![]() | ![]() |
ოვანი იყო მამაკაცი[2], შემდგომში კონტრაბანდისტ აჯანყებულ ჰან სოლოს მამა. ბიჭუნას ცხოვრების ადრეულ წლებში იგი კორელიაზე ცხოვრობდა და კორელიური მანქანათმშენებელი კორპორაციის ნავსაშენებში მუშაობდა მსუბუქი საფრახტო გემი YT-1300-ის მსგავსი გემების აწყობაზე. იგი იმედოვნებდა, რომ კორელიას ერთ დღეს ხომალდით დატოვებდა, მაგრამ ამის საშუალება არასოდეს ჰქონია. სოლო, რომელმაც ლენდონის ბალთაზარ კალრისიანს ეს ამბავი უამბო, მამასთან ახლოს არასოდეს ყოფილა..[3] ერთხელ ოვანმა იგი თან მიიყვანა საფრახტო გემიების ქარხანაში, რომელშიც მუშაობდა. მან უთხრა, რომ იქ აგებული ხომალდები მის მიერ გალაქტიკის საქმეებში შეტანილ წვლილს წარმოადგენდნენ, თუმცა ეს არავის ადარდებდა. ჰანთან საუბრისას მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ბიჭის მომავალი უკავშირდებოდა არა გემთმშენებლობას, არამედ ხომალდებით ფრენას.[4] მოგვიანებით, როდესაც ჰანი ჯერ ნორჩი იყო, მამამ იგი მიატოვა.[5]
იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 8 იბ—2 წელს[6] კორბუს ტაირა შევხდა ჰანს და თავი წარუდგინა ოვანად, რათა ჯაბა დესილიჯიკ ტიურესთვის მოეპოვებინა ურნა[7], რომელშიც ინახებოდა კრესტრელ დ'ნარანის ფერფლი.[2]
გამოჩენები[]
- იძებნებიან (მხოლოდ ხსენება)
- იძებნებიან, აუდიოწიგნი (მხოლოდ ხსენება)
- სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი (მხოლოდ ხსენება)
- სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: გაფართოებული გამოცემა (მხოლოდ ხსენება)
- სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: გაფართოებული გამოცემა, აუდიოწიგნი (მხოლოდ ხსენება)
- სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: ადაპტაცია 4 (მხოლოდ ხსენება)
- ჰან სოლო და ჩუბაკა 1 (მხოლოდ ხსენება) (პირველად ნახსენები როგორც ოვანი)
- ჰან სოლო და ჩუბაკა 2 (პირველი გამოჩენა) (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
- ჰან სოლო და ჩუბაკა 3 (მხოლოდ ხსენება)
- ჰან სოლო და ჩუბაკა 4 (მხოლოდ ხსენება)
- ჰან სოლო და ჩუბაკა 5 (მხოლოდ ხსენება)
- ჰან სოლო და ჩუბაკა 10 (მხოლოდ ირიბი ხსენება) (მოგონებებიდან)
წყაროები[]
- სრული ვარსკვლავური ომები (პირველი ხსენება) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა (მხოლოდ ირიბი ხსენება)
Crimson Dawn Exposes the Mysteries of the Empire and More from Marvel's March 2022 Star Wars Comics – Exclusive Preview StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
A Tale from Obi-Wan's Youngling Days and More from Marvel's May 2022 Star Wars Comics – Exclusive Preview StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (პირველი ვიზუალური გამოჩენა)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ჰან სოლო და ჩუბაკა 1
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი
- ↑ იძებნებიან
- ↑ სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: გაფართოებული გამოცემა
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ სერიაში ვარსკვლავური ომები: ჰან სოლო და ჩუბაკა მოვლენათა განვითარების დროა 8 იბ—2 იბ.
- ↑ ჰან სოლო და ჩუბაკა 5