ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდების ვერსიაზე. 

ამ სტატიაში აღწერილია ოსტატი ჯედაი.
იხილეთ აგრეთვე "ობი-ვანის", "კენობის", "ბენის" და "მომლაპარაკებლის" სხვა მნიშვნელობები.

"შეგიძლია, მომკლა, მაგრამ ვერ გამანადგურებ. ბნელი მხარისადმი წინააღმდეგობას გამძლეობა სჭირდება. მხოლოდ სუსტები ნებდებიან."
"იმაზე მეტად ძლიერია, ვიდრე წარმოგიდგენია."
"და ვინც მას ეწინააღმდეგება, იმაზე მეტად ძლევამოსილია, ვიდრე წარმოგიდგენია."
― ობი-ვან კენობი და მოლი[16]

ობი-ვან კენობი იყო ლეგენდარული ძალისადმი მგრძნობიარე მამაკაცი, ოსტატი ჯედაი, ჯედაების უზენაესი საბჭოს წევრი რესპუბლიკის ეპოქის უკანასკნელ წლებში. უმაღლესი გენერალი ჯედაის რანგში მსახურობდა რესპუბლიკის დიად არმიაში, რომელიც კლონების ომების დროს დროიდების სეპარატისტულ არმიას ებრძოდა და მოწინააღმდეგესთან ურთიერთობის სტილის გამო შეარქვეს "მომლაპარაკებელი". უზენაესი კანცლერის — ფარულად დართ სიდიუსის — მიერ რესპუბლიკის კლონი სამხედროებისთვის გაცემული ბრძანება 66-ის ამოქმედების და ჯედაების დიდი წმენდისას იძულებული გახდა, გადახვეწილიყო. როგორც მასწავლებელმა, სხვადასხვა დროს ძალა შეასწავლა სკაიუოკერების ოჯახის ორ წევრს, ანაკინ და ლუკ სკაიუოკერებს.

კენობი დაიბადა იავინის ბრძოლამდე 57 წელს, პლანეტა სტიუჯონზე. როგორც ძალისადმი მგრძნობიარე, იგი ბავშვობისას ოჯახს დააშორეს და ჯედაების ორდენში აიყვანეს. ობი-ვანი იზრდებოდა კორუსანტის ჯედაების დიდ ტაძარში, სადაც მას ასწავლიდა ოსტატი ჯედაი კვაი-გონ ჯინი. იავინის ბრძოლამდე 32 წელს, ნაბუზე შეჭრის და სით ლორდ დართ მოლის დამარცხების შემდეგ, მიიღო რაინდი ჯედაის წოდება. მან აგრეთვე შეგირდად აიყვანა ანაკინ სკაიუოკერი — წინასწარმეტყველებაში ნახსენები სავარაუდო რჩეული, რომელსაც უქადიდნენ სითების განადგურებას და ძალაში წონასწარობის აღდგენას — ამით მან აასრულა ჯინისთვის, უკანასკნელის მოლთან ბრძოლისას დაღუპვამდე მიცემული დაპირება.

კლონების ომების იავინის ბრძოლამდე 22 წელს დაწყებისას კენობიმ მიიღო გალაქტიკური რესპუბლიკის დიადი არმიის უმაღლესი გენერლის სამხედრო რანგი და მეთაურობდა გახსნილი წრის ფლოტს, მესამე სისტემების არმიას და მე-7 საჰაერო კორპუსს. გალაქტიკური მასშტაბის კონფლიქტის დროს კლონი მეთაური მარშალი კოდი მისი მეორე მეთაური იყო. დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციასთან ბრძოლებში მათ ერთად მრავალი გამარჯვება მოიპოვეს. გაცხარებული ომის დროს გალაქტიკურ პროცესებში ჩაერია მოულოდნელად დაბრუნებული მოლი, რომელსაც კენობის წინააღმდეგ ათწლეულებით ადრე დამარცხების გამო შურისძიების წყურვილი ამოძრავებდა. მართალია, მათ შორის რამდენიმეჯერ მოხდა გაცხარებული დუელი, მოლმა იგი მაინც ვერ მოკლა და ვერ გატეხა, იმისდა მიუხედავად, რომ მოკლა მისი ყოფილი საყვარელი, სატინ კრიზი, მანდალორის ჰერცოგინია.

იავინის ბრძოლამდე 19 წელს კენობიმ უტაპაუს ბრძოლისას მოკლა სეპარატისტების უმაღლესი სარდალი, გენერალი გრივუსი, რითაც კლონების ომები დაასრულა. მოგვიანებით, სით ლორდ დართ სიდიუსის მაქინაციებით დაწყებული ჯედაების ორდენის დიდი წმენდისას იგი გადარჩა. შეიტყო რა, რომ სკაიუოკერმა ძალის ბნელი მხარე აირჩია და გახდა სიდიუსის სითი შეგირდი, დართ ვეიდერი, კენობიმ ყოფილი პადავანი მუსტაფარზე დაამარცხა და დაიმალა გარე რგოლის პლანეტა ტატუინზე, აირჩია რა მწირის ცხოვრება და ახალი სახელი — "ბენ კენობი". გალაქტიკური იმპერიის ბატონობისას იგი თვალს ადევნებდა ვეიდერის და სენატორ პადმე ამიდალას ვაჟს, ლუკს.

9 წლის თავზე ობი-ვანი იძულებული გახდა, განმარტოებიდან გამოსულიყო და გადაერჩინა ლეია ორგანა, ლუკის ტყუპი და. მას ეძებდნენ როგორც ინკვიზიტორიუსი, ასევე თავად ვეიდერი. მოგვიანებით მოლი კვლავ დაბრუნდა, კვლავ კენობის ძიების მიზნით. ნორჩი ლუკის დასაცავად ობი-ვანმა ყოფილი სითი ლორდი, საბოლოოდ, მოკლა. იავინის ბრძოლამდე 0 წელს მან ლუკის წვრთნა დაიწყო. მოგვიანებით იგი ვეიდერს შეხვდა პირველ სიკვდილის ვარსკვლავზე, სადაც თავი გასწირა, რათა სკაიუოკერი და სხვები სითი ლორდისგან გადაერჩინა. უკვე აღსასრულის შემდეგ ობი-ვანი შეუერთდა ძალას და ლუკს გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში დარიგებებს აძლევდა. იავინის ბრძოლიდან 4 წელს მას შეუერთდა ანაკინ სკაიუოკერი, რომელიც, ვაჟის გადარჩენის მცდელობისას, მასწავლებელ სითის განადგურებას შეეწირა. ახალი რესპუბლიკის ჩამოყალიბების წლებში კენობის იხსენებდნენ როგორც ლეგენდარულ ოსტატ ჯედაის და ბენ სოლოს, ლუკ სკაიუოკერის ტყუპი დის, პრინცესა ლეია ორგანას ერთადერთ შვილს, სახელი მის პატივსაცემად დაერქვა. სოლომ ბნელი მხარე აირჩია, რამაც ლუკს ჯედაების ორდენის მომავალზე იმედია გაუცრუა. იგი აგრეთვე ფიქრობდა, რომ ანაკინი ვეიდერად სწორედ კენობის გამო იქცა. თუმცა, სიდიუსის შვილიშვილ რეის გამოჩენით ლუკს რწმენა დაუბრუნდა. ახალ ჯედაის კენობი მანუგეშებელი სიტყვებით დაეხმარა იავინის ბრძოლიდან 35 წელს, ექსეგოლზე, დაბრუნებული სიდიუსის წინააღმდეგ საბოლოო ბრძოლის და გამარჯვებისას.

