ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია მწერალი ნამდვილი სამყაროდან. იხილეთ აგრეთვე როდიანი პაბლო.

პაბლო იდალგო არის ვარსკვლავური ომების სამყაროსთან დაკავშირებული დიდი რაოდენობის მასალის კანადელი ავტორი — West End Games-ის როლური თამაშებიდან StarWars.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიებამდე (სადაც ზედმეტსახელ Pabawan-ს იყენებდა). იგი აგრეთვე არის Star Wars Fanboy Association-ის დამაარსებელი. 2011 წლამდე მუშაობდა Lucas Online-ის საიტის შიგთავსის მართვაზე და წერდა StarWars.com-ზე გამოქვეყნებული კომიქსების ტექსტებს.

2000 წლის იანვრამდე იდალგო მართავდა Star Wars Index-ს echostation.com-ზე, შემდეგ კი Lucasfilm-თან სამუშაოდ გადავიდა. ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება მან განასახიერა ჯანუ გოდალი (ეს იყო პაბლოს მამის, ხუან იდალგოს სახელის და გვარის ანაგრამა). მის პატივსაცემად შეიქმნა პერსონაჟი პალობ გოდალიც.

მას შემდეგ, რაც The Walt Disney Company-მ Lucasfilm შეიძინა, იდალგო გახდა[1] სპეციალურად ჩამოყალიბებული[2] Lucasfilm Story Group-ის წევრი. ამ ჯგუფის შემადგენლობაში იგი ქმნის და მართავს ერთიან კანონს, რაც გამორიცხავს წინა კანონში არსებულ შეცდომებს. პაბლო შედის Intellectual Property Development Group-შიც.[1]

აღსანიშნავია, რომ სიუჟეტების შემუშავების მხრივ იდალგო Lucasfilm-ის ერთ-ერთი შემოქმედებითი დირექტორია. ვარსკვლავური ომების გარდა, იგი მუშაობდა სხვა ფრანშიზებზეც.[3]

ვარსკვლავური ომების პუბლიკაციები და გამოცემები[]

სახელწოდება ფორმატი თარიღი
სერია R-ის ასტრომექანიკოსი დროიდების ისტორია სტატია ჟურნალში 1995
გალაქტიკური ცნობარი 12: უცხომიწელები — მტრები და მოკავშირეები (სხვა ავტორებთან ერთად) როლური თამაშის წიგნი
კათოლის ნაპრალი (სხვა ავტორებთან ერთად) 1996
გალაქტიკური ცნობარი 3: იმპერიის საპასუხო შეტევა, მეორე გამოცემა (პირველი გამოცემის განახლებები და დამატებები)
სათადარიგო ნაწილებივარსკვლავური ომები: თავგადასავლების ჟურნალი 11 მოთხრობა
მაქციები სტატია ჟურნალში 1997
სარეზერვო ხომალდები (აგრეთვე სტივ მილერი, ტიმოთი ს. ო'ბრაიენი, პოლ სედლოუ და ერიკ ს. ტროტმენი) როლური თამაშის წიგნი
საისარის გზის საიდუმლოებანი (with კრეიგ რობერტ კერი და შეინ ჰენსლი)
სანბრას უნივერსიტეტის გონიერი სიცოცხლის ცნობარი: ჯავებიStar Wars Gamer 3 სტატია ჟურნალში 2001
ადუბა-3-ს სტარჰოპერებიStar Wars Gamer 4
იმპერატორის პაიკები (აგრეთვე აბელ გ. პენია და ხუან შვარცი)Star Wars Gamer 5
სანბრას უნივერსიტეტის გონიერი სიცოცხლის ცნობარი: ჩისებიStar Wars Gamer 4
HoloNet News (პოლ ენსის მონაწილეობით) სამყაროს შიდა ახალი ამბების სტატიები 2002
HoloNet NewsStar Wars Insider 20032005
მონადირის ბედი: გრიდოს ისტორია ვებსტრიპი (ადაპტაცია) 2004–2005
კორუსანტის ელიტის ნაწილი ვებსტატია 2004
ვარსკვლავური ომების ქრონიკები: პრიკველები (სტივენ ჯ. სენსუიტის მონაწილეობით) ენციკლოპედია 2005
ახალწვეულები: შეხვედრა ვებსტრიპი 2006
ახალწვეულები: უკან დასახევი გზა არ არის
მაშ, გსურს, დამნაშავე იყო? დამნაშავეთა სამყაროს სპეციალური გამოშვება ვებსტატია
გამაგრილებელი ლიტერატურაStar Wars Insider 90 სტატია ჟურნალში
თავაწყვეტილი ძალა ვებსტრიპი 2008
შრომა მტკივნეულია (მხატვარი) მოთხრობა
ახალწვეულები: დაუვიწყარი დღე ვებსტრიპი გამოუქვეყნებელი
აჯანყების ეპოქის ცნობარი როლური თამაშის წიგნი გაუქმებული
პირველი იმპერია (ერიკ ს. ტროტმენთან)
ვარსკვლავური ომები: პირისპირ საბავშვო წიგნი 2010
ვარსკვლავური ომები: პირისპირ: ტეგ-გუნდები 2011
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: 3-D-ში ასახული საიდუმლოებანი
მკითხველის ძირითადი ცნობარი ენციკლოპედიური ცნობარი 2012
ჯედაის დაბრუნება: არსებების ისტორია ვებსტატია 2013
100 და ათვლაStar Wars Insider 139 სტატია ჟურნალში 2013
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: პირისპირ საბავშვო წიგნი 2014
ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი ენციკლოპედიური ცნობარი 2015
ვარსკვლავური ომების პროპაგანდა: გალაქტიკის დამაჯერებელი ხელოვნების ისტორია 2016
ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური ცნობარი
დიდების ზღურბლზე — გარკვეული თვალსაზრისით მოთხრობა 2017
ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: ვიზუალური ლექსიკონი ენციკლოპედიური ცნობარი
სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: ოფიციალური ცნობარი 2018
ნაძირლები და ბოროტები: გალაქტიკის ყველაზე საშიში დამნაშავეების საქმეები
ვარსკვლავური ომები: არსებები უცხომიწელთა წინააღმდეგ საბავშვო წიგნი 2019
ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი ენციკლოპედიური ცნობარი
ვარსკვლავური ომების წიგნი 2020
ვარსკვლავური ომები: ტრანსპორტის სრული ცნობარი, ახალი გამოცემა
ვარსკვლავური ომები: მომხიბლავი ფაქტები
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი: სრული ვიზუალური ცნობარი 2021
ვარსკვლავური ომები წლიდან წლამდე: ვიზუალური ისტორია, ახალი გამოცემა

შენიშვნები და სქოლიო[]

გარე ბმულები[]

Advertisement