ნეგნოლი ეწოდებოდა ბუნებრივ ტოქსიკურ აირს. მას შეეძლო კოსმოსური ხომალდების სენსორების მოშლა, ხოლო დიდი რაოდენობით სახიფათო იყო ჰატების რასის წარმომადგენლებისთვის. აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში ნიჰილები თავს დაესხნენ ჰატების კლანის კოსმოსურ ხომალდს და აირი იარაღის სახით გამოიყენეს. მოგვიანებით ჯედაი სერეტმა აღმოაჩინა, რომ ნეგნოლით მოიწამლა ხომალდზე მყოფი ჰატი, თუმცა მას აღენიშნებოდა სასიკვდილო ჭრილობებიც.[1] როდესაც მისი გვამი მოგვიანებით შუქურა „ვარსკვლავურ ნათებაზე“ შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ სიკვდილი გამოიწვიეს დრენგირების ფესვებმა[2].
გამოჩენები[]
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 2 (პირველი ხსენება)
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 4 (მხოლოდ ხსენება)
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 10