ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის კანონიკურ ვერსიაზე.  ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის ლეგენდარულ ვერსიას. 
სტატიაში აღწერილია გალაქტიკური იმპერატორი. პალპატინი აგრეთვე წარმოდგენილია სხვა მნიშვნელობებით. იხილეთ პალპატინი (მრავალმნიშვნელოვანი).
Qicon
ვარსკვლავური ომების ლეგენდებთან დაკავშირებული ეს სტატია შეიცავს ინფორმაციას, რომელზეც გავლენას ახდენს პროექტი კლონების ომები.
ლეგენდების კლონების ომების ახალი ქრონოლოგია Lucasfilm-ს არ ეკუთვნის.

პალპატინი, აგრეთვე ცნობილი სითური სახელით დართ სიდიუსი, ან უბრალოდ იმპერატორი, იყო ძალისადმი მგრძნობიარე მამაკაცი, გალაქტიკური რესპუბლიკის უზენაესი კანცლერი იავინის ბრძოლამდე 3219 წლებში, გალაქტიკური იმპერიის პირველი იმპერატორი 19-დან იავინის ბრძოლიდან 4 წლამდე. მას, როგორც სითი ლორდების ორდენისითების ბნელ ლორდს, უწოდებდნენ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს, ვინაიდან მისი ქმედებების შედეგად დაემხო როგორც რესპუბლიკა, ასევე ჯედაების ორდენი. სადისტური და თვითკმაყოფილების მქონე მიზნებით, ისევე, როგორც მათი დამალვის უნარით, პალპატინმა გალაქტიკაზე იქონია ბევრად დიდი გავლენა, ვიდრე რომელიმე სხვა პიროვნებამ. აგრეთვე განუზომელი იყო მისი გავლენა ისტორიაზე.

დაბადებული იავინის ბრძოლამდე 82 იბ წელს, პლანეტა ნაბუზე, პალპატინების სახლში, მომავალმა კანცლერმა სითების არსებობა დაადგინა ადრეულ ასაკში, ბნელი ძალის არტეფაქტების ძიებისას. იავინის ბრძოლამდე 65 იბ მან გაიცნო ჰიგო დამასკი, მუუნი საქმოსანი, რომელიც სინამდვილეში იყო სითი ლორდი დართ პლეგასი. მისი მანიპულირებით პალპატინმა მოკლა საკუთარი მამა და ახალი მასწავლებლის ერთგული გახდა როგორც დართ სიდიუსი. მრავალი წლის განმავლობაში იგი მალავდა საკუთარ ზრახვებსა და მეორე საქმიანობას, მსახურობდა როგორც ნაბუს ელჩი გალაქტიკურ სენატში, იმავე დროს კი შეისწავლიდა უამრავ რამეს მასწავლებისგან და ფარულად წვრთნიდა ნორჩ ზაბრაკს, მომავალ სით ლიკვიდატორ დართ მოლს. პლეგასიც და სიდიუსიც, ძალაში დახელოვნებულები, ათწლეულების განმავლობაში წარმატებით უმალავდნენ საკუთარ ვინაობას ჯედაებს. სანამ პლეგასი ეძებდა მარადიული სიცოცხლის მოპოვების საშუალებას, სიდიუსი ახდენდა გალაქტიკური პოლიტიკის მანიპულირებას, რაც წარმატებით აღინიშნა სავაჭრო ფედერაციის მიერ ნაბუს ბლოკადით. პოლიტიკური კრიზისის ფონზე გალაქტიკურმა სენატმა პალპატინი აირჩია უზენაეს კანცლერად და, დაახლოებით იმავე დროს, როგორც ამას დართ ბეინის მიერ გამოგონილი ორის წესი მოითხოვდა, სიდიუსმა მოკლა პლეგასი და დაიკავა ოსტატი სითის ადგილი.

როგორც რესპუბლიკის კანცლერმა და სითების ბნელმა ლორდმა, პალპატინმა გამოიწვია კონფლიქტი, რომელსაც ნაბუს კრიზისიდან ათი წლის თავზე მოჰყვა კლონების ომები. იგი მართავდა როგორც გალაქტიკურ რესპუბლიკას, ასევე, ფარულად, დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციას. საჯაროდ ამ გამოყოფილი ფრაქციის წინამძღოლი იყო ყოფილი ოსტატი ჯედაი, გრაფი დუკუ, მოლის დაღუპვის შემდეგ სიდიუსის მეორე შეგირდი, რომელსაც დართ ტირანუსი ეწოდა. ომში მილიარდების დაღუპვის ფონზე რესპუბლიკის მოსახლეობის უმეტესობამ უპირატესობა მიანიჭა კანცლერ პალპატინს, გალაქტიკური კონსტიტუციის ცვლილებას და სენატისთვის ძალაუფლების უმაღლესი დონის მინიჭებას. იავინის ბრძოლამდე 19 წელს, ტირანუსის განადგურების შემდეგ პალპატინმა რაინდ ჯედაი ანაკინ სკაიუოკერს გაუმხილა საკუთარი ნამდვიი ვინაობა, დაჰპირდა, რა, რომ ბნელი მხარის ცოდნა გადაარჩინა მის ცოლს, რომლის დაღუპვას ანაკინი სიზმრებში ხედავდა. ჯედაების უზენაემა საბჭომ ვერ შეძლო კანცლერის დაკავება და სკაიუოკერმა სიდიუსს ერთგულება აღუთქვა, გახდა რა მისი შეგირდი, დართ ვეიდერი. ჯედაების ორდენის ყველა წევრს დაბრალდა სახელმწიფო ღალატი და ისინი მოკლეს საკუთარმა კლონმა სამხედროებმა, რამაც მათი თითქმის სრული განადგურება მოჰყვა. ჯედაების წინააღმდეგობის გარეშე სიდიუსმა საკუთარი თავი გამოაცხადა პირველი გალაქტიკური იმპერიის იმპერატორად და დაასრულა 25.000-ზე მეტი წლის ისტორიის მქონე რესპუბლიკის არსებობა.

როგორც იმპერატორი, სიდიუსი წარმატებით მართავდა სრულიად გალაქტიკას და თითქმის ყველას, ვინც მასში ცხოვრობდა. ამ ზეობისას მან შექმნა გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი შეიარაღებული ძალა და გალაქტიკას თითქმის ორი ოცწლეულის განმავლობაში ყოველგვარი წინაღობების გარეშე მართავდა. მოგვიანებით იგი ოფიცრების სიცოცხლეების დაუფიქრებლად განადგურებით უკმაყოფილო გენტისის მიერ გავრცელებული სასიკვდილო ვირუსით დაავადდა. გენტისმა ააჯანყა პატიმრები და სცადა იმპერიის დამხობა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და გენტისი თავად სიდიუსმა მოკლა. იმპერატორმა ამის შემდეგ გალაქტიკის მართვა საზარელი პოლიტიკით დაიწყო, რომლის სიმბოლოდ იქცა სიკვდილის ვარსკვლავი, დიდი სუპერიარაღი, რომელსაც მთლიანი პლანეტების განადგურება შეეძლო. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ვეიდერი ფარულად წვრთნიდა გეილენ მერეკს, ძალის არაჩვეულებრივად ძლიერ მცოდნეს, რომელსაც „სტარკილერს“ უწოდებდნენ. როდესაც სიდიუსმა იავინის ბრძოლიდან 3 წელს იგი აღმოაჩინა, მან ვეიდერს უბრძანა, ყველაფერი ისე წარმოეჩინა, თითქოს სტარკილერი დაიღუპა და მოგვიანებით მოითხოვა სტარკილერის მიერ იმპერიაში ყველაზე ძლევამოსილების შეკრება და აჯანყების მოწყობა, რათა ყველა გაენადგურებინა. სიდიუსის გეგმა ჩაიშალა მაშინ, როდესაც სტარკილერმა, რომელიც სასიკვდილო ჭრილობებისგან განიკურნა და დაუახლოვდა ნათელ მხარეს, სიდიუსზე შურისძიება გადაწყვიტა და მას შეხვდა სიკვდილის ვარსკვლავზე. მან საკუთარი თავი გასწირა, რამაც დისიდენტი სენატორები შთააგონა, შეექმნათ რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი. როდესაც დაიწყო გალაქტიკური სამოქალაქო ომი, პალპატინი, ირონიის შედეგად, დაუპირისპირდა აჯანყებას, რომელიც თავად შემთხვევით წარმოშვა. იმპერიის დიდი დამარცხების შემდეგ, იავინის ბრძოლამდე 0 წლიდან, იმპერატორის გალაქტიკაზე გავლენამ შესუსტება დაიწყო.

