FANDOM


Premium-Era-real
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია მწერალი ნამდვილი სამყაროდან. იხილეთ აგრეთვე როდიანი პაბლო.

პაბლო იდალგო არის ვარსკვლავური ომების სამყაროსთან დაკავშირებული დიდი რაოდენობის მასალის კანადელი ავტორი — West End Games-ის როლური თამაშებიდან StarWars.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიებამდე (სადაც ზედმეტსახელ Pabawan-ს იყენებდა). იგი აგრეთვე არის Star Wars Fanboy Association-ის დამაარსებელი. 2011 წლამდე მუშაობდა Lucas Online-ის საიტის შიგთავსის მართვაზე და წერდა StarWars.com-ზე გამოქვეყნებული კომიქსების ტექსტებს.

2000 წლის იანვრამდე იდალგო მართავდა Star Wars Index-ს echostation.com-ზე, შემდეგ კი Lucasfilm-თან სამუშაოდ გადავიდა. ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება მან განასახიერა ჯანუ გოდალი (ეს იყო პაბლოს მამის, ხუან იდალგოს სახელის და გვარის ანაგრამა). მის პატივსაცემად შეიქმნა პერსონაჟი პალობ გოდალიც.

მას შემდეგ, რაც The Walt Disney Company-მ Lucasfilm შეიძინა, იდალგო გახდა[1] სპეციალურად ჩამოყალიბებული[2] Lucasfilm Story Group-ის წევრი. ამ ჯგუფის შემადგენლობაში იგი ქმნის და მართავს ერთიან კანონს, რაც გამორიცხავს წინა კანონში არსებულ შეცდომებს. პაბლო შედის Intellectual Property Development Group-შიც.[1]

აღსანიშნავია, რომ სიუჟეტების შემუშავების მხრივ იდალგო Lucasfilm-ის ერთ-ერთი შემოქმედებითი დირექტორია. ვარსკვლავური ომების გარდა, იგი მუშაობდა სხვა ფრენჩაიზებზეც.[3]

შენიშვნები და სქოლიო

ბმულები

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.