ობი-ვანი და ანაკინი 4 არის მეოთხე გამოშვება Marvel-ის კომიქსების მინისერიაში ვარსკვლავური ომები: ობი-ვანი და ანაკინი. მასში გამოქვეყნებული ამბის ავტორია ჩარლზ სოული, ხოლო მხატვარი — მარკო ჩეჩეტო. კომიქსი გამოიცა 2016 წლის 20 აპრილს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
ობი-ვანი და ანაკინი ომში დაპირისპირებულ სხვადასხვა მხარეს მოხვდნენ...და თუკი სიფრთხილეს არ გამოიჩენენ, ჯვარედინ ცეცხლში აღმოჩნდებიან! ამასთან...რატომ სურს ანაკინს ორდენის დატოვება?
შესავალი[]
ᲝᲑᲘ-ᲕᲐᲜᲘ ᲓᲐ ᲐᲜᲐᲙᲘᲜᲘ ნორჩი ანაკინ სკაიუოკერი ეჭვობს ჯედაების ორდენში საკუთარ ადგილზე, თუმცა ობი-ვან კენობი მის შეკავებას ცდილობს. როდესაც ანაკინი და ობი-ვანი ნანგრევებიან პლანეტა კარნელიონ IV-ზე უბედურების სიგნალით იხმეს, ისინი მოხვდნენ პლანეტის პრიმიტიულ მაცხოვრებელთა ორი დაპირისპირებული ფრაქციის ქარცეცხლში. ბრძოლის დასრულების შემდეგ სამი ადგილობრივი ერთმანეთს შეუთანხმდება, რათა ჯედაების დახმარებით გადარჩნენ. დირიჟაბლით შემდგომი მოგზაურობისას ანაკინის მეგობარი ხდება კოლარა. ის და თანმხლები, დედა პრანი, ამჩნევენ, თუ როგორ იზიდავს ანაკინს ტექნოლოგია. ამ დაუსრულებელ ომში შესაძლო გამოსავალის ძიებისას ისინი ნორჩ ჯედაის იტაცებენ და პადავანს მასწავლებელს დააშორებენ. დედა პრანი და კოლარა ანაკინთან ერთად დირიჟაბლიდან გარბიან და მხოლოდ მის ჩამოსაგდებად ჩერდებიან — ობი-ვანი კი კვლავ ხომალდზე იმყოფება.... |
მედია[]
გამოცემები[]
- UPC 759606083718; 20 აპრილი, 2016; Marvel Comics[1]
- 00411; გარეკანი A; მარკო ჩეჩეტო
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
ორგანიზმები
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
|
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
კრებულები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ობი-ვანი და ანაკინი (2016) #4 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ ობი-ვანი და ანაკინი 2 განსაზღვრავს, რომ ანაკინ სკაიუოკერი ამ კომიქსის მოვლენების დროს 12 წლის არის. ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური ცნობარი განსაზღვრავს, რომ სკაიუოკერი დაიბადა განდგომილი ერთის მისიამდე 41 წლით ადრე. ამ მისია, როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, შესრულდა იავინის ბრძოლამდე 0 წელს. ამრიგად, სკაიუოკერი დაიბადა იავინის ბრძოლამდე 41 წელს, ხოლო სერიაში ვარსკვლავური ომები: ობი-ვანი და ანაკინი მოვლენათა განვითარების დროა 29 იბ.