ობი-ვან კენობი არის ვარსკვლავური ომების მხატვრული ტელესერიალი. მისი პირველი ორი ეპიზოდი გამოვიდა Disney-ს ნაკადოვან სერვის Disney+-ზე, 2022 წლის 27 მაისს. პროექტისთვის ობი-ვან კენობის როლს პრიკველების ტრილოგიიდან დაუბრუნდა იუან მაკგრეგორი. სერიალში აგრეთვე მონაწილეობს ჰეიდენ კრისტენსენი, დართ ვეიდერის როლში. მოქმედება ამ სერიალში ვითარდება სითების შურისძიებიდან 10 წლის შემდეგ.
ოფიციალური აღწერა[]
გალაქტიკური იმპერიის ზეობისას ყოფილი ოსტატი ჯედაი ობი-ვან კენობი ასრულებს მნიშვნელოვან მისიას. კენობი უნდა დაუპირისპირდეს მტრებად ქცეულ მოკავშირეებს და შეეჯახოს იმპერიის რისხვას.[12]
შემუშავება[]
ფილმის სახით[]
- „ყოველთვის არ იგეგმებოდა როგორც სერიალი, თავდაპირველად ასე არ ყოფილა. როდესაც თავდაპირველად მასზე საუბარი გვქონდა, ამაზე არ გვიფიქრია, მაგრამ ყველაფერი ასე სწრაფად შეიცვალა. ნამდვილად ამაღელვებელია, რომ ახლა ასეა. მე ნამდვილად მომწონს რამდენიმე და არა ერთბაშად ამბის თხრობის იდეა. მე მგონია, საკმაოდ მაგარი გამოვა.“
- ―იუან მაკგრეგორი სერიის ფილმიდან განვითარებაზე
2013 წელს ცნობილი გახდა, რომ The Walt Disney Company-Lucasfilm Ltd. მუშაობდნენ რამდენიმე კინოფილმზე, რომელიც ეპიზოდურ ფილმებთან კავშირში არ იქნებოდა. მოგვიანებით ასეთ ფილმებს ეწოდა ვარსკვლავური ომების ანთოლოგიური სერია.[14] გავრცელდა ხმები ობი-ვან კენობისადმი მიძღვნილ პოტენციურ ფილმზე და იმართებოდა მოლაპარაკებები იუან მაკგრეგორთან, რომელიც პერსონაჟის როლს ასრულებს პრიკველების ტრილოგიაში.[13] თუმცა, მსახიობმა იცოდა პროექტის არსებობის შესახებ უკვე 2015 წელს იცოდა[3] და 2019 წლამდე მასზე საუბრის უფლება არ ჰქონდა.[15]
განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი, პირველი ფილმი ანთოლოგიურ სერიაში, გამოვიდა 2016 წლის დეკემბერში და კრიტიკოსების აღიარება და კომერციული წარმატება მოიპოვა.[16] 2017 წლის აგვისტოში The Hollywood Reporter წერდა, რომ ობი-ვანის შესახებ ანთოლოგიური ფილმი მზადდებოდა Lucasfilm-ის მიერ. Lucasfilm მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბილი ელიოტის რეჟისორ სტივენ დოლდრისთან.[17] ჯოელ ეჯერტონი (ოუენ ლარსის როლის შემსრულებელი პრიკველების ტრილოგიაში) გამოთქვამდა სურვილს, კვლავ ეთამაშა საკუთარი როლი.[18] როგორც კი დაამტკიცეს ფილმის შესამუშავებლად, დოლდრიმ პროექტში ჰოსეინ ამინის ჩართვა გადაწყვიტა.[19]
თუმცა, ვარსკვლავური ომების ნებისმიერი ანთოლოგიური ფილმის გამოშვების გეგმა შეჩერდა, ვინაიდან ფილმს სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი ჰქონდა მცირე მოგება.[16] ოთხი თვის შემდეგ Disney-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ბობ აიგერმა, განაცხადა, რომ Lucasfilm-მა სოლოს წარუმატებლობის შემდეგ გადახედა საკუთარ გრაფიკს.[20] მოგვიანებით დადასტურდა, რომ სკაიუოკერის აღზევების შემდეგ ვარსკვლავური ომების ფილმების გამოშვება შეჩერდებოდა 2022 წლამდე.[21] მიუხედავად ამისა, 2018 წლის ნოემბერში ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ობი-ვან კენობის ფილმის შემქმნელებს მუშაობა უნდა დაეწყოთ ჩრდილოეთ ირლანდიაში.[22] კენობის შესახებ ფილმი მოხვდა The Hollywood Reporter-ის მიერ ფანების გამოკითხვით შედგენილ რეიტინგში, რომელშიც ყველაზე სასურველი ფილმები დასახელდა.[23]
