ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია არსება. იხილეთ აგრეთვე კლონების ომების ეპიზოდი.

ეგ რაღაც მხეცი ზოლოა. ერთ დროს მალასტერზე დადიოდნენ და ჩვენს წინაპრებს ჭამდნენ. როდესაც დაგებმა პირველად პლანეტის ბირთვიდან საწვავის მოპოვება დაიწყეს, ყველა მოკლეს.
―დოჯი ნაქა ურუსი[6]

მხეცი ზილო, იგივე „მხეცი“, იყო ნახევრადგონიერი რეპტილიური სახეობა, გავრცელებული პლანეტა მალასტერზე. დაგები ფიქრობდნენ, რომ იგი იავინის ბრძოლამდე 21 წლამდე დიდი ხნით ადრე, მალასტერის ბრძოლაში განადგურდა, მაგრამ, ერთ-ერთი უკანასკნელი ნიმუში გააღვიძა გალაქტიკური რესპუბლიკის ძალების მიერ გამოყენებულმა ელექტრო-პროტონულმა ყუმბარამ.

უზენაესი კანცლერი შივ პალპატინი გეგმავდა ზილოს გამძლე ტყავის რესპუბლიკის დიადი ჯარის მიზნებისთვის გამოყენებას. მოგვიანებით, როდესაც არსება კორუსანტზე შესასწავლად გადაიყვანეს, იგი გაიქცა და დედაქალაქი დაარბია. საბოლოოდ, ჯედაებს და რესპუბლიკის ჯარს სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა ზილოს მძლავრი ტოქსინის დიდი რაოდენობით მოკვლა. მისი მოკვლის შემდეგ პალპატინმა გასცა არსების კლონირების ბრძანება. ყოველი ასეთი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ გალაქტიკური იმპერიის დაარსების შემდეგ და კამინოანების ტექნოლოგიის ჩართვით დოქტორმა როის ჰემლოკმა შეძლო რამდენიმე ასლის შექმნა და მათი მთა ტანტისის ბაზაზე გადაყვანა.

ერთ-ერთი მხეცი ზილო ცხოვრობდა ველურ სივრცეშიც, სადაც ბენათები მას ღმერთად აღიქვამდნენ, თუმცა, მოგვიანებით იგი მოკლა კაილო რენმა, რენის რაინდების ბატონმა და პირველი ორდენიმხედართმთავარმა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement