მამრობითი სქესის პაიკი პაიკების სინდიკატის სახელით მოქმედებდა პლანეტა ტატუინზე როგორც ბოსი. მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ტასკენებთან პაიკებს უთანხმოება წარმოეშვათ, ბობა ფეტმა მოითხოვა მკვიდრი მოსახლეობის დაცვის საფასური, რაზეც ბოსის უფროსებმა უარი თქვეს, რადგან მათ უკვე გადაუხადეს თანხა ნიკტოებს კინტანი მაწანწალების ბანდიდან. პაიკების ბოსმა ფეტთან განიხილა შეთანხმებასთან დაკავშირებული გართულებები. ფეტი მას შეპირდა, რომ პაიკებს ნიკტოები აღარ შეაწუხებდნენ.
წლების შემდეგ ფეტის გოტრას და პაიკების სინდიკატს შორის ტატუინზე ომის დროს გოტრის მთავარმა ლიკვიდატორმა ფენეკ შენდმა შეასრულა მისია, რომლის დროს მტრის ქალაქ მოს-ესპაში მოქმედებების აღსაკვეთად ყველა წინამძღოლი მოკლა. ისინი ისხდნენ კოსმოპორტ მოს-აიზლის უდაბნოს კვლევის სამსახურის შენობაში. შენდი შეიპარა და მოკლა მოს-ესპას კრიმინალური ოჯახების ყველა წინამძღოლი, მათ შორის — პაიკების ბოსი და მისი მცველები, ისევე, როგორც მოს-ესპას კორუმპირებული მერი მოკ შაიზი, რომელიც ასევე პაიკების სინდიკატთან იყო შეკრული.[3]
კადრს მიღმა[]
პერსონაჟი პირველად გამოჩნდა ტელესერიალ ბობა ფეტის წიგნის[2] მესამე ეპიზოდში "თავი 3: მოს-ესპას ქუჩები" (მოგონებების სცენებში), რომელიც Disney+-ზე გამოვიდა 2022 წლის 12 იანვარს.[4] მის როლს ასრულებს ფილ ლამარი, ხოლო ჯეიმი ალეგზანდერი მმართავი მსახიობია.[2]
გამოჩენები[]
- ჯილდოზე მონადირეები 42
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 3: მოს-ესპას ქუჩები" (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 7: ღირსების სახელით"
წყაროები[]
The Book of Boba Fett Cargo Hold: "Chapter 3: The Streets of Mos Espa" StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)Stranger | The Book of Boba Fett | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
Disney-ს გალერეა: მანდალორელი — "ბობა ფეტის წიგნი"Disney Gallery: The Book of Boba Fett | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
Topps Star Wars Living Set ბარათი: #389: Pyke Boss (არქივის ბმული)
"A Certain Point of View" — Star Wars Insider 217- ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია: ვარსკვლავური ომების გალაქტიკის ყოვლისმომცველი მეგზური
Pyke Base Databank-ში (არქივის ბმული)
Pyke Boss Databank-ში (არქივის ბმული)
Pyke Syndicate Databank-ში (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ბობა ფეტის წიგნის "აწმყოს" სცენების მოვლენათა განვითარების დროა 9 იბშ. ამრიგად, პაიკი ბოსი ტატუინზე დაიღუპა ამავე წელს.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 3: მოს-ესპას ქუჩები"
- ↑
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 7: ღირსების სახელით"
- ↑
Everything New You Can Stream on Disney+ in January 2022 D23.com (არქივის ბმული)