ტელესერიალის სახით[]
2019 წლის განცხადებები[]
- „მსურს, მივუახლოვდე იმას, თუ რას გრძნობდა ობი-ვანი, როდესაც მას ალეკ გინესი თამაშობდა. უფრო ჭაღარა ვარ და მასთან ასაკით უფრო ახლოს, ასე, რომ ეს უფრო მარტივი იქნება.“
- ―იუან მაკგრეგორი სერიალში ობი-ვანის როლის შესრულების შესახებ
როგორც ამბობდა მაკგრეგორი, შემუშავების დროს კინოპროექტი გარდაიქმნა ტელესერიალად.[13] მანამდე იუანი მონაწილეობდა კოსტიუმის საცდელ მორგებაში.[25] ტელესერიალის გამოშვება დაიგეგმა Disney+-ზე, Disney-ს ახალ ნაკადოვან სერვისზე. მაკგრეგორმა და Lucasfilm-ის პრეზიდენტმა კეთლინ კენედიმ 2019 წლის D23 Expo-ზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ობი-ვანი დაბრუნდებოდა. სერიალის მოვლენათა მოქმედება ვითარდებასითების შურისძიებიდან რვა წლის შემდეგ.[1] ღონისძიების დროს აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ უკვე დაწერილი იყო ეპიზოდების სცენარები და წარმოება დაიწყებოდა 2020 წელს.[26] ამინი და დებორა ჩაუ მოგვიანებით StarWars.com-ზე დასახელდნენ როგორც სერიალის წამყვანი პროდიუსერები.[8]
2020 წლის განცხადებები[]
2020 წლის 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სერიალის წარმოება „სცენარის პრობლემების“ გამო დროებით შეჩერდა.[27] მიუხედავად ამისა, იუან მაკგრეგორმა მოგვიანებით ახსენა, რომ ეს ჭორები გადაჭარბებული იყო და წარმოება გაგრძელდებოდა ჩვეულ რეჟიმში. მან აგრეთვე განაცხადა, რომ, მართალია, გადაღების დაწყება 2021 წლის იანვრისთვის გადაიღო, სერიალის გამოსვლის თარიღი არ შეიცვლებოდა.[28] 2020 წლის 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჯონ უიკ 3-ის სცენარისტ ჯობი ჰაროლდი იმუშავებდა სერიალის სცენარზე, ჩაანაცვლებდა რა ამინის, რომელმაც პროექტი იანვარში დატოვა.[29] ეს ინფორმაცია დადასტურდა 2022 წელს, როდესაც კენედიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ მუშაობდა სცენარებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2020 წლის იანვარში მან წარმოება შეაჩერა და ჰაროლდი ამინის სანაცვლოდ აიყვანა.[2]
2020 წლის აპრილში ფრანგული პრესრელიზიდან ცნობილი გახდა, რომ სერიალი 2022 წელს გამოვიდოდა.[30] 2020 წლის სექტემბერში მაკგრეგორი იმედოვნებდა, რომ სერიალის გადაღება დაიწყებოდა 2021 წლის გაზაფხულზე.[31] 2020 წლის 9 ოქტომბერს იუან მაკგრეგორმა BBC-ის The Graham Norton Show-ში დაადასტურა, რომ გადაღება იგეგმებოდა 2021 წლის მარტისთვის.[32]
2020 წლის 10 დეკემბერს გავრცელდა უფრო მეტი ინფორმაცია სერიალის შესახებ. დადასტურდა, რომ მისი მოვლენების განვითარების დრო იქნებოდა 9 იბ, ხოლო ჰეიდენ კრისტენსენი კვლავ შეასრულებდა დართ ვეიდერის როლს. წარადგინეს სერიალის თავდაპირველი ლოგოც.[9]
წარმოება[]
