ოპერაცია: რაინდების დაცემა, იგივე თავდასხმა ჯედაების ტაძარზე და ჯედაების ტაძრის ალყა, იყო კლონების ომების ერთ-ერთი უკანასკნელი სამხედრო ოპერაცია, რომელიც მოხდა იავინის ბრძოლამდე 19 წელს, კორუსანტზე, ჯედაების ორდენის ტაძრის ირგვლივ. ოსტატ ჯედაი მეის უინდუს და უზენაეს კანცლერ შივ პალპატინის (სინამდვილეში — სით ლორდ დართ სიდიუსის) უკანასკნელის კაბინეტში შეტაკების შემდეგ რაინდი ჯედაი ანაკინ სკაიუოკერი გადავიდა ძალის ბნელ მხარეზე და სითებს შეუერთდა. გახდა რა სითების ბნელი ლორდის შეგირდი, სკაიუოკერმა ახალი მასწავლებლისგან მიიღო სახელი "დართ ვეიდერი" და მისივე ბრძანებით 501-ე ლეგიონის კლონ სამხედროებთან ერთად თავს დაესხა ტაძარს.
სანამ გალაქტიკის მასშტაბით ბრძანება 66-ის გაცემის შემდეგ ათასობით ჯედაი ნადგურდებოდა, ახალი სითი ლორდი და მისი ლეგიონი შეიჭრნენ ტაძარში. ამ ალყისას ალდერაანის სენატორი ბეილ ორგანა მიემართებოდა ტაძრისკენ, მაგრამ კლონ მეთაურ კმ-1119-ის ("აპოს") მიერ მისკენ მიშვერილი ბლასტერის გამო შეჩერდა. იქაურობის დატოვებამდე მან დაინახა, თუ როგორ მოკლეს აპოს ჯარისკაცებმა ზეტ ჯუკასა, როდესაც პადავანმა გაქცევა სცადა. ამ თავდასხმის შედეგად, უამრავი განადგურებული ჯედაის შემდეგ (ვეიდერმა თავად მოკლა ნორჩი ჯედაები) სითებმა სცადეს გადარჩენილთა მახეში გაბმა და სიგნალით, რომელიც ყველა ჯედაის ტაძარში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. თუმცა, მათ წინ აღუდგნენ დიდი ოსტატი იოდა და ობი-ვან კენობი, რომლებმაც სიგნალის დაპროგრამების შეცვლა შეძლეს და ჯედაებს პირიქით, კორუსანტისგან თავის არიდებისკენ მიუთითებდნენ.
ჯედაების ტაძრის დაცემისა და ჯედაების ორდენის თითქმის სრული განადგურებით სიდიუსმა დაიწყო ახალი წესრიგის გამოცხადება, გააუქმა გალაქტიკური რესპუბლიკა და ახალი რეჟიმით — გალაქტიკური იმპერიით ჩაანაცვლა. სიდიუსი თავად მისი იმპერატორი გახდა. კორუსანტი იმპერიულ ეპოქაში კვლავ იყო გალაქტიკის დედაქალაქი პლანეტა — ამ პერიოდში ჯედაების ყოფილი ტაძარი იმპერატორის პირად რეზიდენციად იქცა და მას "იმპერიული ტაძარი" ეწოდა.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: სითების შურისძიება (Scholastic)
- უილიამ შექსპირის სითების შურისძიების ტრაგედია: ვარსკვლავური ომები, ნაწილი მესამე
წყაროები[]
|
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑ 2.0 2.1 Star Wars Jedi: Fallen Order
- ↑ კენანი 1
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "დამსხვრეული"
- ↑ 5.0 5.1 5.2 ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ დართ ვეიდერი: სითი ლორდი|დართ ვეიდერი: სითი ლორდი]]
- ↑ ძალის შემგროვებელი