ცხოვრება[]

ადრეული წლები[]

"როგორც ჯედაები, ოჯახებს ბავშვობისას ვტოვებდით. აქამდე აქა-იქ მაგონდება დედის თავსაფარი, მამის ხელები. ბავშვი მახსოვს. [...] მე მგონია, ძმა მყავდა. ნამდვილად არ მახსოვს. ნეტავ, მახსოვდეს."
― ობი-ვან კენობი[10]
YoungKenobi-AORObiWan1

ობი-ვან კენობი სინორჩისას

ობი-ვან კენობი დაიბადა იავინის ბრძოლამდე 57 წლით ადრე[2], პლანეტა სტიუჯონზე[5]. როგორც ძალისადმი მგრძნობიარე, იგი წაიყვანეს ჯედაების ტაძარში, კორუსანტზე, სადაც სამი წლის ასაკში გადიოდა ჯედაის წვრთნას[5][18], რაც უკვე უჩვეულო იყო, ვინაიდან სხვა ბავშვებს ამზადებდნენ უკვე ექვსი თვის ასაკიდან.[19] იგი საბოლოოდ შეარჩიეს როგორც პადავანი და კენობი დადიოდა მედიტაციასთან დაკავშირებულ შეკრებებზე.[11] სინორჩისას ეუფლებოდა ჯედაის ხელოვნეას დიდ ოსტატ იოდას ზედამხედველობით[20], შემდეგ კი გახდა ოსტატ ჯედაი კვაი-გონ ჯინის პადავანი.[18]

ObiWanKenobiPadawan-TLC

კენობი გახდა კვაი-გონის პადავანი.

ჯინმა ასწავლა, რომ "თავშეკავებულობაში იყო ძალა და კეთილშობილება".[21] მოგვიანებით ბიჭუნა გადიოდა სინათლის მახვილით ბრძოლისთვის მომზადებას და კვაი-გონს მოეწონა მისი უნარები, რაც აღნიშნა კიდეც.[11] აღსანიშნავია, რომ კენობიმ ჯინთან ერთად, პადავანობის დროს, შეასრულა მისია ლა'მუზე მდებარე ციხესიმაგრეში.[18]

სატინ კრიზის დაცვა[]

"შენ და სატინს წარსული გაკავშირებთ."
"დიდი მისია, რომელსაც ახალგაზრდობისას ვასრულებდი. ოსტატი კვაი-გონი და მე ერთი წელი მანდალორზე ვიცხოვრეთ და ჰერცოგინიას ვიცავდით აჯანყებულებისგან, რომლებიც მის პლანეტას საფრთხეს უქმნიდნენ. მათი დავალებით ჩვენ ჯილდოზე მონადირეები გვეძებდნენ. მუდმივად გავრბოდით, გვშიოდა, არ ვიცოდით, მეორე დღეს რა გველოდა."
― ობი-ვან კენობის და ანაკინ სკაიუოკერის საუბრიდან[22]

ადრეულ წლებში ობი-ვანი და მისი ოსტატი კვაი-გონ ჯინი ერთი წლის განმავლობაში მანდალორზე ცხოვრობდნენ, სადაც მმართველ სატინ კრიზს იცავდნენ. ჯედაების მოსაკლავად გააგზავნეს ჯილდოზე მონადირეები, ამიტომ კვაი-გონიც და ობი-ვანიც მუდმივად დევნილებივით იყვნენ, ბუნდოვანი მომავლით. ამ პერიოდში დრაბუნზე მოხდა შეტაკება, რომლის დროს დროს კენობიმ სცადა, გადაერჩინა კრიზი, რომელმაც მოგვიანებით დაზიანებები მიიღო. მანდალორზე ცხოვრებისას მას ჰერცოგინია შეუყვარდა, მაგრამ მიუხედავად გრძნობებისა, განაგრძო კვაი-გონისგან დარიგებების მიღება და ჯედაების სწავლების ერთგული დარჩა. მართალია, განიცდიდა კრიზის მიტოვებას, იგი მაინც დაემორჩილა მათ კოდექსს[23].

ნაბუზე შეჭრა[]

NiceToMeetYouFutureMassMurderer-TPM

ობი-ვანმა გაიცნო ანაკინი.

იმ დროისთვის, როდესაც ჯინი უკვე დარწმუნებული იყო, რომ კენობი მზად იყო გამოცდისთვის, უზენაესმა კანცლერმა ფინის ვალორუმმას ორივე გააგზავნა სავაჭრო ფედერაციასთან მოსალაპარაკებლად, რომელმაც მოახდინა ნაბუს ბლოკადა. თუმცა, მოლაპარაკება ვერ განხორციელდა, ვინაიდან ვიცემეფე ნუტ განრეიმ ჯედაებს მოსაკლავად მიუგზავნა B1 საბრძოლო დროიდები და დროიდეკები, მაგრამ ისინი ნაბუზე ჩამოსხდნენ.

Kenobi Maul clash

ობი-ვანი ებრძვის დართ მოლს.

ნაბუზე კენობიმ და ჯინმა გაიცნეს განგანი ჯა ჯა ბინკსი, რომელმაც ორივე მიიყვანა ოტო-განგაში, სადაც ისინი შეხვდნენ განგანების მეთაურ ბოს რუგორ ნასს. მართალია, განგანები ნაბუს ხალხის დასახმარებლად ვერ დაითანხმა, ჯინმა გონების მოტყუებით ნასს გამოსტყუა გადამყვანი, რომლითაც ჯა ჯასთან ერთად ორივე თიდისკენ გაემგზავრა. მიჰყავდათ რა გადამყვანი პლანეტის ბირთვის გავლით, თიდში ჩასულებმა აღმოაჩინეს, რომ სავაჭრო ფედერაციამ უკვე დაიპყრო ქალაქი. დედოფალ ამიდალასა და სხვების გადარჩენის შემდეგ ჯედაებმა ამიდალა ნაბუდან ვარსკვლავური ხომალდით წაიყვანეს, რათა კორუსანტზე ჩაეტანათ პლანეტაზე შეჭრის ამბები. გაქცევისას ხომალდის ჰიპერძრავა დაზიანდა, რის გამოც კორუსანტამდე ვერ მიაღწიეს და იძულებულნი იყვნენ, ტატუინზე შემცვლელი დეტალის საძიებლად გაჩერებულიყვნენ.

პლანეტაზე კენობი ხომალდზე დარჩა, ხოლო ჯინმა, ამიდალამ (რომელიც გადაცმული იყო მსახურად), ბინკსმა და R2-D2-მა დაიწყეს ძრავის ძიება. მოგზაურებმა გაიცნეს ანაკინ სკაიუოკერი, რომლის სისხლის სინჯებში ობი-ვანმა აღმოაჩინა მიდიქლორიანების ნებისმიერ სხვა ჯედაისთან შედარებით ყველაზე მაღალი რიცხვი. ჯინმა პლანეტა უკვე სკაიუოკერთან ერთად დატოვა, მაგრამ მანამდე მათ თავს დაესხა დართ მოლი. მოგზაურებმა პლანეტა სასწრაფოდ დატოვეს.

You will be a Jedi

ობი-ვანი ჰპირდება ანაკინს, რომ მისი მასწავლებელი იქნება.

კორუსანტზე ჩასვლისთანავე ჯინმა და კენობიმ პირდაპირ მიაშურეს ჯედაების საბჭოს და აცნობეს იდუმალი თავდამსხმელის შესახებ, რომელიც ჯინის აზრით სითი ლორდი იყო. დაკითხვის შემდეგ ჯინმა აგრეთვე ისაუბრა სკაიუოკერზე, დარწმუნებული იყო რა, რომ ბიჭუნა იყო რჩეული. მიუხედავად ამისა, საბჭოში მიაჩნდათ, რომ ბიჭის ჯედაების ხელოვნებაში დაოსტატება არ შეიძლებოდა. თუმცა, ჯინი მაინც აცხადებდა, რომ მას პადავანად აიყვანდა. ვინაიდან კენობი უკვე იყო მისი პადავანი, ობი-ვანმა თავად გამოხატა სურვილი, ანაკინის მასწავლებელი ყოფილიყო და კვაი-გონი დათანხმდა. საკითხის განხილვა აღარ გაგრძელდა — მეის უინდუმ ორივე კვლავ ნაბუზე გააგზავნა, რათა დაეცვათ დედოფალი და დაედგინათ, თუ ვინ იყო იდუმალი თავდამსხმელი.

