პადმე ამიდალა ნაბერი იყო ქალი სენატორი, რომელიც გალაქტიკური რესპუბლიკის პერიოდში წარმოადგენდა ნაბუს ხალხს. გალაქტიკურ სენატში მოხვედრამდე იგი იყო ნაბუს სამეფო სახლის არჩეული მმართველი. როგორც პოლიტიკური იდეალისტი, მხარს უჭერდა დემოკრატიას და კლონების ომების საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტას. თუმცა, რაინდ ჯედაი ანაკინ სკაიუოკერთან მის ფარულ ქორწინებას გალაქტიკური ისტორიის შემდგომ ათწლეულებზე დიდი გავლენა ჰქონდა.
პადმე ნაბერი, რომელიც დაიბადა რესპუბლიკის ეპოქაში, იავინის ბრძოლამდე 46 წელს, შუა რგოლის სამყარო ნაბუზე აღზარდეს მშობლებმა, რუვი და ჯობალ ნაბერიებმა. მიუხედავად ნაბერიების ოჯახის წევრობისა, პადმე საზოგადო ცხოვრებაში ადრეული ასაკიდანვე მონაწილეობდა. სამოქალაქო მოვალეობის აღსრულების სურვილით იგი გახდა დედოფალი და იავინის ბრძოლამდე 32 წელს ცნობილი იყო როგორც ამიდალა. მრჩეველი სენატორ შივ პალპატინის მაქინაციების გამო სავაჭრო ფედერაციის მხრიდან ნაბუს ბლოკადის და მასზე შეჭრისას ამიდალას მმართველობამ რთული გამოცდა გაიარა. ვერ შეძლო რა საბრძოლო დროიდების არმიისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა, დედოფალმა კორუსანტზე დახმარებისთვის გალაქტიკურ სენატს მიმართა, თუმცა ბიუროკრატიისა და სხვა პროცესების გამო მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, ჯედაების ორდენის და განგანების დიადი არმიის დახმარებით მან მშობლიური სამყარო იხსნა, ფინის ვალორუმის მიმართ უნდობლობის ვოტუმი გამოტანის გამო პალპატინმა უზენაესი კანცლერის ადგილი დაიკავა.
მმართველობის წლების შემდეგ ამიდალა სენატის წევრი გახდა და ცდილობდა დიპლომატიით სეპარატისტული კრიზისის გადაწყვეტას. იავინის ბრძოლამდე 22 წელს იგი ლოიალისტების კომიტეტის წამყვან სახედ იქცა. გადაურჩა რა სავაჭრო ფედერაციის მიერ მოწყობილ მკვლელობის მცდელობას, მან დედაქალაქი დატოვა და ნაბუზე პადავან ანაკინ სკაიუოკერის ზედამხედველობით დაბრუნდა. მართალია, ჯედაების კოდექსით პირადი ურთიერთობები და მიჯაჭვულობა აკრძალული იყო, ისინი დაახლოვდნენ და ერთმანეთის მიმართ ძლიერი გრძნობები დაებადათ. ჯეონოსისის პირველი ბრძოლის შემდეგ ამიდალამ (მიუხედავად მისი საკუთარი დათქმისა მათი ურთიერთობისა და იმ შედეგების შესახებ, რომლებსაც ისინი წააწყდებოდნენ, თუკი ოდესმე სიმართლე გამოცხადდებოდა) ანაკინთან ფარულად იქორწინა. შემდგომში, კლონების ომების დროს, ისინი ერთად იშვიათად იყვნენ. ამიდალა სენატში პრობლემების გადაწყვეტის მშვიდობიან გზებს კვლავ ეძებდა, ხოლო სკაიუოკერი ფრონტის წინა ხაზებზე იბრძოდა როგორც რესპუბლიკის დიადი არმიის გენერალი ჯედაი. გალაქტიკური მასშტაბის კონფლიქტის უკანასკნელ თვეს პადმემ ანაკინს უამბო ფეხმძიმობის შესახებ. სკაიუოკერი, მისი დაკარგვის შიშით, მოიცვა ძალის ბნელმა მხარემ. იგი სულ უფრო და უფრო არწმუნებდა თავს, რომ თუკი სითი ლორდი იქნებოდა, ძალის მეშვეობით ცოლს მშობიარობისას გადაარჩენდა. ამიდალა, რომელმაც ანაკინის დაცემის ამბავი შეიტყო, გულგატეხილი დაიღუპა, თუმცა მანამდე შობა ორი ტყუპი — ლუკ სკაიუოკერი და ლეია ამიდალა სკაიუოკერი. უკანასკნელი ამოსუნთქვისას პადმემ წარმოთქვა, რომ ყოფილ ანაკინ სკაიუოკერში (რომელიც შემდგომში, გალაქტიკური იმპერიის დროს, ცნობილი გახდა როგორც დართ ვეიდერი) კვლავ იყო რაღაც სიკეთე.
