ნალა სე იყო მდედრობითი სქესის კამინოანი ექიმი და მეცნიერი, რომელიც გალაქტიკურ რესპუბლიკას ემსახურებოდა კლონთა ომების პერიოდში. მედიცინის უფროსი მეცნიერის რანგში, მშობლიურ პლანეტა კამინოზე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რესპუბლიკის დიადი ჯარის შექმნაში, ხოლო გალაქტიკური კონფლიქტის დროს მონაწილეობდა დაჭრილი კლონი სამხედროების რეაბილიტაციაში. მართალია, კლონებზე ზრუნავდა სეპარატისტული ძალების მუქარის შემდეგაც, თავადაც საკმაოდ მკაცრი ხასიათი აღმოაჩნდა. მაგალითად, შააკ ტის მან განუცხადა, რომ კლონი სამხედროები კამინოს საკუთრებას წარმოადგენდენ და, ამრიგად, ერთჯერადი გამოყენების ობიექტებს.
ნალა იყო ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი, რომელმაც იცოდა კლონთა პროტოკოლ 66-ის შესახებ. დარწმუნებული იყო რა, რომ იგი მხოლოდ განდგომილი ჯედაებისგან თავდაცვის მიზნით შეიქმნა, სეს გალაქტიკური მასშტაბის ომის მსვლელობისას მის შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამს. სე აგრეთვე თვალყურს ადევნებდა ომეგას, არამოდიფიცირებულ კლონ გოგონას. როდესაც ომეგამ კლონთა რაზმ 99-თან ერთად გაქცევა სცადა, მათ დახმარება ნალა სემ გაუწია, რომელიც კლონის შემდგომში დაჭერის რამე მცდელობაში ასევე ერეოდა. მოგვიანებით მის თვალწინ გაანადგურეს ქალაქი ტიპოკა, თავად სე კი იმპერიელებმა გადაიყვანა პლანეტა უეილენდზე, საიდუმლო ობიექტზე.
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – „ავბედის“ ჩრდილი (პირველი გამოჩენა)
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – „ავბედის“ განადგურება (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – ახალწვეულები (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – ტვინის დამპყრობლები
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – მკვლელობები სენატში (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – შეთქმულება
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – გაქცეული
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – ბრძანებები
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – დამსხვრეული (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია – შედეგები
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია – შემცვლელები
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია – გაერთიანება
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია – დაკარგული სამიზნე
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია – საომარი მანტია
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია – დაბრუნება კამინოზე (მხოლოდ ხსენება)
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია – დაკარგული კამინო