დაბრუნდა რა ნაბუზე, ბინკსმა იპოვა განგანები და ამიდალა (რომელიც ნამდვილი დედოფალი აღმოჩნდა) და სთხოვა ნასს დახმარება ფედერაციის დროიდებთან ბრძოლაში. ნასი დათანხმდა ამიდალას მიერ წარმოთქმული დიპლომატიური მიმართვის შემდგომ. სანამ ბრძოლა მიმდინარეობდა, ამიდალას ლაშქარი შეიჭრა თიდში და განრეი დააპატიმრა. თუმცა, მოლს კვლავ შეხვდნენ და ორივე ჯედაი მას დაუპირისპირდა, რათა ამიდალას მოესწრო სამეფო დარბაზში შეღწევა. მოლთან დუელისას კენობი მასწავლებლისგან შორს აღმოჩნდა და თავად იხილა, როგორ მოკლა მოლმა ჯინი. როგორც კი მიაღწია სითამდე, კენობიმ განაგრძო ბრძოლა და მტერი მოკლა, გაკვეთა რა ორ ნაწილად გაკვეთა. შემდეგ ჯედაიმ მომაკვდავ ჯინს შეჰფიცა, რომ სკაიუოკერს აათვისებინებდა ჯედაების ხელოვნებას[14].

ანაკინის მასწავლებელი[]

ადრეული წლები[]

ნაბუს ბრძოლის მოვლენების შემდგომ კენობი საბჭოს გადაწყვეტილებით გახდა რაინდი ჯედაი, ხოლო იოდამ მოიწონა ის, რომ კენობის უნდა მოემზადებინა ანაკინი. ობი-ვანი დაესწრო ჯინის დასაფლავებას, სადაც ბიჭუნად დაუდასტურა საკუთარი მიზნები. მოგვიანებით იგი, ანაკინთან ერთად, თიდზე ესწრებოდა გამარჯვების აღსანიშნავ ცერემონიას.[14]

გავიდა დრო და კენობი და სკაიუოკერი გაემგზავრნენ პლანეტა ილუმზე, სადაც პადავანს, წესის თანახმად, უნდა აეწყო საკუთარი მახვილი[24]. მახვილის წარმატებული აწყობის შემდეგ კენობიმ ბიჭუნას უთხრა, რომ ეს იარაღი მისი სიცოცხლე იყო[25][26]

ერთ-ერთი მოგზაურობისას კენობი ჩავარდა განდარკების ბუდეში და იგი ანაკინს უნდა გადაერჩინა.[27]

ნაბუს ბრძოლიდან სამი წლის შემდეგ სკაიუოკერი ცდილობდა სხვა პადავანებზე შთაბეჭდილების მოხდენას. ჯედაების ტაძარში მომზადებისას მან დაამარცხა საწვრთნელი დროიდი, რომელიც ისე იყო დაპროგრამებული, რომ იქცეოდა და გამოიყურებოდა სითივით. მის წვრთნას თვალს ადევნებდნენ მეის უინდუ, კენობი და უზენაესი კანცლერი პალპატინი.[28] მოგვიანებით ანაკინი ეუფლებოდა არსებათა მორჯულების ხელოვნებას, როდესაც იგი კანცლერმა იხმო. მას პალპატინთან ობი-ვანი გაჰყვა. კანცლერმა ობი-ვანს სთხოვა ბიჭუნას დროებით დატოვება და ანაკინთან ერთად კაბინეტი დატოვა[29].

ჯედაების ტაძარში დაბრუნებულმა ანაკინმა მასწავლებელს ამცნო, რომ ორდენის დატოვებას აპირებდა, ვინაიდან არ მოსწონდა, რომ მთელი მისი სიცოცხლე უკვე განსაზღვრული იყო, თუმცა თავად მხოლოდ ცხრა წლის იყო. მან ობი-ვანს გადასცა სინათლის მახვილი. მართალია, კენობიმ იგი გამოართვა, შეგირდს შესთავაზა, კვლავ ეფიქრა ამ გადაწყვეტილების შესახებ.[30]

მისია კარნელიონ IV-ზე[]

CarnelionIV-ObiWanAnakin1

ობი-ვანი კარნელიონ IV-ზე ჩავიდა ანაკინ სკაიუოკერთან ერთად.

სანამ ანაკინი პასუხს გასცემდა, იოდას თხოვნით, შეგირდი და მასწავლებელი, კარნელიონ IV-იდან მოსულ იდუმალი სიგნალის საპასუხოდ აღნიშნულ პლანეტაზე გაემგზავრნენ. გზად მათი ხომალდი დაზიანდა პლანეტის ატმოსფეროში შეღწევისას და ორივე ავარიულად დაეშვა კელადონის ზღვაში. მოგვიანებით, იხილა რა ირგვლივ სიცოცხლის ნიშნები, კენობიმ სკაიუოკერს დაუბრუნა სინათლის მახვილი. უცნობი ხომალდის ავარიისას ჯედაებმა მისი ეკიპაჟი გადაარჩინეს, შეაყოვნეს რა დამხობა.[28]

გადარჩენილებმა, კოლარამ და დედამისმა, პრანმა, არ იცოდნენ გაგზავნილი სიგნალისა თუ ჯედაების შესახებ[28]. კენობიმ გონების ხრიკით პრანი აიძულა, იარაღი დაეშვა. თუმცა, მათ თავს სხვა ხომალდი დაესხა. ობი-ვანმა იგი სინათლის მახვილით გაანადგურა და შეაჩერა პილოტი, გრეკერი, რომელსაც სხვებისთვის უნდა ესროლა. მას შემდეგ, რაც ანაკინმა ბლასტერები გაანადგურა, კენობიმ გადააგდო პრანისა და კოლარას კუთვნილი დანები.

ობი-ვანმა დაარწმუნა გრეკერი, კოლარა და პრანი, რომ აუცილებელი იყო მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. მოგზაურობისას ისინი შეხვდნენ გვამის ჭიებს. კენობიმ და სკაიუოკერმა იშიშვლეს მახვილები და ძალის მეშვეობით სცადეს კავშირის დამყარება, თუმცა — უშედეგოდ.[29]

CorpseLeeches-ObiWanAnakin2

ომი კარნელიონ IV-ზე.

კენობის არ სურდა კოლარასთვის ან მისი დედისთვის სიგნალის წყაროს კოორდინატების გადაცემა. გრეკერს მან საიდუმლოდ უამბო, რომ სკაიუოკერი იყო არა მისი ძე, არამედ შეგირდი. გვამის-წურბელებისგან ხომალდის დაცვისას პრანმა და კოლარამ გაიტაცეს ანაკინი და ხომალდი დატოვეს, შემდეგ კი გაანადგურეს.[31]

აფეთქებამდე კენობიმ და გრეკერმა მოასწრეს ხომალდის დატოვება. ძალის გამოყენებით კენობი დაუკავშირდა სხვა არსებებს. იგი ცდილობდა, გრეკერისგან დაედგინა, თუ სად შეიძლებოდა, წაეყვანათ პადავანი, მაგრამ გრეკერმა არაფერი იცოდა. ამიტომ, ობი-ვანი მას უბრალოდ გაჰყვა. მას შემდეგ, რაც ერთად მიაგნეს სიგნალის წყაროს, მათ დაესხა უცნობი არსება. გრეკერმა მას ცეცხლი გაუხსნა. კენობი და გრეკერი იბრძოდნენ, სანამ მათ მიაგნებდა შენიღბული ადამიანი. კენობიმ მოასწრო შეღწევა, სანამ გრეკერი კარს დახურავდა. უცნობმა, რომელიც სერა აღმოჩნდა, უამბო კენობის, რომ სწორედ მან გააგზავნა სიგნალი. მან ჯედაის აგრეთვე უჩვენა რელიქვიების კოლექცია და აუხსნა, რომ გახსნილნიც და დახურულნიც მასზე ნადირობდნენ.[30]

კენობიმ მოისმინა, თუ როგორ გააგზავნა სერამ სიგნალი და როგორ შეიტყო ჯედაებისა და სითების არსებობის შესახებ. სერასთან ერთად ობი-ვანმა იხილა, თუ როგორ ანადგურებდნენ გრეკერის ძალები ტაძარს, რომელშიც იმყოფებოდნენ. სერა სთხოვდა კენობის, მოეკლა იგი, მაგრამ ეს ჯედაების კოდექსს დაარღვევდა, ამიტომ ობი-ვანმა უარი უთხრა. შემდეგ იგი გაესაუბრა გრეკერს და დაარწმუნა, შეეჩერებინა იერიში. თუმცა, ამ დროს ტაძარს შეუტია დედა პრანმა. კენობი მოულოდნელად გადაარჩინა ანაკინმა, რომელიც ობი-ვანმა მოგვიანებით შეიყვანა სერას საკომუნიკაციო ოთახში. იქიდან ანაკინმა შეძლო პლანეტიდან სიგნალის გაგზავნა. დასახმარებლად მოსულმა რესპუბლიკისა და ჯედაების გაერთიანებულმა ძალებმა დაასრულეს მხარეთა დაპირისპირება.[32]

