ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

გოგონას მე და ჩემი ცოლი ავიყვანთ. ყოველთვის ვაპირებდით გოგონას აყვანას. სიყვარულით მოვეპყრობით.
―ბეილ ორგანა[2]

ორგანების სახლი, იგივე ალდერაანის სამეფო ოჯახი, ალდერაანის სამეფო სახლი და ორგანების ოჯახი, წარმოადგენდა ალდერაანულ მონარქიას. გალაქტიკური რესპუბლიკის ეპოქის დროს დედოფალი ბრეჰა ორგანა ალდერაანიძირითად სამყაროს მართავდა მემკვიდრეობით ნაბოძები უფლებით, ხოლო მმართველის მეუღლე, სენატორი ბეილ პრესტორ ორგანა, მშობლიურ სამყაროს გალაქტიკურ სენატში წარმოადგენდა. ვინაიდან შვილი არ ჰყავდათ, კლონთა ომების შემდეგ აიყვანეს ლეია, რომელიც მათი სახლის მემკვიდრედ და პრინცესად აღზარდეს, ადგილობრივი ფასეულობებით. მათი გავლენით, გოგონამ მთელი სიცოცხლე მიუძღვნა დემოკრატიისთვის ბრძოლას და ფაშიზმს უპირისპირდებოდა.

იმპერიული ეპოქის დროს ორგანები ფარულად მონაწილეობდნენ რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ, სხვების წინაშე, გალაქტიკურ იმპერიას ემხრობოდნენ. მაგრამ, როდესაც მობილური საბრძოლო სადგური სიკვდილის ვარსკვლავი სვ-1 დასრულებული და მოქმედი იყო, მისი სუპერლაზერის სიმძლავრემ ალდერაანს დაარტყა, გაანადგურა რა სრულად პლანეტა და მისი მილიარდობით მცხოვრები, ისევე, როგორც მონარქები. სამეფო ოჯახის ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი წევრი იყო ლეია, რომელიც კატასტროფის დროს საბრძოლო სადგურზე იმპერიის პატიმრობაში რჩებოდა.

გალაქტიკური სამოქალაქო ომიდასასრულს დაიბადა ბენ სოლო, ჰან სოლოს და პრინცესა ლეიას ვაჟი. ძველი დინასტიების წესით ლეიაც და ბენიც ორგანების სახლის კანონიერი მემკვიდრეები იყვნენ, ისევე, როგორც ბირენიგუბერნატორები. ჯედაების ორდენის ტაძრის განადგურების შემდეგ დედა და შვილი ცივი ომის დროს სხვადასხვა მხარეს, ახალ რესპუბლიკაში და პირველ ორდენში აღმოჩნდნენ. ბენი, რომელიც ლეიას ნამდვილი მამით, სით ლორდ დართ ვეიდერით, ძალისადმი მგრძნობიარე იყო, კაილო რენის სახელით პირველი ორდენის სარდალი გახდა სარდალი.

მართალია, ლეიამ ჩამოაყალიბა წინააღმდეგობა, რათა ებრძოლა რეჟიმთან, რომელსაც მისი შვილი ემსახურებოდა, არ სწამდა, რომ ბენი ძალის ბნელ მხარეს ბოლომდე გადავიდა. ჰოსნიანის კატაკლიზმის შემდეგ ლეიამ ქმარი, ჰანი, დაარწმუნა, რომ ბენის დაბრუნება შეიძლებოდა, სწამდა, რომ ბენის მამა ამას შეძლებდა ისე, როგორც ვერც შეძლო ბიძამ, ოსტატმა ჯედაიმ, ლუკ სკაიუოკერმა. ჰანი დაიღუპა — იგი საკუთარმა შვილმა მოკლა ბაზა „სტარკილერის“ ბრძოლისას — და ლეიამ ბენი საბოლოოდ დაკარგა. რენი საბოლოოდ გახდა პირველი ორდენის უზენაესი მეთაური და გალაქტიკის დასაპყრობად შეიარაღებულ ძალებს შემდგომ კამპანიაში წარუძღვა.

