ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
Qicon
ამ სტატიაში აღწერილი საკითხის ერთმანეთთან შეუთავსებად ვერსიებს აღწერენ ალისფერი ბატონობა 1 და სითების ჩრდილი.
Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

ოჩი, იგივე ბესტუნელი ოჩი, იყო მამრობითი სქესის ჰუმანოიდი, სითი ლიკვიდატორი, რომელიც ახალი რესპუბლიკის ეპოქაში ემსახურებოდა გაცოცხლებულ სითების ბნელ ლორდ და გალაქტიკურ იმპერატორ დართ სიდიუსს. იავინის ბრძოლიდან 15 წლის შემდეგ სიდიუსმა მას დაავალა, მშობლებისთვის წაერთვა რეი. მათ დაუმალეს ქალიშვილი. პასუხად ამაზე ოჩიმ ისინი მოკლა.

მოგვიანებით ლუკ სკაიუოკერმა და ლენდო კალრისიანმა მას მიაგნეს პასაანაზე, სადაც ოჩი განმარტოვდა და მარტოობაში აღესრულა.

ბიოგრაფია[]

დართ სიდიუსის სამსახურში[]

ოჩი, იუპე ტაშუს ცნობილი თანამზრახველი, წარმოშობით იყო პლანეტა ბესტუნიდან. თავდაპირველად მისი საქმიანობა შემოიფარგლებოდა მიღმიერის მსახურების წევრობით.[12] მოგვიანებით იგი სითების მიმდევარი გახდა და ახალი რესპუბლიკის ეპოქაში ემსახურებოდა სითების ბნელ ლორდ და გალაქტიკურ იმპერატორ დართ სიდიუსს.

გარკვეული დროის შემდეგ ოჩის შეუერთდა დროიდი D-O. თავად ოჩის, როგორც მარადიული სითების, სიდიუსის მიმდევრების წევრს, დაევალა სიდიუსის შვილიშვილის, რეის პოვნა. სამართებლის მეშვეობით მან მიაგნო სიდიუსის შვილს და რძალს, რომლებმაც ამასობაში რეი დამალეს. გოგონა საბოლოოდ მოხვდა უნკარ პლატთან, პლანეტა ჯაკუზე, სადაც უფრო უსაფრთხოდ იყო, ხოლო ოჩიმ სამართებლით მისი მშობლები დახოცა.[4]

პასაანა[]

მოგვიანებით ოჩის ეძებდა ჯედაი ლუკ სკაიუოკერი, რომელიც ცდილობდა სითების პლანეტა ექსეგოლის ადგილმდებარეობის დადგენას. ცნობილი იყო, რომ ლუკი ცდილობდა საიდუმლო „გასაღების“ მოპოვებას და, ლენდო კალრისიანთან ერთად, ოჩის მიაგნო უდაბურ პასაანაზე. ორივემ სცადა მისგან რამე ცნობების მოპოვება, თუმცა მათ გამოჩენამდე ოჩი ქვიშებში ჩაიძირა და გამოქვაბულებში მარტოობაში დაიღუპა. მისი კვალი გაქრა.[4] თუ რა ბედი ეწია სინამდვილეში, უცნობია, მაგრამ მისი გვამი ძვლებად ადგილობრივმა მწერებმა აქციეს.[12]

გვიანდელ წლებში[]

Ochis skull TROSVD

ოჩის თავისქალა

იავინის ბრძოლიდან 35 წელს სიდიუსმა კვლავ განაცხადა გალაქტიკაში გაბატონების მიზნების შესახებ. წინააღმდეგობა გამოცოცხლდა. მათ დაიწყეს ექსეგოლის ძიება. პასაანაზე, რეი, ფინი, პო დემერონი, ჩუბაკა, C-3PO და BB-8 აღმოჩნდნენ ქვიშებში, რომლებმაც ოდესღაც ოჩი ჩაითრიეს. გამოქვაბულებში მათ მიაგნეს მის ნარჩენებს, ისევე, როგორც სამართებელს, რომელიც აღმოჩნდა სწორედ ის „გასაღები“, რომელსაც ლუკი ეძებდა. თუმცა, ოჩისგან განსხვავებით, მათ გამოქვაბულებს თავი დააღწიეს.[4] სამართებელი რეის დაეხმარა, ეპოვა სიკვდილის ვარსკვლავი II-ის ნანგრევები, სადაც სითების მგეზავი მოიპოვა. ამ მოწყობილობით მან მიაგნო სიდიუსს და, მნიშვნელოვანი ბრძოლისას საბოლოოდ გაანადგურა.

პიროვნება და თვისებები[]

ოჩის აინტერესებდა სითების საიდუმლოებანი. მიუხედავად იმისა, რომ თავად ძალისადმი მგრძნობიარე არ ყოფილა, დარწმუნებული იყო, რომ მას ეხმარებოდა ძალის ბნელი მხარე. მიაჩნდა, რომ ყოველი მკვლელობა იდუმალებით მოცული დიდი წყვდიადისათვის სასურველი ქმედება იყო.[12]

აღჭურვილობა[]

ოჩი ფლობდა სამართებელს, რომლითაც მოკლა რეის მშობლები, დეთანი და მირამირი, ისევე, როგორც ხომალდ „ბესტუნის მემკვიდრეობას“. აგრეთვე მის მფლობელობაში იყო სპიდერი. ორივე პასაანაზე მისი აღსასრულის შემდეგ დარჩა.[4]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. AltayaCite საბოლოო ორდენი და ექსეგოლის ბრძოლავარსკვლავური ომების ენციკლოპედია
  2. საბოლოო ორდენი და ექსეგოლის ბრძოლა უთითებს, რომ ოჩის ჯედაებზე მონადირის საქმიანობა დაიწყო კლონების ომების დროს. კლონების ომების დასრულების დრო, როგორც უთიტებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 19 იბ. ამრიგად, ოჩი ბესტუნზე დაიბადა იავინის ბრძოლამდე 19 წლამდე.
  3. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
  5. StarWars-DatabankII ბესტუნელი ოჩი Databank-ში (არქივის ბმული)
  6. ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული გამოცემა
  7. 7.0 7.1 სითების ჩრდილი
  8. 8.0 8.1 დართ ვეიდერი (2020) 17
  9. დართ ვეიდერი (2020) 6
  10. დართ ვეიდერი (2020) 11
  11. დართ ვეიდერი (2020) 18
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
Advertisement