ქურდის დაჭერა[]

"ყველა არა, დექს. მეგობრები რისთვის არსებობენ?"
― ობი-ვან კენობი დექსტერ ჯეტსტერს[33]
Obi-Wan tricks Tri Tellon

ობი ვანმა მოატყუა ტრი ტელონი

დექსის სასადილოში პა'ლოვიკმა ქურდმა ტრაი ტელონმა კენობისგან ნივთი მოიპარა. იგი კოკოტაუნის გავლით საკუთარი ბუნაგისკენ გაიქცა, რომელშიც მაგრიდასთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, იქ მას დახვდა კენობი, რომელმაც განუმარტა, რომ ეს ნივთი იყო უბრალოდ ქაღალდში გახვეული სათვალთვალო მოწყობილობა. ამ დროს ბუნაგში შემოვიდა დექსტერიც, რომლის თხოვნით კენობიმ მოატყუა ტელონი, ვინაიდან უკანასკნელი კლიენტების ნივთებს მანამდეც იპარავდა. დექსტერმა ჯედაის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ მასთან ვალში იყო.[33]

სეპარატისტული კრიზისი[]

სენატორ ამიდალას დაცვა[]

"ხომ იცი, არ მიყვარს, როდესაც ამას აკეთებ!"
"მაპატიეთ, მასწავლებელო. დამავიწყდა, რომ ფრენა არ გიყვართ."
"ფრენას არა უშავს, შენი ქმედება კი თვითმკვლელობაა!
"
― ობი-ვან კენობი და ანაკინ სკაიუოკერი[27]
Anakin Padme Reunite

კენობი და მისი პადავანი ხვდებიან პადმე ამიდალას.

კორუსანტზე სენატორ ამიდალას მკვლელობის მცდელობის და ანსიონზე სასაზღვრო უთანხმოების შემდეგ ჯედაების საბჭომ უზენაეს კანცლერ შივ პალპატინის თხოვნით კენობი და სკაიუოკერი სენატორთან გააგზავნა, რათა მათ იი დაეცვათ. კენობი გრძნობდა შეგირდის აღელვებას და გააფრთხილა მოვალეობათა შესრულებისას გადაჭარბების შესახებ. მაგრამ ამიდალამ მოგვიანებით მათ შესთავაზა მატყუარის როლი, რომელსაც თავად ითამაშებდა, რათა დაედგინათ, თუ ვინ ცდილობდა მის მოკვლას.[27]

იმავე ღამით ზემ უესელმა შხამიანი კუჰანის მეშვეობით სცადა სენატორის მოკვლა, მაგრამ მისი გეგმები ჩაიშალა. კენობი გაჰყვა მის მზვერავ დროიდს და ზამს მიაგნო. სკაიოკერის დახმარებით იგი მონადირეს მისდევდა კორუსანტის ქუჩებშ, არსების სპიდერის ავარიამდე. მომაკვდავი უესელი აღმოჩნდა კლოუდიტი. კენობიმ სცადა მისგან დამკვეთის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ მაქცია მოკლული მოკლა ჯენგო ფეტის ტოქსიკურმა ხელშუბმა.[27]

Investigate SWDL

კენობი იძიებს, თუ საიდან არის ნაპოვნი ხელშუბი

კენობი და სკაიუოკერი სხვადასხვა დავალებით გაემგზავრნენ. ობი-ვანი განაგრძობდა ამიდალაზე მონადირეთა ძიებას, ხოლო სკაიუოკერი გაჰყვა სენატორს ნაბუზე და იცავდა მას. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო, რომ ანაკინი არ იყო მზად ასეთი დავალების მისაღებად, ჯედაების საბჭომ საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო. კენობიმ ტოქსიკური ხელშუბი უჩვენა ძველ მეგობარ დექსტერ ჯეტსტერსმ, რომელმაც მიანიშნა, რომ ეს უნდა ყოფილი კამინოური მახვილხელშუბი. კამინოზე მოპოვებული ინფორმაციით კენობიმ გადახედა არქივებს, მაგრამ იქ აღნიშნული სისტემის შესახებ ვერაფერი იპოვა. ჯოკასტა ნიუმ მას განუმარტა, რომ სისტემა არ არსებობდა, თუკი ის რუკებზეც არ იყო. მაგრამ ობი-ვანმა მიმართა კიდევ ერთ ხერხს — მიაკითხა იოდას და მის ნორჩ მოწაფეებს. ბავშვების დახმარებით ორივე ჯედაიმ საერთო დასკვნა გამოიტანა — ვიღაცამ არქივებიდან წაშალა ინფორმაცია კამინოს შესახებ და აუცილებელი იყო დაკარგული პლანეტის ადგილმდებარეობის დადგენა.[27]

კლონების არმიის აღმოჩენა[]

Fight on Kamino

კენობის შეტაკება ჯენგო ფეტთან კამინოზე.

კამინოზე კენობის შეეგება კამინოანი ტონ ვე, რომელმაც ჯედაის უამბო, რომ მას ელოდნენ. მან ობი-ვანს გააცნო პრემიერმინისტრი ლამა სუ, რომლის თქმით, საიფო-დიასი იამაყებდა კლონების იმ არმიით, რომელიც მისი თხოვნით რესპუბლიკისთვის შეიქმნა. კენობის უჩვენეს კლონების წარმოების და აღზრდის მაგალითები და სწორედ ადგილობრივებისგან მან შეიტყო, რომ მათთვის ნიმუშად გამოიყენეს ჯენგო ფეტი. შეხვედრისას ჯედაი ჯენგოს დაუსვა რამდენიმე კითხვა უკანასკნელ პერიოდში კორუსანტზე მისი მოხვედრის შესახებ.[27]

ამ შეხვედრის შემდეგ ჯენგომ და მისმა კლონმა ძემ, ბობა ფეტმა, სცადეს გაქცევა ხომალდ მონა I-ით. ჯედაი შეერკინა ჯენგოს და ასაფრენ პლატფორმაზე ბრძოლა გაიმართა, რომლის მიწურულს ობი-ვანი გადავარდა და ჯენგო დარწმუნებული იყო, რომ კენობი ზღვაში ჩაიძირა. თუმცა, იგი სინამდვილეში ჩაეჭიდა ხიდს და პლატფორმაზე დაბრუნდა. მან მაინც მოასწრო ხომალდზე შუქურის დამაგრება, რათა მისი ადგილმდებარეობისთვის თვალი ედევნებინა.[27]

ობი-ვანის დაჭერა ჯეონოსისზე[]

"უნდა შემომიერთდე, ობი-ვან. ერთად დავამხობთ სითებს!"
"არასოდეს შემოგიერთდები, დუკუ.
"შენი გათავისუფლების უზრუნველყოფა რთული იქნება.
"
― გრაფი დუკუ და ობი-ვან კენობი[27]
Obi-Wan Kenobi Delta-7 Aethersprite XW2

კენობი ასტეროიდულ ველში გაურბის ფეტის მონა I-ს

ჯენგოს და მის მონა I-ს კენობიმ ჯეონოსისამდე სდია. ფეტმა სცადა მასზე სეისმური ყუმბარების გამოყენება. დააჯერა რა, რომ მათ შეეწირა, კენობი პლანეტაზე დაეშვა და ახლომახლოს აღმოაჩინა სავაჭრო ფედერაციის რამდენიმე ხომალდი. მეტიც, მან შეაღწია და მოისმინა, თუ როგორ მიმართავდა გრაფი დუკუ სეპარატისტულ საბჭოს და როგორ ახსენა ნუტ განრეის ბრძანებით ამიდალაზე თავდასხმა. იცოდა რა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს ინფორმაცია, კენობიმ ტატუინზე სკაიუოკერს გზავნილი გაუგზავნა, ვინაიდან კორუსანტამდე სიგნალი არ აღწევდა. თუმცა, ამ გზავნილის დასრულებამდე, ჯედაი სეპარატისტებმა დაიჭირეს და საპყრობილეში შეაგდეს. იქ მას დუკუ ეწვია და უამბო, რომ რესპუბლიკაში გავლენიანი პირი იყო სითი ლორდი, დართ სიდიუსი. მან სცადა კენობის დათანხმება და შესთავაზა სიდიუსის წინააღმდეგ ერთად ბრძოლა, მაგრამ ჯედაიმ ამაზე უარი განაცხადა.[27]