ამიდალას შვილებმა იმპერიის დაშლაში და მისი ქმრის გამოსყიდვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ისევე, როგორც დედა, ლეია საჯარო მოხელე გახდა და თავისუფლების დემოკრატიულ იდეალებს იცავდა — როგორც რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი, ასევე ახალი რესპუბლიკის ფიგურა, შემდგომში კი, როგორც წინააღმდეგობის გენერალი, ებრძოდა პირველი ორდენის, გალაქტიკური იმპერიის მემკვიდრის ძალებს. ლუკმა — როგორც ერთ დროს მამამისმა — მიიღო ჯედაების ცოდნა და იქცა აჯანყებულთა ალიანსის ომის სახელოვან გმირად. მამის ნათელ მხარეზე დაბრუნების მცდელობით ამიდალას უკანასკნელი სიტყვები ასრულდა, როდესაც ანაკინმა ენდორის ბრძოლისას იმპერატორი თავად მოკლა.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- Minecraft
- უილიამ შექსპირის "მუქარის მოჩვენება": ვარსკვლავური ომები, ნაწილი პირველი
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — "გაქცევა ენდორიდან" (მოგონებებიდან)- უილიამ შექსპირის კლონების არმიის შეტევა: ვარსკვლავური ომები, ნაწილი მეორე
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — "კრიზისი კორუსანტზე" (მოგონებებიდან)- Disney Infinity 3.0
- უილიამ შექსპირის სითების შურისძიების ტრაგედია: ვარსკვლავური ომები, ნაწილი მესამე
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები, ეპიზოდები I-III (მოგონებებიდან)
- LEGO Star Wars: The Force Awakens
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — "ნადირობა კაიბერ-მახვილის ბროლებზე" (მხოლოდ ხსენება)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — "კაიბერ-მახვილის დაბრუნება" (მხოლოდ ხსენება)- Fortnite
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — "გაქცევა კორუსანტიდან" (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)LEGO Star Wars Stop-Motion Story: Breakfast of Champions LEGO-ს YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
LEGO Star Wars Stop-Motion Story: Jabba Jumps Into The Race LEGO-ს YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
LEGO Star Wars Battle Story: Father Son Time LEGO-ს YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) ( ხილვაში)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: სპეციალური სადღესასწაულო გამოშვება (მხოლოდ ხსენება)
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
ვარსკვლავური ომები: ხედვები — "მოგზაურობა ბნელ თავზე" ( ხილვაში)- LEGO Fortnite Brick Life (მხოლოდ კოსტიუმი)
წყაროები[]
არაკანონიკური წყაროები[]
ვარსკვლავური ომები: ხედვები: ფოკუსი რეჟისორზე — "აკაკირი" (მხოლოდ მოკლე ვიდეოში)
"Journey to the Dark Head" Episode Guide | Star Wars Visions Volume 2 StarWars.com-ზე (არქივის ბმული)- LEGO-ს ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული გამოცემა
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2
Padmé Amidala Encyclopedia-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
- ↑ 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑
#2.01: Inside "The Siege of Lothal" | Star Wars Rebels StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
- ↑ 6.0 6.1 სრული ვარსკვლავური ომები
- ↑ 7.0 7.1 7.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
- ↑ 8.0 8.1 8.2
Star Wars: Card Trader (კომპლექტი: Base Series 1, ბარათი: Padmé Naberrie - Handmaiden)
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 დედოფლის ჩრდილი
- ↑
Bail Organa Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑
Padmé Amidala Biography Gallery Databank-ში (არქივის ბმული) (სურათი 25, წარწერა)
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "მკვლელობები სენატში"
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "გმირები ორივე მხარეს"
- ↑ დედოფლის განსაცდელი
- ↑ დედოფლის განსაცდელი უთითებს, რომ სანანდრასა ამიდალამდე არჩეული იყო ერთი ვადით. ვინაიდან დედოფლის განსაცდელი ნაბუზე შეჭრამდე განვითარებულ მოვლენებს აღწერს (მათი განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 32 იბ), ვასკვნით, რომ სანანდრასას მმართველობის წლებია 34 იბ—32 იბ.
- ↑ ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