ნადარ ვები იყო ჯედაების ორდენის წევრი მამრობითი სქესის მონ-კალამარი რაინდი ჯედაი. წარმოშობით პლანეტა მონ-კალადან, იგი გადიოდა წვრთნას ნაუტოლან ოსტატ ჯედაი კიტ ფისტოსთან, თუმცა, როდესაც ფისტო სხვაგან იმყოფებოდა, ჯედაის წვრთნას საკუთარი ძალებით ახორციელებდა. მისი მცდელობები წარმატებული აღმოჩნდა — ვებმა გაიარა ჯედაების გამოცდები და გახდა სრულყოფილი მკურნალი ჯედაი. მოგვიანებით იგი შეუერთდა ფისტოს, როდესაც ორივემ დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის გაქცეულ მეთაურ ნუტ განრეი მიაგნო ვასეკ-3-ზე. კლონ სამხედროებთან ერთად ისინი შევიდნენ ციხესიმაგრეში, სადაც განრეი იმალებოდა. განრეის ხმის გაგონების შემდეგ მათ გაანადგურეს სერია B1-ის საბრძოლო დროიდები. ვები მათ განსაკუთრებული მონდომებით დაეტაკა, რაც ფისტოს არ მოეწონა. განრეის ადგილმსაყოფელს ისინი კვლავ ეძებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ ჰოლოგრამა იყო, ხოლო თავად ნუტი შენობაში არ იმყოფებოდა.
ბუნაგში ხეტიალის შემდეგ მათ აღმოაჩინეს კიბორგ გენერალ გრივუსის ქანდაკებები, რაც ნიშნავდა, რომ ისინი სწორედ მის სასახლეში იმყოფებოდნენ. ამ დროს გრივუსი ხომალდ „უსულო ერთით“ დაეშვა სასახლესთან, მაგრამ ჯედაები და კლონები მალევე თავს დაესხნენ. ვებმა და ფისტომ მის წინააღმდეგ სინათლის მახვილები აღმართეს და სცადეს გენერლის შებოჭვა. თუმცა, იგი გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ შუა ნაწილი ფისტომ მოჰკვეთა. გზად გრივუსი თავს დაესხა რამდენიმე კლონს, შემდეგ კი მიიმალა ფარული კარის მიღმა. მოშინაურებული არსება, როგვარტი გორი, მან მოგვიანებით შემოჭრილებზე გამოუშვა. ვები, ფისტო და მეთაური ფილი მთელი ძალით იბრძოდნენ და არსება საბოლოოდ მოკლეს, თუმცა შეტაკებას ფილი შეეწირა. ამან განარისხა ვები, რომელმაც, ყოფილი მასწავლებლისთვის მოულოდნელად, გრივუსზე შურისძიება გადაწყვიტა. ისინი ერთად გადაადგილებას განაგრძობდნენ და სააპარატოს მიუახლოვდნენ. სანამ შევიდოდნენ, დროიდმა EV-A4-D-მ კიბორგს მათი მოახლოების შესახებ აცნობა. სანამ ვები და ფისტო კამათობდნენ, თუ რა ნაბიჯი გადაედგათ, დროიდმა კარი დაკეტა და ვები გრივუსის და მაგნაგუშაგების პირისპირ დარჩა. მართალია, დროიდებს გაუმკლავდა, გრივუსთან წააგო. მახეში მოხვედრილი ნადარი გენერალმა მოკლა, რამაც ფისტოზე შოკისმომგვრელად იმოქმედა.
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — ახალწვეულები (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — გრივუსის ბუნაგი (პირველად ნახსენები როგორც ნადარ ვები)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას! უთითებს, რომ ვები დაიღუპა ვასეკ-3-ზე ახალი იმედის მოვლენებამდე 21 წლით ადრე. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ფილმის მოვლენათა განვითარების დროა 0 იბ, რაც ნიშნავს, რომ ვების დაღუპვის წელია 21 იბ.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — გრივუსის ბუნაგი