კლონების ომები[]

"მაშ, ამ შეტევას გენერალი კენობი ხელმძღვანელობს. თავისი გაიძვერობით ცნობილია."
― სეპარატისტების მეთაური TX-20, ობი-ვანის შესახებ[34]

ჯეონოსისის პირველი ბრძოლა[]

"არა, მე ჯეონოსისზე პირველ შეტევაში არ ვმონაწილეობდი."
"ბევრი არ გაგიცდენია. ბოლოს ბოძზე მიმაჯაჭვეს და თავს რამდენიმე უშველებელი მონსტრი დამესხა."
"საინტერესოა."
"ჯეონოსელები იყვნენ."
― კოდი და ობი-ვან კენობი[35]
PetranakiArenaBattle-CGSWG

კენობი სხვებთან ერთად იბრძვის პეტრანაკის არენაზე.

პეტრანაკის არენაზე სასიკვდილოდ განწირულ კენობის გარდა იმყოფებოდნენ სკაიუოკერი და ამიდალა. მიუხედავად იმისა, რომ ერთად დაამარცხეს სამი მონსტრი — რიკი, აკლაი და ნექსუ — ისინი გადაარჩინეს ჯედაებმა მეის უინდუს მეთაურობით. უკანასკნელები დაუპირისპირდნენ დროიდების დიდ არმიას, მაგრამ არენის ცენტრში ალყაში მოექცნენ. დახმარება გამოჩნდა ოსტატ იოდასა და კლონების არმიის სახით. მათ გადაარჩინეს ჯედაები და ამიდალა. კენობი უკანასკნელებთან ერთად მგზავრობდა.

Sai

კენობისა და დუკუს დუელი ჯეონოსისზე.

მათ საკუთარი სპიდერით დუკუ დაედევნა. მართალია, ამიდალა ხომალდიდან უდაბნოს ქვიშებში დაეცა, ანაკინმა ობი-ვანის მითითებით ემოციების გამოვლენისგან თავი შეიკავა და, მასწავლებელთან ერთად, დუკუს დაედევნა. სითების მხარეს გადასულმა ყოფილმა ჯედაიმ დაჭრა კენობი, ხოლო სკაიუოკერს მარჯვენა ხელის მტევანი მოჰკვეთა. მასთან ბრძოლას იოდა შეეცადა, მაგრამ გრაფმა ძალის მეშვეობით ჩამოამხო ჭერი. ამრიგად, იოდამ ყურადღება გადაიტანა ჭერის შეკავებაზე, ხოლო დუკუ გაიქცა.[27]

ჯედაების კორუსანტზე დაბრუნების შემდეგ კენობი იოდას და უინდუს ჯედაების საბჭოს კაბინეტში შეხვდა, რათა ესაუბრა დატრიალებულ მოვლენებზე. მიუხედავად იმისა, რომ მან აღნიშნა კლონების დიდი წვლილი, იოდას აზრით, ეს არა გამარჯვება, არამედ კლონების ომების დასაწყისი იყო.[27]

შემდგომი მოვლენები ქრისტოფსისამდე[]

კლონების ომების პერიოდში ობი-ვანი გახდა გენერალი ჯედაი, რესპუბლიკის დიადი არმიის წინამძღოლი. მისი მეთაურობით რესპუბლიკის ძალებმა არაერთი გამარჯვება იზეიმეს. პიროვნული თვისებების გამო ჯედაის შუამავალი შეარქვეს.[19] მის შეგირდ სკაიუოკერს ომის დროს რაინდ ჯედაის წოდება მიენიჭა,[36] ხოლო 212-ე მოიერიშე ბატალიონი კენობის დაქვემდებარებაში გადავიდა.[13][34][35][37][38] კლონების ომების დასაწყისში ობი-ვანი შეეჯახა დროიდების სეპარატისტული არმიების უმაღლეს სარდალს, გენერალ გრივუსს. უკანასკნელს ჯედაისადმი ზიზღი და მოკვლის სურვილი დასჩემდა და ისინი პირისპირ კიდევ ბევრი ბრძოლისას შეხვდნენ.[39]

დაკარგა რა წინა მახვილი, ამ პერიოდში ობი-ვანმა ახალი ააწყოt[40], რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა.[4][13]

ომის ადრეულ წლებში ჯედაების ტაძრის უსაფრთხოების ცენტრალურ სადგურზე კენობიმ ნორჩებს ჩაუტარა გაკვეთილი ჯედაების ხმობის სიგნალის შესახებ. კელებ დიუმმა მას უნებლიედ მიაწოდა იდეა ისეთ სიგნალზე, რომელიც ჯედაებს პირიქით, ტაძარს აარიდებდა[41]. ეს მეთოდი კენობიმ წარმატებით გამოიყენა რესპუბლიკის დაცემის დროს.[13]

ქრისტოფსისი და ტეთი[]

ObiWanBattleofChristophsis-TCWf

კენობი ებრძვის დროიდებს ქრისტოფსისზე

კენობი და სკაიუოკერი ასრულებდნენ მისიას, რათა ქრისტოფსისზე სეპარატისტული ბლოკადის შედეგად გამომწყვდეულ სენატორ ბეილ პრესტორ ორგანასთვის და რესპუბლიკის ძალებისთვის მიეწოდებინათ სურსათი. კენობიმ, რომელიც პლანეტაზე შეგირდზე უფრო გვიან მოხვდა, ჩაიყვანა რესპუბლიკის დაქვემდებარებაში არსებული ხომალდი და ანაკინს მისცა მითითება, ხომალდით ბლოკადისთვის თავი დაეღწია და სურსათი პლანეტაზე ფარულად ჩაეტანა. თუმცა, ანაკინმა ხომალდი გამოიყენა ადმირალ ტრენჩზე თავდასხმისთვის და ბლოკადა წარმატებული შეტევით გაარღვია. კენობის სხვა არაფერი დარჩენო, გარდა სკაიუოკერის საქციელის მოწონებისა.[42]

City Plaza

კენობი და სკაიუოკერი ხვდებიან მომარაგების ხომალდს

კოსმოსური შეტაკების შემდეგ ორივე გენერალი ჯედაი, კლონ ჯარისკაცებთან ერთად, პლანეტაზე ჩავიდა. დაიწყო ქრისტოფსისის გათავისუფლების ოპერაცია. კენობის უპირატესობის შესუსტების შემდეგ ეს მისია შეწყდა და მათ უკან დაიხიეს, თუმცა მანამდე კაპიტანმა რექსმა მოიპოვა სერია T-ის სამხედრო სტრატეგიული ანალიზის და ტაქტიკის დროიდის დაზიანებული თავი. მან და კოდიმ ერთად დაიწყეს კლონების შორის მოღალატის ძიება, ხოლო სეპარატისტების შტაბ-ბინაში კენობი და სკაიუოკერი დაუპირისპირდნენ ასაჟ ვენტრესს და მანამდე სდიეს, სანამ ქრისტოფსისის ასაღებად მომზადებულ სეპარატისტულ არმიას აღმოაჩენდნენ. საკომანდო ცენტრზე დაბრუნებულმა ჯედაებმა აღმოაჩინეს, რომ რექსმა და კოდიმ დაადგინეს მათ რიგებში მოღალატის ვინაობა — ეს იყო სლიკი. მათ აგრეთვე იხილეს უამრავი განადგურებული ქვემეხი და AT-TE.[43]

Loathsom surrender

კენობიმ დაიჭირა უორმ ლოთსომი, უკანასკნელის ფარის განადგურების შემდეგ

გარკვეული დროის შემდეგ კენობიმ და სკაიუოკერმა სურსათისთვის ხომალდი გააგზავნეს, მაგრამ ობი-ვანმა ამ გადაწყვეტილების მიღება ინანა, ვინაიდან მათ სეპარატისტთა მეორე ტალღამ დაარტყა. გაცხარებული ბრძოლისას რესპუბლიკის ძალებმა შეძლეს მხტრის დროებით მოგერიება, მაგრამ აშკარა იყო, რომ საჭიროებდნენ დამატებით ძალებს. სწორედ მაშინ კენობის შეხვდა ასოკა ტანო, რომელმაც გადასცა შეტყობინება და მითითება, დაბრუნებულიყვნენ კოსურანტზე ახალი მისიის შესასრულებლად. თუმცა, სეპარატისტული საშიშროების გამო იქაურობის დატოვება შეუძლებელი იყო. დამატებითი ძალების მოლოდინში და მორიგი შეტევის ქვეშ მყოფმა რესპუბლიკის ძალებმა შეიმუშავეს ახალი გეგმა. კენობიმ ნება დართო ანაკინსა და მის პადავანს, დაევლოთ ბრძოლის ველი და გაენადგურებინათ მტრის ამრეკლი ფარების გენერატორი. თავად ობი-ვანი ამასობაში იგებდა დროს გენერალ ლოთსომთან ყალბი მოლაპარაკებების გამართვით.[44]

Obi-Wan Jabba negotiations

კენობის მოლაპარაკება ჰატ ჯაბასთან.

