FANDOM


Premium-Eras-canon

ოუენ ლარსი იყო ტენიანობის მომპოვებელი ფერმერი პლანეტა ტატუინიდან. იგი იყო აიკა და კლიგ ლარსების შვილი, აგრეთვე ანაკინ სკაიუოკერის ნახევარძმა — მას შემდეგ, რაც კლიგმა იქორწინა შმი სკაიუოკერთან. მას შემდეგ, რაც კლიგი შმის დაღუპვიდან გარკვეული დროის შემდეგ გარდაიცვალა, ტენიანობის მომპოვებელი ფერმის პატრონი ოუენი გახდა და იქორწინა ბერუ უაიტსანთან. ფერმას ისინი ერთად უვლიდნენ.

სამი წლის შემდეგ ანაკინმა უღალატა ჯედაების ორდენს და გახდა სითი ლორდი დართ ვეიდერი. ლარსი და მისი მეუღლე ობი-ვან კენობის თხოვნით გახდნენ ანაკინის ძის, ლუკის მეურვეების. ფერმერი დროთა განმავლობაში კენობისადმი ნდობას კარგავდა, ფიქრობდა რა, რომ ის პასუხისმგებელი იყო მისი ნახევარძმის მკვლელობაზე. შიშობდა რა, რომ უმცროსი სკაიუოკერიც იგივე ბედს გაიზიარებდა, ლარსი კენობის უკრძალავდა ბიჭუნასთან შეხვედრას და ლუკს ფერმასთან დაკავშირებული საქმიანობით აკავებდა.

გალაქტიკური სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ლარსმა და სკაიუოკერმა შეიძინეს დროიდი R2-D2, რომელმაც, როგორც მათ ჯერ არ იცოდნენ, ჩამოიტანა სიკვდილის ვარსკვლავის, იმპერიული ზეიარაღის ნახაზები, რაც სადგურის განადგურების საშუალებას იძლეოდა. ამ მონაცემების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად მოიერიშეებმა მიაგნეს დროიდის კვალს და, ვერ იპოვეს რა იგი ადგილზე, მოკლეს ლარსი და მისი მეუღლე. შინ დაბრუნებულმა ლუკმა აღმოაჩინა მათი დამწვარი გვამები და გადაწყვიტა ტატუინის დატოვება და ჯედაების ხელოვნების თავისება. იგი შეუერთდა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის შემადგენლობას და იავინის ბრძოლისას გაანადგურა სიკვდილის ვარსკვლავი.

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.