სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ომეგა (მრავალმნიშვნელოვანი).

ომეგა იყო კლონი გოგონა, რომელიც ცხოვრობდა კლონთა ომების დროს. იგი კამინოზე ნალა სეს მედიკოსი ასისტენტის მოვალეობას ასრულებდა. თავად კარგად იცნობდა კლონთა რაზმი 99-ის ყველა წევრს და მოგვიანებით მათ კამინოზეც შეხვდა[1]. კლონმა სერჟანტმა "მონადირემ" მას საბოლოოდ მათთან ერთად გამგზავრება შესთავაზა.[1]

გოგონა უვარგის პარტიასთან და კლონ კაპიტან კს-7567-თან ("რექსთან") ერთად იმყოფებოდა, როდესაც ისინი "ვენატორის" კლასის ვარსკვლავურ გამანადგურებელს აკვირდებოდნენ. ბრძოლის დროს იყენებდა ენერგომშვილდს.[2]

კადრს მიღმა[edit | edit source]

ომეგა პირველად გამოჩნდა 2021 წელს Disney+-ზე გამოსულ სერიალში ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია. იგი წარადგინეს იმავე წლის 30 მარტს გამოსულ რგოლშში, სადაც წარწერაში მისი სახელი იყო მითითებული[2]. გმირი პირველად ჩნდება სერიალის ეპიზოდში შედეგები. მას ახმოვანებს მიშელ ენგი.[1]

გამოჩენები[edit | edit source]

წყაროები[edit | edit source]

შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.