- „არსებობს გარკვეული კულტურული საკითხები, რომელთა აღქმა უმალვე არის შესაძლებელი და კულტურულად სპეციფიკური საკითხები დიზაინის კუთხით. მაგალითად: „ო, იქნებ, ამის კი არა, ამის გაკეთება გვიღირს?“. ის, რასაც ინტუიცია გვკარნახობს. დებთან მუშაობა სრული სიამოვნებაა, ვინაიდან ყველაფერი ესმის. ძალიან ჭკვიანია და იცის, რა სურს. ეს თანამშრომლობა ძალიან მომწონს, ვინაიდან ახლა, განსაკუთრებით „ობი-ვანის“ სერიალში, ვგრძნობ, რომ გვაქვს საშუალება, შევიტანოთ სიმდიდრე, რომელიც ჯერ არ შეგვისწავლია. აგრეთვე ჩან-ჰუნთან [ჩანგთან], ჩვენს დამდგმელ ოპერატორთან ვმუშაობ, ის დიდებულია. შესანიშნავი ხედვა აქვს.“
- ―დაგ ჩენგი
2021 წლის 29 მარტს Lucasfilm-მა გამოაქვეყნა სერიალის მსახიობთა ოფიციალური სია, რომელშიც შედიოდნენ მოუზეს ინგრემი, ჯოელ ეჯერტონი, ბონი მარი პისი, კუმაილ ნანჯიანი, ინდირა ვარმა, რუპერტ ფრენდი, ო'ში ჯექსონ უმცროსი, სანგ კენგი, სიმონ კესელი და ბენი სეფდი. გადაღება იმავე წლის აპრილში დაიწყო.[6]
2020 წლის ბოლოს ცნობილი იყო, რომ სერიალს აწარმოებდნენ The Volume-ის[34], მანდალორელში გამოყენებული ტექნოლოგიის მეშვეობით.[35]
2021 წლის 19 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავური ომების კონცეპტუალური მხატვრობის ვეტერანი ავტორი დაგ ჩენგი სერიალზე ჩაუსთან ერთად მუშაობდა და ახალი დიზაინების შემუშავებაში სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სულ მცირე, ექვსი განყოფილების ხელმძღვანელები არიან აზიურ-ამერიკული წარმოშობის, ხოლო ჩან-ჰუნ ჩანგი დამდგმელი ოპერატორია.[33] გადაღება დასრულდა 2021 წლის 19 სექტემბერს.[36]
StarWars.com-მა 2022 წლის 9 თებერვალს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სერიალის პრემიერა გაიმართებოდა ამავე წლის 25 მაისს.[37] სერიალის პირველი ტიზერი გამოვიდა 9 მარტს.[38] მოგვიანებით, 31 მარტს, ცნობილი გახდა, რომ სერიალის პრემიერა გადაიწევდა 27 მაისამდე და ერთ დღეს გამოვიდოდა სერიალის პირველი ორი ეპიზოდი.[4]
2022 წლის 28 თებერვალს ამერიკის დასავლეთის სცენარისტთა გილდიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სეზონის საბოლოო სცენარისტებს შორის, ჯობი ჰაროლდთან და ჰოსეინ ამინისთან ერთად აგრეთვე იყვნენ სტიუარტ ბიტი, ენდრიუ სტენტონი და ჰანა ფრიდმანი.[7]
მუსიკა[]
2022 წლის 17 თებერვალს Variety-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად ჯონ უილიამსი უბრუნდებოდა ვარსკვლავური ომების სამყაროს და სერიალის მთავარი პერსონაჟისთვის დაწერდა თემას, თუმცა სრული სერიალის მუსიკის ავტორი არ იქნებოდა.[39] 22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ნატალი ჰოლტი მუშაობდა სერიალის მუსიკაზე, გარდა კენობის თემისა, რომელიც დაიწერა უილიამსის მიერ.[10]
ეპიზოდები[]
# | სურათი | სახელწოდება | პირველად ეთერში |
---|---|---|---|
1 | ნაწილი I | 26 მაისი, 2022[4] | |
2[2] | ნაწილი II | ||
3[2] | ნაწილი III | 1 ივნისი, 2022[5] | |
4[2] | ნაწილი IV | 8 ივნისი, 2022[5] | |
5[2] | ნაწილი V | 15 ივნისი, 2022[5] | |
6[2] | ნაწილი VI | 22 ივნისი, 2022[5] |
მედია[]
პოსტერების გალერეა[]
შემადგენლობა[]
ტიპით
მსახიობები | გუნდი |
მსახიობები
|
გუნდი
|