ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ოპერაცია: ფერფლი ახლავე უნდა დაიწყოს. წინააღმდეგობა. აჯანყება. დაუმორჩილებლობა. ეს დაუშვებელი კონცეფციებია. თქვენ მხოლოდ მცირედი ხართ იმ საშუალებებიდან, რომელთა მეშვეობით ეს იდეები განადგურდება.
―პალპატინის სიკვდილშემდგომი გზავნილი, რომლითაც იგი რამდენიმე იმპერიელ ოფიცერს ირჩევდა[8]

ოპერაცია: ფერფლი იყო ორბიტული დაბომბვის კამპანიის კოდური სახელწოდება. იგი შემუშავდა გალაქტიკური იმპერატორ დართ სიდიუსის მიერ, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, აპირებდა გალაქტიკური იმპერიის განადგურებას, თუკი ის მის დაღუპვას დაუშვებდა. იავინის ბრძოლიდან 4 წელს, იმპერატორიგალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს, ენდორის ბრძოლის პარალელურად დამხობის შემდეგ, მისი პირადი გზავნილები ერთგულ იმპერიელ ოფიცრებს გადასცეს გუშაგმა დროიდებმა. დაბომბას ექვემდებარებოდა გალაქტიკის მრავალი პლანეტა, მათ შორის — ბერნინ-კონი, კანდოვანტი, აბედნედო, კომენორი და ნაკრონისი, ისევე, როგორც ვარდოსი (იმპერიის ერთგული პლანეტა) და ნაბუ, პალპატინის მშობლიური სამყარო. მიუხედავად იმისა, რომ თიდის ბრძოლის დროს ნაბუ გადარჩა, ვარდო განადგურდა სატელიტების მიერ, რომლებმაც მისი ეკოლოგიური ბალანსი დაარღვიეს. ეს ოპერაცია იყო იმპერატორის გაუთვალისწინებლობის სტრატეგიის პირველი ნაწილი. შემდგომში იმპერია უნდა აღედგინათ უცნობ რეგიონებში, სანამ სიდიუსს ფარულად გააცოცხლებდნენ ექსეგოლზე.

გეგმა ჩაშალა გრანდ-ადმირალმა რეი სლოუნმა, რომელმაც ჯაკუს ბრძლის დროს, იავინის ბრძოლიდან 5 წელს, მოკლა იმპერატორის პროტეჟე, ფლოტის ადმირალი გალიუს რაქსი. ოპერაცია: ფერფლის წარუმატებლობის შემდეგ იდენ ვერსიო და დელ მიკოიმპერიული სპეციალური დანიშნულების ძალების, რაზმ „ინფერნოს“ კომანდოები — გადავიდნენ ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ძალების მხარეს. მიუხედავად თავად ოპერაციის ასე განვითარებისა, გაუთვალისწინებლობის რეჟიმში იმპერატორი მაინც დაბრუნდა, როგორც პირველი ორდენის ფარული მეთაური. შეიარაღებული ძალების ამ ფორმამ, ხუნტამ, გადაწყვიტა იმპერიული დიდების დაბრუნება და ამისთვის გადადგა დიდი ნაბიჯი — გაანადგურა ახალი რესპუბლიკა.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

გარე ბმულები[]

Advertisement