ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ნევარო იყო ვულკანური პლანეტა, მდებარე გარე რგოლის ტერიტორიებისექტორში. მისი ქალაქი იყო ჯილდოზე მონადირეთა გილდიის თავმოყრის წერტილი, მოწყობილი კანტინის შენობაში. იმპერიულ ეპოქაში პლანეტა გალაქტიკური იმპერიის მართვის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა გალაქტიკური სამოქალაქო ომის მიწურულს მისგან გათავისუფლდა.

ახალი რესპუბლიკის დროისთვის პლანეტა და ქალაქი იქცნენ გრიფ კარგას, გილდიის აგენტის ჯილდოზე მონადირეთა თავმოყრის წერტილად. პლანეტაზე მოხდა კონფლიქტი, როდესაც ჯილდოზე მონადირე დინ ჯარინმა გადაარჩინა დინ გროგუ, ბავშვი, რომელიც მანამდე იმპერიული ნამსხვრევის წევრს მიუყვანა. ამით მან გილდიას უღალატა.

ნევაროდან ჯარინის გაქცევის შემდეგ პლანეტაზე გააქტიურდა იმპერიული ნამსხვრევი, რომელსაც ყოფილი მოფი გიდეონი მართავდა. საბოლოოდ, კარგად ჯარინი ნევაროზე ბავშვთან ერთად შეიტყუა, თუმცა მოგვიანებით ბავშვის იმპერიელებისთვის გადაცემა გადაიფიქრა და დინს მასთან ბრძოლისას შეუერთდა. მიუხედავად მოფ გიდეონის გამოჩენისა, ჯარინმა და სხვებმა შეძლეს იმპერიული ნამსხვრევის დამხობა. შედეგად კარგა და შემდგომში მარშალი კარასინთია დიუნი პლანეტის აღორძინებას შეუდგნენ.

ჯარინმა განაგრძო მოგზაურობა, მაგრამ პლანეტაზე ხომალდის შესაკეთებლად დაბრუნდა. კარგასთან და დიუნთან ერთად იგი პლანეტაზე მდებარე იმპერიულ ბაზაზე შეიჭრა. იქ მათ აღმოაჩინეს, რომ გიდეონი გადარჩა და ცდილობდა ბავშვის სისხლის ექსპერიმენტებისთვის გამოყენებას. მოგვიანებით ნევარო ახალ რესპუბლიკას დაექვემდებარა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement