექტრონული წიგნის ფორმატში და სამი მოთხრობა. პროექტზე მუშაობდნენ Del Rey, Lucasfilm Ltd. და Dark Horse Comics. აგრეთვე გამოვიდა კომიქსების სერია ვარსკვლავური ომები: შეჭრა, რომანების ერთგვარი დამატება.

რესპუბლიკის კომანდოსი

ვიდეოთამაშის Star Wars: Republic Commando გამოსვლის შემდეგ გამოვიდა თამაშთან დაკავშირებული განშტოებები — რომანები, ვიდეოთამაშები, კომიქსები და მოთხრობები რაზმ დელტას და რაზმ ომეგას შესახებ.

ვარსკვლავური ომები: დროიდები

ვარსკვლავური ომები: დროიდები: R2-D2-ის და C-3PO-ს თავგადასავლები არის ლეგენდების ანიმაციური სერიალი, რომელშიც მოთხრობილია დროიდების, C-3PO-ს და R2-D2-ის შესახებ. სერიალის გარდა, გამოვიდა წიგნები, კომიქსები, სათამაშოები და საკოლექციო ბარათები.

ვარსკვლავური ომები: ევოკები

ვარსკვლავური ომები: ევოკები არის ლეგენდების ანიმაციური ტელესერიალი, რომელშიც აღწერილია ნათელის ხის სოფლის ევოკების ცხოვრება ენდორის ბრძოლამდე. დამატებით გამოვიდა რამდენიმე დაკავშირებული წიგნი და Marvel-ის კომიქსები.

ვარსკვლავური ომები: ბედისწერის ძალები

ვარსკვლავური ომები: ბედისწერის ძალები არის კანონიკური ანიმაციური მიკროსერიალი. იგი მოიცავს ვარსკვლავური ომების ყველა ეპოქაას. თავდაპირველად მისი ეპიზოდები ქვეყნდებოდა Disney-ს Youtube-ის არხზე. მათ გარდა აგრეთვე გამოვიდა წიგნები, სათამაშოები და სხვა დამატებითი ნაწარმი.

Star Wars Galaxies

Star Wars Galaxies იყო მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაში, შემუშავებული Sony Online Entertainment-ის და გამოცემული LucasArts-ის მიერ. აგრეთვე არსებობდა საკოლექციო ბარათების თამაში, რომელიც დასრულდა თავად Star Wars Galaxies-ის გაუქმებასთან ერთად. აგრეთვე გამოიცა დამატებითი რომანი და მოთხრობა.

ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები

ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები არის კანონიკური ანიმაციური ტელესერიალი, რომლის მოვლენები ვითარდება ორიგინალურ ტრილოგიამდე ხუთი წლით ადრე. სერიალის გამოსვლამდე აგრეთვე გამოვიდა რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი და წიგნები. წიგნების გამოცემა აგრეთვე გაგრძელდა სერიალის მსვლელობის დროს. პროექტის ფარგლებში გამოვიდა მრავალი საბავშვო წიგნი, ენციკლოპედია, ჟურნალი, რომანი, ონლაინ-თამაშები და Marvel-ის კომიქსების სერია კენან ჯარუსის შესახებ.

ვარსკვლავური ომები: იმპერიის ჩრდილები

ვარსკვლავური ომები: იმპერიის ჩრდილები იყო 1996 წელს Lucasfilm Ltd.-ის მიერ წამოწყებული ლეგენდების მულტიმედიური პროექტი. მასში მოთხრობილია იმპერიის საპასუხო დარტყმის და ჯედაის დაბრუნების შუალედში მიმდინარე მოვლენების შესახებ. პროექტის ფარგლებში გამოვიდა რომანი, მისი საბავშვო ადაპტაცია, ექვსნაწილიანი კომიქსი, ვიდეოთამაში, სათამაშო ბარათები, საუნდტრეკი, როლური თამაში, მინი-ფიგურები, უფრო დიდი სათამაშო ფიგურები, MicroMachines-ის სათამაშოების სერია, ვინილისგან დამზადებული თოჯინები და ქანდაკებები და კონსტრუქტორების კომპლექტები.

ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები

ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები არის კანონიკური ანიმაციური ტელესერიალი, რომლის მოვლენები მიმდინარეობს კლონთა იერიშის და სითების შურისძიების შუალედში. მის ფარგლებში, სერიალის გარდა, გამოვიდა სხვადასხვა მედია, რომლის ნაწილი დღეს ლეგენდებში შედის — რომანები, საბავშვო წიგნები, ვებკომიქსები, გრაფიკული რომანები, ენციკლოპედიები, ვიდეოთამაშები და სხვა სახის ნაწარმი. ახალ კანონში ოფიციალურად შედის დამატებითი რომანი და კომიქსების სერია.

ვარსკვლავური ომები: გათავისუფლებული ძალა

ვარსკვლავური ომები: გათავისუფლებული ძალა იყო ლეგენდების მულტიმედიური პროექტი, შემუშავებული LucasArts-ის მიერ, Dark Horse Comics-ის, Del Rey-ს და სხვა კომპანიების თანამონაწილეობით. იგი მოიცავდა სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ ყურადღება გამახვილებული ჰქონდა ერთ სიუჟეტზე. პროექტის ფარგლებში გამოვიდა ვიდეოთამაში, თამაშის ცნობარი, რომანი, გრაფიკული რომანი, სათამაშოების ხაზი, ენციკლოპედია, მინიატიურული ფიგურების კომპლექტი და რეალური დროის თამაშის დამატება.

ვიდეოთამაშის გაგრძელება, Star Wars: The Force Unleashed II, გამოვიდა პირველის გამოსვლის შემდეგ ორი წლის თავზე. მას აგრეთვე ახლდა რომანი და გრაფიკული რომანი.

ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა

ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა არის ლეგენდების მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაში, შემუშავებული BioWare-ის მიერ. მას ახლდა ვარსკვლავური ომების მულტიმედიის მეტასერია, რომელშიც შედიოდა რომანების სერია, კომიქსები (მშვიდობის საფრთხე, იმპერიის სისხლი და დაკარგული მნათობები) და მთელი რიგი მოთხრობების, ტრეილერების და დამატებითი მასალის.

StarWarsOpeningLogo
ვარსკვლავური ომების I: ფარული საფრთხე · II: კლონთა იერიში · III: სითების შურისძიება
· IV: ახალი იმედი · V: იმპერიის საპასუხო დარტყმა · VI: ჯედაის დაბრუნება
· VII: ძალის გამოღვიძება · VIII: უკანასკნელი ჯედაი · IX: სკაიუოკერის აღზევება
ანთოლოგიური ფილმები განდევნილი ერთი · სოლო
ფილმების უსათაურო სერია უსათაურო ფილმი (2023)
ცალკეული ფილმები კანონი: კლონთა ომები · უსათაურო ტრილოგია · უსათაურო ფილმი (2020) · უსათაურო ფილმი (2025) · უსათაურო ფილმი (2027) · უსათაურო ფილმი
ლეგენდები: სადღესასწაულო გამოშვება · გულადების ქარავანი · ბრძოლა ენდორისთვის
ფილმებთან დაკავშირებული საკითხები სრული საგა · ვიდეოგამოცემები · სპეციალური გამოცემა · ცვლილებები განმეორებით გამოცემებში · ლეგენდების ელემენტები
ტელესერიალები კანონი: კლონთა ომები · ამბოხებულები · ბედისწერის ძალები · წინააღმდეგობა · თავგადასავლების გალაქტიკა · მანდალორელი · უვარგისი პარტია · ტელესერიალი კასიან ანდორზე · ტელესერიალი ობი-ვან კენობიზე · უსათაურო ტელესერიალი
ლეგენდები: დროიდები · ევოკები · კლონთა ომები
სხვა მედია აუდიოსპექტაკლები · წიგნები · კომიქსები · მულტიმედიური პროექტები · პაროდიული ნამუშევრები · როლური თამაშები · თემატური პარკების ატრაქციონები · ვიდეოთამაშები
გაუქმებული დამნაშავეთა სამყარო
რედ.

სხვა ენებზე

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.