ნორა უექსლი (ქორწინებამდე სასერი) იყო ქალი პლანეტა აკივადან, რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის და ახალი რესპუბლიკის პილოტი გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში. ენდორის ბრძოლის შემდეგ იგი დაბრუნდა აკივაზე, სადაც იპოვა მისგან გაუცხოებული შვილი, ტემინ უექსლი. ამის შემდეგ იგი ახალი რესპუბლიკის პილოტ უეჯ ანტილესის გადარჩენის მისიაში მონაწილეობდა. ტემინთან, სერია B1-ის საბრძოლო დროიდ „მისტერ ბონსთან“, ჯილდოზე მონადირე ჯეს ემარისთან და ყოფილ იმპერიელ ერთგულების ოფიცერ სინჯირ რათ-ველუსთან ერთად და აჯანყებულთა რაზმთან ერთად მან იმპერიას აკივაზე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, მიმოაბნია მომავალი იმპერიული საბჭო და ანტილესი იხსნა. ადმირალ რეი სლოუნთან დაპირისპირებისას ნორას TIE ხომალდს სლოუნის მაქოს ნასსხვრევები მოხვდა. ჭრილობებისგან აღდგენის შემდეგ ნორა, ტემინი და სხვები შეუერთდნენ ახალი რესპუბლიკის ჯარისკაც ჯონ ბარელი და იმპერიულ სამხედრო დამნაშავეებს ეძებდნენ.
მოგვიანებით ნორა და მისი რაზმი პრინცესა ლეია ორგანას დავალებით გაემგზავრნენ უკანასკნელის ქმრის, ვუკიების პლანეტა კაშიიიკის გათავისუფლებისას დაკარგული ჰან სოლოს საპოვნელად. ეშმიდის საკეტზე შეტევის დროს ნორამ და რაზმმა შეძლეს ტყვედ მყოფი ასამდე აჯანყებულის — მათ შორის — ნორას ქმრის, ბრენტინის — გათავისუფლება. მოგვიანებით იმპერიამ ბრენტინი და სხვა ტყვეები გამოიყენა ახალ რესპუბლიკაზე თავდასხმის მიზნით. შანდრილაზე თავდასხმის შემდეგ ნორა და მისი რაზმი ეძებდნენ გრანდ-ადმირალ რეი სლოუნის, რომელიც, როგორც თავად ფიქრობდნენ, ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი.
ძიებისას ნორა მოხვდა შიდა რგოლის პლანეტა ჯაკუზე. იმპერიული ძალებისგან გაქცევის შემდეგ ის, ჯესი და მისტერ ბონსი კვლავ სლოუნს ეძებდნენ. ჯაკუს ბრძოლისას ნორა შეეჯახა სლოუნს და ბრენტინს. მათდამი ზიზღის მიუხედავად იგი, მათთან ერთად, გალიუს რაქსის მიერ პლანეტაზე არსებული იმპერიული და ახალი რესპუბლიკის ძალების განადგურების გეგმას წინ აღუდგა. ბრძოლის დროს იგი შეურიგდა ქმარს, რომელიც მალევე რაქსმა მოკლა. გალაქტიკური სამოქალაქო ომის შემდეგ ნორა შვილს ჰოსნიან-პრაიმზე ახალ საფრენ აკადემიაში გაჰყვა, სადაც ინსტრუქტორის მოვალეობის შესრულება დაიწყო.
კადრს მიღმა[]
პერსონაჟი პირველად გამოჩნდა ჩაკ უენდიგის 2015 წლის რომანში შედეგები, რომელიც შედის მულტიმედიურ პროექტში მოგზაურობა ძალის გამოღვიძებამდე.[1]
გამოჩენები[]
- Star Wars: Starfighter Missions
- ვარსკვლავური ომების ოდისეა: ეპოსი
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება (პირველი გამოჩენა) (რეტკონი) (მხოლოდ ვარსკვლავური გამანადგურებელი)
- ვარსკვლავური ომები: ჯედაის დაბრუნება, საყმაწვილო რომანი (მხოლოდ ვარსკვლავური გამანადგურებელი)
- ვარსკვლავური ომები: ორიგინალური ტრილოგია: გრაფიკული რომანი (მხოლოდ ვარსკვლავური გამანადგურებელი)
- შედეგები (პირველად ნახსენები როგორც ნორა უექსლი)
- შედეგები, აუდიოწიგნი
- შედეგები: ცხოვრების ვალი
- შედეგები: ცხოვრების ვალი, აუდიოწიგნი
- შედეგები: იმპერიის აღსასრული
- შედეგები: იმპერიის აღსასრული, აუდიოწიგნი
- ესკადრილია „სამართებელი“: ჯაკუ — Star Wars Insider 172 (მხოლოდ ხსენება)
- წინააღმდეგობის აღორძინება
- წინააღმდეგობის აღორძინება, აუდიოწიგნი
წყაროები[]
- მალე თქვენს ჯედაების პირად არქივებში: მოგზაურობა ძალის გამოღვიძებამდე – მცირე შეთვალიერება! StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ჩაკ უენდიგის ომი — Star Wars Insider 160
- ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი
- ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული
- Star Wars Helmet Collection 31 (Weapons & Uniforms: წინააღმდეგობა (ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია))
- Star Wars: X-Wing Second Edition — BTL-A4 Y-Wing Expansion Pack (ბარათი: Norra Wexley) (განმეორებითი გამოშვება: Rebel Alliance Conversion Kit)
- Star Wars: X-Wing Second Edition — Rebel Alliance Conversion Kit (ბარათი: Norra Wexley)
- ვარსკვლავური ომები: გალაქტიკის ქალები
- Star Wars Helmet Collection 71 (Databank A-Z: ზემ უესელი–უექსლი)
- სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
- Star Wars Helmet Collection 79 (Databank A-Z: ზაბრაკები–მხეცი ზილო)
- საბრძოლო დროიდები და სხვა საომარი დროიდები — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- ვარსკვლავური ომები: ბრძოლები, რომლებმაც შეცვალეს გალაქტიკა
- აჯანყებულთა ალიანსის პილოტები — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- წინააღმდეგობის პილოტები Databank-ში (არქივის ბმული)
- სნეპ უექსლი Databank-ში (არქივის ბმული)