სკაიუოკერისა და ტანოს მიერ გენერატორის დროული განადგურების შემდეგ, კენობიმ დაიჭირა ლოთსომი და შეხვდა დამატებით ძალებთან ერთად მოსულ იოდას. უკანასკნელმა იგი ჯაბასთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა, რათა მიეღწიათ გარე რგოლის ტერიტორიებში სავაჭრო მარშრუტების გამოყენების მეშვეობით სურსათის გადასაზიდად. მაგრამ ამ დროს გრაფ დუკუს ბრძანებით გატაცებული იყო ჯაბას შვილი, როტა. კენობიმ დაარწმუნა ჰატი, რომ ჯედაები მის შვილს იპოვნიდნენ. ამის შემდეგ იგი გაემგზავრა ტეთზე სკაიუოკერის დასახმარებლად და ბრძოლაში ჩაება, სადაც კვლავ შეეჯახა ვენტრესს. მოგვიანებით იგი შეხვდა ასოკასა და ანაკინს — მას შემდეგ, რაც უკანასკნელებმა როტა ჯაბას უვნებელი დაუბრუნეს.[44]

KenobiVsVentress1

კენობის დუელი ვენტრესთან

ჯედაების საბჭოს კრება[]

ოსტატ ჯედაი პლო კუნის ფლოტის საიდუმლო სეპარატისტული ხომალდ ავის მომასწავებლის მიერ განადგურებამდე კენობი ჯედაებს საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა ბეილ ორგანას და სთხოვა ტოიდარიაზე მეფე კატუუნკოსთან შეხვედრა, რათა ესაუბრათ პლანეტის როგორც ტექნიკის ბაზის გამოყენებაზე.[45]

ავის მომასწავებელი[]

MalevolencePursuit

კენობი ავის მომასწავებლის ძიებისას

როდესაც აბრეგადოს ბრძოლაში ოსტატ პლო კუნის ფლოტი განადგურდა სეპარატისტების საიდუმლო სუპერიარაღით, ავის მომასწავებლით, ხოლო სკაიუოკერისგან ცნობილი გახდა პლო კუნის შეწყვეტილი გზავნილის შესახებ, კენობი კანცლერ პალპატინს, უინდუსა და იოდას შეხვდა. გადაწყდა, რომ სკაიუოკერი საკუთარი ძალებით კენობის ფლოტს დაეხმარებოდა. ანაკინის მოლოდინში კენობი დაუკავშირდა ჯედაებს და სთხოვა, შეხვედროდნენ. მას შეხვდა ფლოტი, მაგრამ არა გენერალი, ვინაიდან სკაიუოკერიც და ტანოც ამ დროს ცდილობდნენ პლო კუნისა და მისი თანმხლებთა გადარჩენას. კენობიმ ამცნო საბჭოს ამ დაუმორჩილებლობის შესახებ, მაგრამ აგრეთვე შეატყობინა, რომ შეხვდა სკაიუოკერის ფლოტს. მათ შეძლეს ავის მომასწავებლის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება.[46]

Kenobi vs Grievous Malevolence

კენობის შეტაკება გრივუსთან ავის მომასწავებელზე.

შეიტყვეს რა, რომ ავის მომასწავებლის შემდეგი სამიზნე იქნებოდა გარე რგოლში მდებარე კლონების სამედიცინო სადგური, კენობიმ და სკაიუოკერმა ჩამოაყალიბეს სახიფათო გეგმა, დაეპყროთ და გაენადგურებინათ ავის მომასწავებლის ჩრდილების ესკადრილიის მეშვეობით. ვულფ იულარენთან ერთად, სამედიცინო ფრეგატების დახმარებით, კენობიმ განახორციელა სამედიცინო ცენტრის ევაკუაცია. მართალია, სკაიუოკერის ძალებმა წარმატებით გაანადგურეს ავის მომასწავებლის ქვემეხები, ხომალდი იმდენად დიდი იყო, რომ კენობის ფლოტისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო.[47]

ბრძოლისას, სისტემაში დიპლომატიური მისიის შესახებ არასწორი ცნობის გამო, ბრძოლისას მოულოდნელად სენატორი ამიდალა გამოჩნდა, რომლის ხომალდი ავის მომასწავებელმა მიიზიდა სხივით. ამიტომ, გადაწყდა, რომ პადმეს სასწრაფოდ გადაარჩენდნენ. წარმატებული მისიისას კენობი, ხომალდის ჰიპერძრავის შესუსტების მცდელობისას, დაუპირისპირდა გრივუსს. სკაიუოკერის და ამიდალას დახმარებით, ყველა გაიქცა და ავის მომასწავებელიც განადგურდა.[48]

რიშის მთვარე[]

EchoFivesHonored-Rookies

კენობი და სამხედროები, რომლებიც იცავდნენ რიშის სადგურს.

რამდენიმე კვირის თავზე, გრივუსისა და მისი ფლოტის ძიებისას, კენობი და სკაიუოკერი გაემგზავრნენ მეთაურ კოდისა და კაპიტან რექსის დასახმარებლად, მას შემდეგ, რაც რიშის მთვარეზე მოხდა კლონების შეჯახება სეპარატისტულ ძალებთან. ჯედაების ფლოტი მალევე გამოჩნდა და გრივუსი სისტემიდან გააძევა, ჩაშალა რა გენერლის კამინოზე მოულოდნელი თავდასხმის გეგმა.[49]

გრივუსის თანდასხმები[]

ReportFromFalleen-DOAD

კენობიმ სკაიუოკერს უბრძანა, დაეტოვებინა ბოთავუი.

სეპარატისტი გენერალი გრივუსი თავს ესხმოდა რესპუბლიკის ფლოტებს და მას შემდეგ, რაც რესპუბლიკა ფოლინზე დამარცხდა, კენობიმ სკაიუოკერს ურჩია, ბოთავუი დაეტოვებინა. მაგრამ ანაკინმა, R2-D2-ის დაკარგვის ფასად გაანადგურა კიბორგის ფლოტილია.[50] გაღიზიანებული კენობი არცთუ დიდი ენთუზიაზმით დათანხმდა ზეციურ სადგურზე ასტრომექანიკოსის გადასარჩენად გამგზავრების გეგმას, თუმცა, ამასთან, სკაიუოკერს უსაყვედურა, უკანასკნელის დაუდევრობის გამო.[51]

დაჭერილი დუკუ[]

Kenobi space walk

ობი-ვან კენობი სკაფანდრით

შემდგომში კენობიმ და სკაიუოკერმა განახორციელეს მისია და სცადეს კონფედერაციის ხელმძღვანელის, თავად გრაფ დუკუს შეპყრობა. როდესაც მათი მცდელობა, იგი საკუთარ ხომალდზე დაეჭირათ, წარუმატებელი აღმოჩნდა, ტანოს ძალების მეშვეობით დუკუ ავარიულად დაეშვა ვანკორზე. სანამ ობი-ვანი და ანაკინი მას ახლოს მდებარე გამოქვაბულში ეძებდნენ, დუკუმ გამოიყენა ძალა და გამოიწვია ზვავი. ჯედაები გამოქვაბულში გამოკეტილები აღმოჩნდნენ, ხოლო გრაფი გაიქცა.[52]

ObiWanKenobi-ArdentAvenger-SWDConv

კენობი გამოქვაბულში ვანკორზე

დუკუ დაიჭირეს მეკობრეებმა, რომლებიც აპირებდნენ მის რესპუბლიკისთვის დიდი გამოსასყიდის სანაცვლოდ გადაცემას. ამ მისიით მათთან კენობი და სკაიუოკერი გააგზავნეს. როდესაც მათ რესპუბლიკის ძალებს დაუდასტურეს, რომ დუკუ ნამდვილად დაპატიმრებული იყო, კანცლერმა პალპატინმა წარმომადგენელი ბინკსი და სენატორი ქარუსი გააგზავნეს დიპლომატიური მისიით, გამოსასყიდით[52]. კაპიტანმა ჰონდო ონაკამ, მეკობრეთა მეთაურმა, მოულოდნელად დააპატიმრა სკაიუოკერიც და კენობიც, იმედი ჰქონდა რა, რომ უფრო დიდ გამოსასყიდს მოიპოვებდა. ჯედაები გადაარჩინა ბინკსმა, თუმცა მისიას შეეწირა ქარუსი, ხოლო დუკუ გაიქცა.[53]

ორტო-პლუტონია[]

Chieftains hut

კენობი და სკაიუოკერი ტალზებთან.

კენობი და სკაიუოკერი, ისევე, როგორც თავმჯდომარე ჩი ჩო და სენატორი რაიო ჩუჩი ერთხელ გაემგზავრნენ ორტო-პლუტონიაზე, რათა დაედგინათ, თუ რატომ დაიკარგა კონტაქტი იქაურ ბაზასთან. ადგილზე მათ აღმოაჩინეს, ხოლო ყველა კლონი და სეპარატისტთა სამხედრო წარმომადგენელიც მოკლული აღმოჩნდა. პლანეტაზე მივლენილები გაჰყვნენ კვალს და მიაგნეს ტალზებს. აღმოჩნდა, რომ დროიდები მათ თავს დაესხნენ, ხოლო კლონები უბრალოდ კონფლიქტს შეეწირნენ. ჯედაებმა, რომლებმაც უკვე იცოდნენ, რომ ტალზებს მარტო და მშვიდობიანი ცხოვრება სურდათ, მოაწყვეს უკანასკნელთა დიპლომატიური შეხვედრა პანტორანებთან.[54]

ObiWanHugged-Trespass

თაი-სენი პატივისცემის ნიშნად ეხვევა ობი-ვანს.

თუმცა, ჩი ჩოს ქედმაღლობის გამო, მასსა და თაი-სენს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. თავმჯდომარე აცხადებდა, რომ ეს პანტორას შიდა საქმეებს ეხებოდა. ჯედაებმა თხოვნით მიმართეს ჩუჩის, რათა პოლიტიკური უთანხმოება დიპლომატიურად გადაეწყვიტათ და ჩუჩი დაუკავშირდა პანტორანთა ასამბლეის წარმომადგენელს. უკანასკნელმა მას ნებართვა მისცა, ეზრუნა მშვიდობის დამყარებაზე და თავმჯდომარეს უფლებები შეუზღუდა. თუმცა, ყოველივე დაგვიანებული აღმოჩნდა — ჩი ჩოს თავს დაესხნენ, სანამ ჯედაები და ჩუჩი ტალზების შეტევას შეაჩერებდნენ. კონფლიქტის მოგვარების მიზნით ჩუჩი თაი-სენებს შეხვდა და, გარკვეული შეთანხმების შედეგად, მიაღწია მათთვის პლანეტაზე მშვიდი ცხოვრების პირობებს. როდესაც სენატორი და ჯედაები პლანეტას ტოვებდნენ, კენობიმ სენატორს მიულოცა ეს მონაპოვარი და სთხოვა, მშვიდობა მუდმივად შეენარჩუნებინა, რათა ამით მაგალითი სხვებისთვისაც ეჩვენებინა.[54]

ვირუსი ლურჯი აჩრდილი[]

"დიდი ნახტომი წინ ხოლმე მოითხოვს ორი ნაბიჯით უკან სვლას."
― ობი-ვან კენობი[55]
Obi-Wan virus bombs

კენობი ნუვო ვინდის ლაბორატორიაში.

მოგვიანებით ჯედაების საბჭომ კენობი, სკაიუოკერი და ტანო მიავლინა ნაბუზე, ვინაიდან იქ სეპარატისტებმა შექმნეს ბიოლოგიური ლაბორატორია. სენატორი და ამიდალა და წარმომადგენელი ბინკსი თავად ეძებდნენ ამ ლაბორატორიას, მაგრამ მათთან კავშირი გაწყდა, ამიტომ სკაიუოკერმა ტანო განგან პეპი ბაუსთან ერთად გაუშვა. ამასობაში ანაკინმა და ობი-ვანმა გრეგარ ტაიფოსგან შეიტყვეს, რომ სეპარატისტი მეცნიერი ნუვო ვინდი ლაბორატორიას იყენებდა ვირუს ლურჯი აჩრდილის გავრცელების მიზნით და გეგმავდა მის რესპუბლიკის მთავარ ვარსკვლავურ სისტემებში გაშვებას. ტანოსთან დაკავშირების შემდეგ კენობიმ და სკაიუოკერმა შეუტიეს ლაბორატორიას და შეუერთდნენ ტანოს, შემდეგ კი დაიწყეს ვინდის მიერ ვირუსული ყუმბარების ძიება. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერმა სცადა ვირუსის გაშვება, მათ შეძლეს მისი შეჩერება და ამიდალასა და ბინკსის გათავისუფლება.[56]

Angel2

კენობი ესაუბრება ანგელოზს.

ვინდის სასამართლო პროცესისთვის გადაყვანისას ტანომ, ამიდალამ და რამდენიმე კლონმა აღმოაჩინეს, რომ ვირუსის შემცველი ჭურჭელი გაუჩინარდა. მიუხედავად იმისა, რომ შეძლეს განგაშის სიგნალის გადაცემა, ეს მოქმედება დაგვიანებული აღმოჩნდა და ვინდის მომსახურე დროიდმა ყუმბარა აამოქმედა, რითაც ვირუსი მთელ ლაბორატორიაში გავრცელდა. ჯედაებმა იქაურობა დატოვეს და პლანეტა იეგოზე ეძებდნენ ვირუსის შხამსაწინააღმდეგო საშუალებას, რათა გადაერჩინათ ამიდალაც და ტანოც. იქ ყოფნისას, ჯეიბო ჰუდის დახმარებით, მათ გაათავისუფლეს ადგილობრივი მოსახლეობა სეპარატისტული უსაფრთხოების სისტემისგან, რომელიც მკვიდრებს არ აძლევდა პლანეტის დატოვების საშუალებას. შხამსაწინააღმდეგო საშუალების მოპოვების შემდეგ მათ გადაარჩინეს ტანო, ამიდალა და კლონების დიდი ნაწილი.[55]

რაილოთი[]

"უნდა გვახსოვდეს, რატომ შევიკრიბეთ აქ. აქ ტვი'ლეკების დასახმარებლად მოვედით და არა მათი სახლის დასანგრევად."
― კენობი მიმართავს ასეულ აჩრდილს[34]
Ghost Company3

კენობი ეშვება რაილოთზე ასეულ აჩრდილთან ერთად.

მას შემდეგ, რაც ტექნოკავშირის ხელმძღვანელმა უოტ ტემბორმა დაიპყრო რაილოთი და მისი მოსახლეობა, ჯედაების საბჭომ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვით კენობი და მეის უინდუ წარუძღვებოდნენ სახმელეთო ოპერაციას, რათა გაეთავისუფლებინათ პლანეტა, ხოლო სკაიუოკერი და ტანო მათი დავალებით გაანადგურებდნენ რაილოთის ირგვლივ არსებულ სეპარატისტულ ბლოკადას. როგორც კი ანაკინის და ასოკას ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, დამატებითი ძალებით მათ შეუერთდა კენობიც.[57]

Obi-Wan distracts gutkurrs

კენობი ატყუებს გატკარებს.

