ორდუ ასპექტუ ეწოდებოდა ჯედაების ორდენისგან განხეთქილ ჯგუფს, რომელიც, როგორც ფიქრობდნენ, არსებობდა გალაქტიკური სამოქალაქო ომის მოვლენებამდე, თავის აღსასრულამდე, რომელიც ორთოდოქსალური ჯედაების მოსვლასთან ერთად დადგა. სხვადასხვა გადმოცემით, მათი შტაბი მდებარეობდა რურის ციტადელში, ხოლო ერთ-ერთი მეთაური იყო თვით რური.[4]
მოხდა ისე, რომ, ჩანაფიქრით ან უბრალო დამთხვევით, ორდუ ასპექტუ მონაცემთა შესანახად იყენებდა დიდ ტაძარს, რომელიც მასასებმა იავინ-4-ზე ააშენეს. ტაძარში აგრეთვე არსებობდა ოთახი, სადაც ინახებოდა ციტადელში არსებული ადგილების აღწერა და მათი ადგილმდებარეობის მითითება.[7]
ერთ-ერთი გადმოცემით (რასაც ეთანხმებოდა მკვლევარი კორინ აფრა), ორდუ ასპექტუ იყო ძალადობისადმი მიდრეკილი ჯედაების სექტა, რომლიც მიზნებში შედიოდა ყველასთვის უკვდავების მინიჭება. როდესაც ორთოდოქსულმა ჯედაებმა მათ ციხესიმაგრეზე იერიში მიიტანეს, ორდუ ასპექტუ იძულებული იყო, აემოქმედებინა მოწყობილობა, რომლითაც, როგორც ჩანს, მისი ყველა წევრი გაუჩინარდა, შესაძლოა — გადაინაცვლა განვითარების და არსებობის შემდგომ ეტაპზე. თუმცა, ჩელი აფრას თქმით, დასაშვები იყო ისიც, რომ ორდუ ასპექტუმ გაიტაცა ორთოდოქსალური ჯედაების პადავანები, რომლებიც შესწირა ცერემონიისას, მისი წევრებისთვის უკვდავების მისანიჭებლად. ჩელი აგრეთვე ამბობდა, რომ, შესაძლოა, სექტა სულაც გამოგონილი იყო და მისი სახელწოდება ჯედაების ლექსიკონში მხოლოდ მცირე დროის წინ გამოჩნდა.[4]
კადრს მიღმა[]
ორდუ ასპექტუ პირველად ნახსენებია Marvel-ის კომიქსების სერია დოქტორი აფრას მეორე გამოშვებაში, რომლის ტექსტის ავტორია კირონ გილენი, ხოლო მხატვარი — კევ უოკერი.[4]
რური და ციხესიმაგრის ადგილმდებარეობა გარნზე[4] უკავშირდება ვარსკვლავური ომების ლეგენდების 1982 წლის კომიქსს "ბრმა სიბრაზე!".[8] აღსანიშნავია, რომ საზარელი ნათების ორდენის კანონიკური ვერსია პირველად ნახსენებია ჯეისონ ფრაის 2015 წლის რომანში იმპერიის მსახურები: საიდუმლო აკადემია.[9]
გამოჩენები[]
|
არაკანონიკური გამოჩენები[]
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga (მხოლოდ ხსენება)
წყაროები[]
- Star Wars Helmet Collection: Commander Ponds Databank A-Z: Xev Xrexus–Yavin 4
Doctor Aphra: A Reader's Guide to the Fan-Favorite Comic Book Character StarWars.com-ზე (არქივის ბმული)- სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა
"Database" — Star Wars - Das offizielle Magazin 101- "BB-8 და სხვა ასტრომექანიკოსი დროიდები" — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- "სკარიფი და სხვა პლანეტები გარე რგოლში" — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
Krrsantan: A Reader's Guide to the Wookiee Warrior StarWars.com-ზე (არქივის ბმული)- ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია: ვარსკვლავური ომების გალაქტიკის ყოვლისმომცველი მეგზური
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 დოქტორი აფრა (2016) 6
- ↑ დოქტორი აფრა (2016) 5
- ↑ ვარსკვლავური ომები (2015) 32
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 დოქტორი აფრა (2016) 2
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ სექტის დამხობის წელია დაახლოებით 20,000 იბ. ამრიგად, იგი ამ წლამდე მოქმედებდა.
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑ Star Wars Helmet Collection: Commander Ponds Databank A-Z: Xev Xrexus–Yavin 4
- ↑ "ბრმა სიბრაზე!"
- ↑ იმპერიის მსახურები: საიდუმლო აკადემია