ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

პაზ ვიზლა იყო ტომის წევრი მანდალორელი, აქტიური ახალი რესპუბლიკის ეპოქაში.[4] იავინის ბრძოლიდან 9 წელს[8] მას ჯილდოზე მონადირე მანდალორელთან მცირე შელაპარაკება ჰქონდა — მას შემდეგ, რაც უკანასკნელი მანდალორულ თავშესაფარში დაბრუნდა უკანასკნელი შესრულებული დავალებით მოპოვებული ბესკარით. მათ კამათში ჩაერია მეიარაღე.[4]

მოგვიანებით, როდესაც დინ გროგუს გადარჩენისას გრიფ კარგა და ჯილდოზე მონადირეთა ბანდა მანდალორელს თავს დაესხნენ, ვიზლა იყო ერთ-ერთი ტომის მანდალორელებს შორის, რომელიც მის დასახმარებლად მოფრინდა. მიუხედავად მანამდე არსებული გაუგებრობისას, ვიზლამ და ჯილდოზე მონადირებ კონფლიქტის დროს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს და წარმოთქვეს: "ასეთია წესი". მოგვიანებით, ბრძოლის შემდეგ, ვიზლამ თავისი რეაქტიული ზურგჩანთით ჩაუფრინა ქვემეხიან ნავ სამართებლის პირს და მანდალორელს ხელი დაუქნია.[4]

კადრს მიღმა[]

პაზ ვიზლა პირველად გამოჩნდა ტელესერიალ მანდალორელის მესამე თავში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვინაობა ეპიზოდის მსვლელობისას არ გაირკვა (მისი დუბლიორი იყო ტეიტ ფლეტჩერი), პერსონაჟი აღნიშნულია ეპიზოდის ტიტრებში.[4] მას ახმოვანებს ჯონ ფავრო.[9]

გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული გამოცემა
  2. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ მანდალორელის პირველი სეზონის ეპიზოდში "თავი 1: მანდალორელი" მოვლენათა განვითარების დროა 9 იბშ. ამასთან, "A Certain Point of View" — Star Wars Insider 228 ასევე უთითებს, რომ ეპიზოდში "მეშვიდე ნაწილი: ოცნებები და უგუნურობა" სიუჟეტი ვითარდება ახალი იმედის მოვლენებიდან ცხრა წლის შემდეგ, რაც არის ქრონოლოგიებით განსაზღვრული 9 იბშ. ნახსენებ ეპიზოდში მოვლენები ვითარდება მანდალორზე კონფლიქტის შემდეგ, რომელიც აღწერილია მანდალორელის მესამე სეზონის საბოლოო ეპიზოდებში "თავი 23: ჯაშუშები" და "თავი 24: დაბრუნება". ამრიგად, მანდალორელის პირველი მესამე სეზონის ჩათვლით (სადაც შედის "თავი 17: რჯულგანდგომილი") მოვლენები ვითარდება პირდაპირ ბობა ფეტის წიგნის შემდეგ და მანდალორელის აღნიშნულ ეპიზოდში მოვლენები ამავე წელს ვითარდება.
  3. ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 23: ჯაშუშები"
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 3: დანაშაული"
  5. 5.0 5.1 5.2 ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 5: მანდალორელის დაბრუნება"
  6. 6.0 6.1 ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 3: დანაშაული"
  7. ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 20: ნაპოვარა"
  8. D23 Expo 2019-ზე ნაჩვენები ამ ქრონოლოგიის თანახმად, მანდალორელის მოვლენები ვითარდება ჯედაის დაბრუნებიდან ხუთი წლის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ეს ჯედაის დაბრუნების მოვლენები ვითარდება 4 წელს, ასე, რომ მანდალორელის მოვლენები 9 წელს ვითარდება.
  9. მანდალორელი, მესამე ეპიზოდი: დამალული სიურპრიზები: სიცოცხლის დღე, რკინის კაცი, პრინცესა ლეია და სხვები