ონიჰო ზაია იყო მონა ბიჭუნა, რომელიც მუშაობდა კანტოს სამორინეს საჯინიბოში. იგი იყო ერთ-ერთი იმ ობოლი ბავშვებიდან, რომლებიც კანტონიკაზე წაგებული თამაშების შედეგად რჩებოდნენ და უვლიდნენ სარბოლო ფაზიერებს, ბარგვილ ტომდერის ზედამხედველობით. მის გარდა საჯინიბოში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ტემირი ბლაგი და არაშელ სარი[1]. პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომის პერიოდში სარი და ბლაგი უსმენდნენ ზაიას მონათხრობს ლუკ სკაიუოკერის გმირობების შესახებ, იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდა ოსტატი ჯედაი კრეიტზე პირველ ორდენს[2].
გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი(პირველი გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: გაფართოებული გამოცემა
- უკანასკნელი ჯედაი: ადაპტაცია 6
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: ვიზუალური ლექსიკონი (პირველად ნახსენები როგორც ონიჰო ზაია)
- ვარსკვლავური ომები: სრული ვიზუალური ლექსიკონი, ახალი გამოცემა
- სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა
Oniho Zaya Databank-ში (არქივის ბმული)