იავინის ბრძოლიდან 4 წელს სიდიუსმა ყველაფერი დადო აჯანყებულთა ალიანსის საბოლოოდ გასანადგურებლად და აჯანყების ჯაშუშებს საშუალება მისცა, შეეტყოთ მეორე სიკვდილის ვარსკვლავის არსებობის და მისი ენდორთან მდებარეობის შესახებ. როგორც მოსალოდნელი იყო, ალიანსი ამ სატყუარაზე წამოეგო და იმპერატორის, ვეიდერი და სიკვდილის ვარსკვლავის გასანადგურებლად ფლოტი გააგზავნა. იმ იმედით, რომ ალიანსი საბოლოოდ გაებმებოდა მის მახეში, სიდიუსმა ისე იმოქმედა, რომ ლუკ სკაიუოკერი, დართ ვეიდერის ვაჟი, მასთან თავად მივიდა. მან ლუკს უბრძანა, ბნელ მხარეზე გადასულიყო და ვეიდერი ჩაენაცვლებინა. ალიანსის დამარცხებაზე და მეგობრების დაღუპვაზე შიშების დათესვის შემდეგ ბნელი ლორდი სიამოვნებით ადევნებდა თვალს, თუ როგორც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბრძოლაში მამა და შვილი. ამის შემდეგ მან უბრძანა ლუკს, მოეკლა ვეიდერი. მაგრამ ლუკი ბნელ მხარეს არ დანებდა და მამა შეიბრალა. პასუხად სიდიუსმა მისკენ მთელი მრისხანება მიმართა. ძალის ელვით წამება მანამ გრძელდებოდა, ვეიდერი, ნათელ მხარეზე დაბრუნებული ანაკინ სკაიუოკერი, უკვე ყოფილ მასწავლებელს შახტში გადააგდებდა. ამ თავგანწირვამ განამტკიცა მისი, როგორც რჩეულის სახელი და დაასრულა სითი ლორდების ორდენის არსებობა.

გალაქტიკური სამოქალაქო ომის დარჩენილ პერიოდში იმპერიის ნამსხვრევებს რთული დრო დაუდგათ — ალიანსი გარდაიქმნა ახალ რესპუბლიკად. ამასთან, სიდიუსმა ძალის უძველესი ტექნიკით შეძლო საკუთარი სულის ბირთვის პლანეტა ბისზე მყოფი სხვა კლონებში გადატანა. იავინის ბრძოლიდან 10 წელს იგი დაბრუნდა გალაქტიკაში და სცადა იმპერიის აღდგენა. ლუკ სკაიუოკერი მან დროებით მოაქცია ბნელ მხარეს და საკუთარ შეგირდად აქცია. სიდიუსის მიერ უკვდავების მოპოვების მცდელობა მისივე გარემოცვამ ჩაშა, მათ შორის — მისივე გვარდიის წევრმა, კარნორ ჯექსმა. კლონების სხეულების და მათი გენეტიკური ნიმუშების გარეშე დარჩენილმა სიდიუსმა იავინის ბრძოლიდან 11 წელს სცადა ვეიდერის ყველაზე უმცროსი შვილიშვილის, ანაკინ სოლოს სხეულში შეღწევა. ამჯერად მის გეგმებს წინ აღუდგა სიკვდილის პირას მყოფი რაინდი ჯედაი, ემპატოჯეიოს ბრანდი, რომელმაც ბენლი ლორდი ძალის ქვესკნელში სამუდამოდ ჩაითრია. მართალია, პალპატინი საბოლოოდ განადგურდა, მისი მემკვიდრეობა და მასზე მოგონებები გალაქტიკაში სამუდამოდ დარჩა.

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 1.9 დართ პლეგასი
  2. StarWarsDotComBlogsLogoStacked ძირითადი პერსონაჟების დაბადების წლებიKeeper of the Holocronლილანდ ჩიბლოგი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული), წაკითხვის თარიღი: 7 აპრილი, 2007
  3. 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  4. 4.0 4.1 ბნელი იმპერია 5
  5. ბნელი იმპერია 6
  6. იმპერიის აღსასრული 2
  7. StarWars პალპატინი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  8. StarWars დართ სიდიუსი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  9. ვარსკვლავური ომები: პირისპირ: ტეგ-გუნდები
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
  12. ვარსკვლავური ომები: ცნობარი 3: ბნელი იმპერია
  13. ნაბუს საიდუმლოებანი
  14. 14.0 14.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  15. სითების წიგნი: ბნელი მხარის საიდუმლოებანი
  16. ძალის მემკვიდრეობა: ღალატი
  17. Destruction
  18. უკანასკნელი ჯედაებიდან: საიდუმლო იარაღი
  19. პერსონაჟების ახალი ძირითადი ცნობარი
  20. SWGamer-icon იმპერატორის პაიკებიStar Wars Gamer 5
  21. ჯედაები სითების წინააღმდეგ: ძალის ილუსტრირებული მეგზური
Advertisement