ნუტ განრეი იყო ნეიმოიდიელი, რომელიც სავაჭრო ფედერაციაში მეფისნაცვლის პოზიციას იკავებდა და სეპარატისტული დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის მაღალჩინოსანს წარმოადგენდა. მისი მეთაურობით მოხდა თავდასხმა ნაბუზე, თუმცა ამ მზაკვრული ნაბიჯის უკან იდგა უზენაესი კანცლერი შივ პალპატინი, ფარულად სითი ლორდი დართ სიდიუსი. შეჭრა ნაბუზე საბოლოოდ ფედერაციის დამარცხებით დასრულდა, მაგრამ უზენაეს სასამართლოში ოთხი სხდომის შემდგომ განრეი გაექცა მართლმსაჯულებას.

ათი წლის შემდეგ ნუტი სეპარატისტული ალიანსის წევრი გახდა და მონაწილეობდა გალაქტიკური რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. კლონთა ომების დასაბამიდან იგი იყო სეპარატისტ მეთაურებს შორის ყველაზე გავლენიანი წევრი და როდიის მსგავსი პლანეტების სეპარატისტულ მოძრაობაში ჩათრევას ცდილობდა. ომის მიწურულს სეპარატისტებში წესრიგი დაირღვა, მას შემდეგ, რაც გრაფი დუკუ და გენერალი გრივუსი მოკლეს. საბჭოს წევრები მუსტაფარზე იმალებოდნენ, მაგრამ მათ ენეკინ სკაიუოკერი ეწვია და ყველა გაანადგურა, სიდიუსის ბრძანებით.

გამოჩენები[edit | edit source]

არაკანონიკური გამოჩენები[edit | edit source]

შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.