ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnALegendsArticle

ნომი სანრაიდერი იყო ადამიანი, ცნობილი როგორც ოსტატი ჯედაი, მოგვიანებით კი, გალაქტიკური რესპუბლიკის პერიოდში — ჯედაების ორდენის დიდი ოსტატი.

დაბადებიდან ცნობილი ნომი და-ბოდას სახელით, იქორწინა ანდურ სანრაიდერთან, რომელმაც განიზრახა, რაინდი ჯედაი ყოფილიყო და ამისთვის წვრთნას გადიოდა. მათ ეყოლათ შვილი, ვიმა. სტენესის სისტემაში მოგზაურობისას ანდურს თავს დაესხნენ ჰატ ბოგას ბანდის წევრები, რომლებიც ეძებდნენ მათ საკუთრებაში არსებულ ადეგანის ბროლებს. ამ ბრძოლისას მოკლეს ანდური და სანრაიდერმა გადაწყვიტა, თავად შეესწავლა ჯედაების ხელოვნება. მისი მასწავლებელი იყო ოსტატი ჯედაი თონი, რომელმაც ნომის დაავალა ონდერონზე გამგზავრება და ფრიდონ ნედის ამბოხისას ულიკ ქელ-დრომას დახმარება. რამდენიმე ჯედაის თანაშემწეობით, სანრაიდერმა მონაწილეობა მიიღო ნადისტების ძალების დამარცხებაში, რითაც ონდერონზე სითების ბატონობა დასრულდა. ამ მოვლენათა შემდგომ სანრაიდერი, როგორც ერთ-ერთი ჯედაი, ჩაება სითების დიდი ომის მოვლენებში, ეგზარ კუნისა და მისი მოწაფის, ბნელ მხარეზე გადასული ულიკ ქელ-დრომას წინააღმდეგ ბრძოლაში. ომის დროს ნომიმ თავად იხილა, თუ როგორ მოკლა ულიკმა საკუთარი ძმა, კეი და, ემოციებს აყოლილმა, დაცემული ჯედაი ძალას მოწყვიტა. ქელ-დრომას დამარცხებით სითების ომიც მალე დასრულდა.

ომის შემდეგ სანრაიდერმა განიმტკიცა თავი ჯედაების უმაღლეს რანგებში და, საბოლოოდ, სადგურ ექსისზე კონკლავის დროისთვის გახდა ჯედაების ორდენის დიდი ოსტატიც. ამ შეკრებაზე მან იხმო ჯედაები, რათა მათთან ერთად განეხილა ორდენის აღდგენის საკითხი. აღსასრულის შემდეგ მისი სახელი შევიდა ჯედაების ისტორიაში, ხოლო თქმულებები მასზე საუკუნეების განმავლობაში გადაეცემოდა თაობიდან თაობას.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]