FANDOM


Premium-Era-real

ოცნებათა იმპერია: ვარსკვლავური ომების ტრილოგიის ამბავი კევინ ბერნსის დოკუმენტური ფილმი ვარსკვლავური ომების ორიგინალური ტრილოგიის შექმნის შესახებ. მასში თხრობა ფილმების გადაღების ქრონოლოგიას მიჰყვება და დაყოფილია სამ ნაწილად. მთხრობელია რობერტ კლოტუორთი, ხოლო ინტერვიუებს შორის არის ჯორჯ ლუკასისა და მისი სამსახიობო და ტექნიკური გუნდის ჩანაწერები. ფილმის მცდელობაა, თვითმხილველთა დახმარებით ვარსკვლავური ომები სოციოლოგიურ და პოლიტიკურ ჭრილში ასახოს.

ვერსიები

ფილმის ორიგინალური ვერსიის ხანგრძლივობაა 2 საათი და 40 წუთი. მასში აგრეთვე შეტანილია ათწუთიანი მონაკვეთი, რომელშიც მიმოხილულია ვარსკვლავური ომების სპეციალური სადღესასწაულო გამოშვება. ლუკასი აქ აღნიშნავს, რომ ნანობს ვარსკვლავური ომების სრული შემოქმედებითი მართვის უქონლობას. მოგვიანებით ეს ათი წუთი ამოიჭრა და ფილმის ხანგრძლივობა შემცირდა ორნახევარ საათამდე. საბოლოო ვერსია წარმოდგენილია ტრილოგიის 2004 წლის DVD გამოცემაში. კიდევ ერთი, უფრო შემოკლებული ვერსია, ნაჩვენები იყო A&E-ზე 2004 წლის ბოლოს. მისი ხანგრძლივობა 90 წუთს შეადგენდა და, ამრიგად, ფილმიდან ამოღებული იყო მასალის დაახლოებით ერთსაათიანი რაოდენობა.

აღსანიშნავი გამონაკლისები

შენიშვნები და სქოლიო

ბმულები

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.