ბენისა და დედის კონფლიქტის კულმინაცია იყო ენდორის ბრძოლის დროს დაღუპული სითების ბნელი ლორდის, დართ სიდიუსიდაბრუნება და ექსეგოლისაბრძოლო ძალების ამოქმედება. რენი დათანხმდა, აღედგინა სითების ზეობა და ახალი გალაქტიკური იმპერატორის როლი შეესრულებინა, თუმცა სიდიუსმა გეგმები ვერ განახორციელა. ლეიამ, ლუკთან გავლილი წვრთნის მცირე გამოცდილებით, გახდა რეის, ჯართის შემგროვებლის და მომავალი ჯედაის დამრიგებელი. რენის და რეის უკანასკნელი დუელისას ლეიას კიდევ ერთხელ სცადა შვილთან კავშირის აღდგენა და ძალის მეშვეობით იხმო. რენს ამ დროს ჰქონდა მამის ხილვა. მან ბნელი მხარე დატოვა და დედის დაწყებული განაგრძო.

საბოლოოდ, ბენის ძალისხმევით სიდიუსმა ვერ მიაღწია სითების იმპერიის შექმნის საწადელს. წინააღმდეგობისა და მის მოკავშირეთა ექსეგოლის ბრძოლაში გამარჯვების შეშემდეგ ბენმა თავი გასწირა რეის გასაცოცხლებლად. ლეიას და ბენის აღსასრულით დასრულდა როგორც სკაიუოკერთა მოდგმა, ასევე ორგანების სახლის არსებობა.

სამეფო ოჯახი[]

 
 
 
 
 
 
ბრეჰას მამა[6]
ბრეჰას დედა[6]
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბეილ პრესტორ ორგანა[9]
ბრეჰა ორგანა[1]
 
სელი ორგანა[21]
კაიო ორგანა[21]
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ლეია სკაიუოკერი ორგანა სოლო[22]
(ნაშვილები, იხილეთ აგრეთვე სკაიუოკერების ოჯახი)[20]
ჰან სოლო[4]
(იხილეთ სოლოების ოჯახი)[23]
 
 
ნაიანო ორგანა[21]
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბენ სოლო[5]
 
 
 
 
 


გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 StarWars-DatabankII.png დედოფალი ბრეჰა ორგანა Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  3. 3.0 3.1 შედეგები: იმპერიის აღსასრული
  4. 4.0 4.1 შედეგები: ცხოვრების ვალი
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 მოდგმა
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 დედოფლის ჩრდილი
  7. 7.0 7.1 ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება მოვლენები ვითარდება ''ძალის გამოღვიძებიდან ერთი წლის შემდეგ. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ძალის გამოღვიძების მოვლენათა განვითარების დროა 34 იბშ, ამიტომ სკაიუოკერის აღზევების მოვლენათა განვითარების დროა 35 იბშ.
  8. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 StarWars-DatabankII.png ბეილ ორგანა Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
  10. 11.0 11.1 ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ვიზუალური ცნობარი
  11. ამბოხების განთიადი
  12. ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური ცნობარი
  13. მოძრავი სამიზნე: პრინცესა ლეიას თავგადასავალი
  14. ვარსკვლავური ომები (2015) 1
  15. 16.0 16.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  16. შედეგები
  17. უკანასკნელი გასროლა
  18. 19.0 19.1 19.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
  19. 20.0 20.1 Databank title.png სოლო, პრინცესა ლეია ორგანა Databank-ში (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; არქივის ბმული)
  20. 21.0 21.1 21.2 Obi-Wan Kenobi new series logo.png ობი-ვან კენობინაწილი I
  21. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გაფართოებული გამოცემა
  22. სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი
Advertisement