მონტროსის სისტემის ტყუპი მზეები.

ორობითი ვარსკვლავი იყო ორობითი მზის სისტემა, რომელიც შედგებოდა ორი ვარსკვლავისგან. ორობით ვარსკვლავებს აგრეთვე უწოდებდნენ ტყუპ მზეებს.[1] მაგალითებია ტატუს[2], მონტროსის[3] და მონ-კალამარის სისტემები,[4] ისევე, როგორც სისტემა, რომელშიც შედიოდა პლანეტა ჰალკიონი.[5]

იავინის ბრძოლიდან 2 წელს ყოფილი სითი ლორდი მოლი პადავან ჯედაი ეზრა ბრიჯერთან ერთად გაემგზავრა თავის მშობლიურ სამყაროში, დათომირზე, რათა ჩაეტარებინა უძველესი რიტუალი, რომლის დროს ორივეს გონება ერთმანეთს დაუკავშირდებოდა და მოლი შეძლებდა ეზრას გონებიდან ინფორმაციის მოპოვებას. მათ შეიტყვეს, რომ ოსტატი ჯედაი ობი-ვან კენობი იმალებოდა ტყუპი მზეების პლანეტაზე და იცოდა, თუ როგორ შეიძლებოდა სითების განადგურება.[1] ზაბრაკმა კენობის კვალს ტატუინზე მიაგნო, მაგრამ იძულებული იყო, იქ ბრიჯერიც შეეტყუებინა, ვინაიდან კენობის თავად ვერ პოულობდა. უკანასკნელი დუელისას დასუსტებული მოლი კენობიმ მარტივად დაამარცხა.[6]

გამოჩენები[edit | edit source]

არაკანონიკური გამოჩენები[edit | edit source]

წყაროები[edit | edit source]

შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]

ბმულები[edit | edit source]

სხვა ენები
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.