ვერ შეძლეს რა კრამბ-ბომბდამშენიდან აკლამატორის კლასის სადესანტო ხომალდების და სხვა მოიერიშე საშუალებათა გამოყენება, კენობი და ასეულ აჩრდილის შემადგენლობა დაეშვნენ რაილოთზე და უინდუმ გენერალ ჯედაის დაავალა სეპარატისტების ქვემეხების განადგურება, რათა მანქანას დაშვების საშუალება ჰქონოდა. თავდაპირველად კენობიმ და კლონებმა გაანადგურეს ადგილობრივი სოფლის მისადგომებთან ბუნკერში მყოფი დროიდები, მოგვიანებით კი შევიდნენ ქალაქში და დროებითი ბანაკი გაშალეს. კენობიმ კოდი, ვული, ვაქსერი და ბოილი დასაზვერად შეაგზავნა. კოდი და ვული დაბრუნდნენ და ამცნეს, რომ დროიდებმა ტვი'ლეკები მძევლებად აიყვანეს. უინდუსთან გასაუბრების შემდეგ ობი-ვანი და ჯარისკაცები შევიდნენ სოფელში, სადაც მიაგნეს დამშიებულ გატკარებს. მიუხედავად მათი მხრიდან თავდასხმისა, არსებები მახეში მოაქციეს და ჩამოაგდეს ხიდი, რათა ისინი ვერსად გადასულიყვნენ.[34]

ვაქსერმა და ბოილმა გვირაბიდან გამოიყვანეს ნორჩი ნუმა. კენობი მას ტვი'ლეკურად ესაუბრა და შეიტყო, რომ გოგონამ იცოდა, თუ სად იყვნენ პატიმრები. დაავალა რა კოდის დროიდებზე დივერსიის მოწყობა, თავად ობი-ვანმა, ვაქსერის და ბოილის დახმარებით, მწყობრიდან გამოიყვანა ქვეხები, თუმცა მათ ამ დროს დაარტყა TX-20-მა.[34]

TX-20 targets Obi-Wan and Numa

TX-20-ის ტანკი მიზანში იღებს კენობის და ნუმას.

საბედნიეროდ, მეომრებს ტვი'ლეკები შეუერთდნენ, რა დროსაც კენობი ცდილობდა, ბავშვი დაეცვა, რათა მას ძალადობა არ ეხილა. მომწონებლიდან მანქანის დაშვების შემდეგ უინდუმ კენობის გამარჯვება მიულოცა, თუმცა მათ უმალვე შემდეგი მისიის შესრულება წამოიწყეს. რესპუბლიკის ძალები ლესუსკენ გაემართნენ და ბოილმა კენობის ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა "ნერა", რაზეც გენერალმა ჯედაიმ მიუგო — "ძმა".[34] უინდუმ და მისმა ძალებმა ლესუმდე მიაღწიეს, ხოლო კენობიმ საკუთარი კონტინგენტი გადაიყვანა რაილოთის სამხრეთ ნახევარსფეროს გასათავისუფლებლად. მან წარმატებით აიღო ჯიქსუანის უდაბნო, ხოლო უინდუმ — ლესუ და, უოტ ტემბორის დაპატიმრების შემდეგ მოხდა პლანეტის სეპარატისტული მმართველობისგან საბოლოო გათავისუფლება.[58]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

  •  2015 Topps Star Wars Chrome Perspectives
  • Star Wars: Build Your Own R2-D2 4
  • Star Wars: Build Your Own R2-D2 7
  • Star Wars: Build Your Own R2-D2 8

არაკანონიკური წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. ვარსკვლავური ომები: გიკსიკონი: გალაქტიკა A-დან Z-მდე
  2. 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
  3. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  5. 5.0 5.1 5.2 სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა
  6. Obi-Wan Kenobi Databank-ში (არქივის ბმული)
  7. ვარსკვლავური ომები: აჯანყების განთიადი: ვიზუალური მეგზური
  8. Star Wars Journeys: Beginnings
  9. 9.0 9.1 ბნელი მიმდევარი
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 ვარსკვლავური ომები: ობი-ვან კენობი — "III ნაწილი"
  11. 11.0 11.1 11.2 რესპუბლიკის ეპოქა: ობი-ვან კენობი 1
  12. ობი-ვანი 1
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
  15. Star Wars Helmet Collection: Odd Ball Helmets: Odd Ball
  16. 16.0 16.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "უკანონო"
  17. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა
  18. 18.0 18.1 18.2 მასწავლებელი და შეგირდი
  19. 19.0 19.1 სრული ვარსკვლავური ომები
  20. Obi-Wan Kenobi Databank-ში (არქივის ბმული)
  21. ვარსკვლავური ომები (2015) 7
  22. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "მანდალორული შეთქმულება"
  23. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "მაცდუნებელი მოგზაურობა"
  24. ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
  25. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "მძევლების კრიზისი"
  26. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "დიდი აფეთქება"
  27. 27.00 27.01 27.02 27.03 27.04 27.05 27.06 27.07 27.08 27.09 27.10 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  28. 28.0 28.1 28.2 ობი-ვანი და ანაკინი 1
  29. 29.0 29.1 ობი-ვანი და ანაკინი 2
  30. 30.0 30.1 ობი-ვანი და ანაკინი 4
  31. ობი-ვანი და ანაკინი 3
  32. ობი-ვანი და ანაკინი 5
  33. 33.0 33.1 [[ისტორიები ველური სივრციდან: შეჩერდი, ქურდო!]]ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები (2017) 1
  34. 34.0 34.1 34.2 34.3 34.4 34.5 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "რაილოთის უდანაშაულონი"
  35. 35.0 35.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "დაშვება წვიმიან მიწაზე"
  36. ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური მეგზური
  37. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "შიშის შედეგები"
  38. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ციტადელი"
  39. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "გრივუსის ინტრიგა"
  40. ვარსკვლავური ომები: სინათლის მახვილების კოლექცია
  41. ახალი განთიადი
  42. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "კატა-თაგვობანა"
  43. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ფარული მტერი"
  44. 44.0 44.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები, ფილმი
  45. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "მომარაგების ხაზები"
  46. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ავის მომასწავებლის აღზევება"
  47. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ავის მომასწავებლის ჩრდილი"
  48. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ავის მომასწავებლის განადგურება"
  49. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ახალწვეულები"
  50. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "დროიდის მარცხი"
  51. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "დროიდების დუელი"
  52. 52.0 52.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "დაჭერილი დუკუ"
  53. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "გენერალი განგანი"
  54. 54.0 54.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "საზღვრების დარღვევა"
  55. 55.0 55.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ათასი მთვარის საიდუმლო"
  56. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ვირუსი ლურჯი აჩრდილი"
  57. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ქარიშხალი რაილოთის თავზე"
  58. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "რაილოთის გათავისუფლება"
ჯედაების უზენაესი საბჭო (22 იბ)
იოდა მეის უინდუ კი-ადი-მუნდი
პლო კუნი სეისი ტიინი ივენ პიელი
კოლმენ ტრებორი
ობი-ვან კენობი
ოპო რენსისისი შააკ ტი
ით კოთი ადი გალია დეპა ბილაბა და კიტ ფისტო
ჯედაების უზენაესი საბჭო (21 იბ)
იოდა მეის უინდუ კი-ადი-მუნდი
პლო კუნი სეისი ტიინი ივენ პიელი
ოპო რენსისისი შააკ ტი ით კოთი
ადი გალია კიტ ფისტო ობი-ვან კენობი
ჯედაების უზენაესი საბჭო (20 იბ)
იოდა მეის უინდუ კი-ადი-მუნდი
პლო კუნი სეისი ტიინი ივენ პიელი
კიტ ფისტო ოპო რენსისისი შააკ ტი
ით კოთი ადი გალია ობი-ვან კენობი
ჯედაების უზენაესი საბჭო (19 იბ)
იოდა მეის უინდუ კი-ადი-მუნდი
პლო კუნი სეისი ტიინი ობი-ვან კენობი
კიტ ფისტო შააკ ტი კოლმენ კკაი/
ოპო რენსისისი (დატოვა)
ით კოთი
ეგენ კოლარი
ადი გალია
სტას ელი
დეპა ბილაბა/
ანაკინ სკაიუოკერი (შეუერთდა)