ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ორობითი ენა, იგივე დროიდული საუბარი, ეწოდებოდა ენას, რომელსაც იყენებდნენ დროიდები. იგი შედგებოდა მთელი რიგი სტვენებისგან და ხმოვანი სიგნალებისგან, რომლებიც შეადგენდნენ მთლიან წინადადებებს.[1] სერია C1-ის ასტრომექანიკოსი დროიდები ურთიერთობის ამ ფორმას მიმართავდნენ[2], ისევე, როგორც სამრეწველო ავტომატებისერია R2-ის ასტრომექანიკოსი დროიდები.[1] მართალია, ენა რთული იყო, ცოცხალ არსებებს, მაგალითად, ენეკინ სკაიუოკერს,[3] ჰერა სინდულას,[4] კაზუდა ზიონოს,[5] კელ კესტისს[6] და რეის მისი აღქმა შეეძლოთ.[7] R2-D2-სთან ათწლეულების შემდეგ ლუკ სკაიუოკერს დროიდული საუბარი კარგად ესმოდა.[8]

ორობითი დროიდებისთვის სხვა არსებებთან ურთიერთობის ერთ-ერთი და ყველაზე მიღებული საშუალება იყო საუბრის ტექსტური ასახვა, კომპიუტერული სისტემის მეშვეობით. სწორედ ასე ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდების ასტრომექანიკოსი დროიდი თანათანაპილოტები ესაუბრებოდნენ მთავარ პილოტებს.[9][10]

ორობითის აღქმა ყველა დროიდს შეეძლო. თუკი აუცილებელი იყო კომპიუტერული სისტემის გამოყენება, რათა ცოცხალი არსებების საუბარი ორობითის მატარებელ დროიდს აღექვა, სხვა დროიდს, მაგალითად, პროტოკოლურს ან რომელიმეს, რომელიც ძირითად სტანდარტულ გალაქტიკურ ენას ფლობდა, შეეძლო ასეთი ტექსტის თარგმნა.[1] ასტრომექანიკოსი დროიდი BB-8 იყენებდა 27-ე თაობის დროიდულ საუბარს, სტანდარტულის შემცირებულ ვარიანტს.[11] პო დემერონი, მისი პატრონი, დროიდის საუბარს თავისუფლად აღიქვამდა.[12]

ორობითი აგრეთვე გამოიყენებოდა ისეთი მოწყობილობების დაპროგრამებაში, რომლებიც არ იყო აღჭურვილი დროიდების ხელოვნური ინტელექტით. მაგალითები იყო ორობითი ტვირთმწევები და ტენიანობის დამჭერების ორობითი ტვინი.[13][14]

გამოჩენები[]

Holocron-for-wiki.png ეს სია არასრულია. შეგიძლია, დაგვეხმაროთ და განავრცოთ იგი.

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
  2. ამბოხების დასაწყისი
  3. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიდროიდების დუელი
  4. Rebels-mini-logo.png ვარსკვლავური ომები: ამბოხებულებიდიუმი
  5. SWResistanceLogo.jpg ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობაჯამის მოგზაურობა
  6. Star Wars Jedi: Fallen Order
  7. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
  8. ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: გაფართოებული გამოცემა
  9. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე
  10. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა
  11. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი
  12. გამოღვიძებამდე
  13. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  14. ვარსკვლავური ომები: სრული ადგილმდებარეობები

სხვა ენებზე

Advertisement