ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდების ვერსიაზე. 

OnACanonArticleGoToLegends

პალპატინების ოჯახი, იგივე პალპატინების მოდგმა ან პალპატინების სახლი, იყო არისტოკრატ ადამიანთა დინასტია, წარმოშობით შუა რგოლის ტერიტორიების პლანეტა ნაბუდან. მისი წევრი, შივ პალპატინი, გალაქტიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. რესპუბლიკის ეპოქაში იგი, სანამ იავინის ბრძოლამდე 32 წელს უზენაეს კანცლერად აირჩევდნენ, ნაბუს ხალს როგორც სენატორი გალაქტიკურ სენატში წარმოადგენდა. რესპუბლიკისგან ფარულად შივი იყო დართ სიდიუსი, სითების ბნელი ლორდი. დართ ბეინის მემკვიდრე სიდიუსი სითი ლორდების მრავალთაობიანი ჩანაფიქრის ასრულებაზე ზრუნავდა. ეს ჩანაფიქრი გულისხმობდა ჯედაების ორდენის განადგურებას და სითების ძალაუფლების აღდგენას. მისი ზედამხედველობით მოხდა შეჭრა ნაბუზე, სეპარატისტული კრიზისი და კლონების ომები — კონფლიქტები, რომელთა მიზანი იყო სიდიუსის აღზევება. იავინის ბრძოლამდე 19 წელს მან სახელმწიფო ღალატის მომიზეზებით გაანადგურა ჯედაები და გახდა გალაქტიკური იმპერატორი, რესპუბლიკა გალაქტიკურ იმპერიად გარდაქმნა და ორმაგი ცხოვრება დაასრულა. პალპატინის გვარი იმპერიული ეპოქის დროს დაივიწყეს და გალაქტიკა მას უბრალოდ იმპერატორს უწოდებდა.

უკვდავების მიღების მიზნით სიდიუსი გაცოცხლდა იავინის ბრძოლიდან 4 წელს დაღუპვის შემდეგ. ძალის ბნელი მხარის დახმარებით მან საკუთარი რაობა გადაიტანა თავდაპირველი სხეულის კლონში, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სხეული არამდგრადი იყო. იმპერატორის გენეტიკური მასალის გამოყენებით მარადიულმა სითებმა შეიმუშავეს სხეულის სხვადასხვა ვარიანტი. სითების კულტის ექსპერიმენტების ერთ-ერთი შედეგი იყო დათანი, ჯაჭვიდან ხელოვნურად გაზრდილი. მართალია, იგი სიდიუსის კლონიც და გენეტიკური შვილიც იყო, მამასავით ძალისადმი მგრძნობიარე არ ყოფილა. თუმცა, იავინის ბრძოლიდან 15 წელს, მას, ცოლთან, მირამირთან, ეყოლა ძალისადმი მგრძნობიარე შვილი, რეი. სიდიუსს შვილიშვილი მიაჩნდა სულის შესასახლებლად საუკეთესო სხეულად, მაგრამ მისი გეგმები ჩაიშალა, როდესაც დათანმა და მირამირმა რეი გადასარჩენად ჯაკუზე უნკარ პლატს მიჰყიდეს. მოგვიანებით, იავინის ბრძოლიდან 21 წელს ისინი მოკლა სიდიუსის მსახურმა, ოჩიმ.

იავინის ბრძოლიდან 35 წელს, პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომის დროს, სიდიუსმა გამოაცხადა დაბრუნების შესახებ. იმ დროისთვის მარადიული სითების ფლოტი, საბოლოო ორდენი, უკვე ჩამოყალიბებული იყო და მზად იყო, გალაქტიკის დასაპყრობად დაეტოვებინა ექსეგოლი. ექსეგოლის ბრძოლისას სიდიუსმა სცადა შვილიშვილის ბნელ მხარეს მოქცევა, უამბო რა, რომ სწორედ მას ჰქონდა პატივი, ემართა გალაქტიკა როგორც იმპერატორს და პალპატინების მოდგმის მემკვიდრეს. ჯედაის შეგირდმა სიდიუსის მემკვიდრეობაზე უარი თქვა და ის საბოლოოდ ბენ სოლოს და წარსულის ჯედაების სულების დახმარებით გაანადგურა, რითაც სიდიუსის გეგმა, ,არადიულად ემართა სითების იმპერია, ჩაიშალა.

გენეალოგია[]

დართ სიდიუსი
(შივ პალპატინი)[2] ♂
დათანი
(ჯაჭვიდან გაზრდილი)[15] ♂
მირამირი[2]
(იხ. მირამირის ოჯახი)[6] ♀
რეი სკაიუოკერი
(საპატიო წევრი)[16] ♀

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: საყმაწვილო რომანი
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
  4. StarWars.com Star Wars Inside Intel: Palpatine's Contingency Plan StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული)
  5. 5.0 5.1 ToppsDigitalLogo Star Wars: Card Trader (კომპლექტი: Base Series 1, ბარათი: Senator Palpatine - Naboo Senator)
  6. 6.0 6.1 სითების ჩრდილი
  7. StarWars-DatabankII Rey Databank-ში (არქივის ბმული)
  8. 8.0 8.1 ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  9. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება მოვლენები ვითარდება ძალის გამოღვიძებიდან ერთი წლის შემდეგ. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ძალის გამოღვიძების მოვლენათა განვითარების დროა 34 იბშ, სკაიუოკერის აღზევების მოვლენათა თარიღია 35 იბშ.
  10. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ სითების ჩრდილის მოვლენათა განვითარების დროა 21 იბშ.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 StarWars-DatabankII Emperor Palpatine/Darth Sidious Databank-ში (არქივის ბმული)
  12. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  13. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
  14. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი
  15. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გაფართოებული გამოცემა
  16. სკაიუოკერი: ოჯახი ომში