- „ჩვენ არ ვარ მეამბოხენი. ჩვენ პარტიზანები ვართ. ჩვენ აჯანყება ვართ. თან ბრძოლაში გამოწვრთნილი მებრძოლები მყავს. გამოცდილი ტაქტიკოსები მყავს. პილოტები მყავს, მთელი ესკადრილია. საპასუხო შეტევის საშუალებები მაქვს. ორივეს გთავაზობთ, შემომიერთდეთ.“
- ―სო გერერა მიმართავს ბეიზ მალბუსს და ჩირრუტ იმვეს
პარტიზანები წარმოადგენდნენ მილიციურ ამბოხებულ ჯგუფს, რომელიც გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ იმპერიულ ეპოქაში მართავდა სისხლიან კამპანიებს. ისინი სო გერერამ იავინის ბრძოლამდე 19 წელს ჩამოაყალიბა. პარტიზანებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ონდერონის, გერერას მშობლიური სამყაროს იმპერიული ძალებისგან გათავისუფლებაში და მოგვიანებით იქცნენ რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის მოკავშირე აჯანყებულთა ჯგუფად. თუმცა, ზოგიერთი, მაგალითად, ალიანსის ხელმძღვანებელბი მონ მოთმა და ბეილ ორგანა, გერერას ფრაქციისგან თავს შორს იკავებდნენ, მისი სასტიკი ტაქტიკის გამო, რომელიც აგრეთვე გულისხმობდა წამებას და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასმას.
იავინის ბრძოლამდე 0 წლისთვის მილიციურ ძალას მთავარ ალიანსთან კავშირი თითქმის არ ჰქონია და გერერას მილიციამ ალყაში მოაქცია წმინდა მთვარე ჯედა, რათა იმპერიული ოკუპაცია დაესრულებინა. თუმცა, კამპანია ჩაიშალა, როდესაც წმინდა ქალაქი განადგურდა საბრძოლო სადგურ სიკვდილის ვარსკვლავის სუპერლაზერით. კატასტროფას სო გერერაც შეეწირა.
პარტიზანების კამპანიებს აგრეთვე მოჰყვა მშვიდობიან მოქალაქეთა დაღუპვა. პასუხად ამაზე იმპერიამ მათ პროპაგანდისტული პოსტერი მიუძღნა და ტერორისტულ ჯგუფად გამოაცხადა. პარტიზანების კამპანიები ახალი რესპუბლიკის სენატორმა რენსომ კასტერფომ ერთხელ გაიხსენა როგორც ომის პერიოდის ეგრეთ წოდებული ტერორისტული ტაქტიკა.
გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოდგმა
- ↑ 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური ცნობარი
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 ზღვარის გადაკვეთა — Star Wars Rebels Animation 4
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 კატალიზატორი: განდგომილი ერთი: რომანი
- ↑ ვარსკვლავური ომები (2015) 39
- ↑ 6.0 6.1 6.2 Star Wars Jedi: Fallen Order
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 აჯანყებულთა აღზევება
- ↑ 8.0 8.1 ფრონტის ხაზი II: რაზმი „ინფერნო“
- ↑ ვარსკვლავური ომები: აჯანყებულთა დოკუმენტები
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი
- ↑ ვარსკვლავური ომები: აჯანყების განთიადი: ვიზუალური ცნობარი
- ↑ ანდორი — ნარკინა-5
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — შედეგები
- ↑ ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — შემცვლელები
- ↑ ლეია, ალდერაანის პრინცესა
- ↑ ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — აჯანყების სახელით
- ↑ ვარსკვლავური ომები (2015) 38
- ↑ სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა
- ↑ პარტიზანები მოქმედებდნენ შედეგების დროს, რომლის მოვლენები ვითარდება ბრძანება 66-ის გაცემის პარალელურად. უკანასკნელის მოვლენების თარიღი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 19 იბ. ამრიგად, პარტიზანების მოძრაობის ჩამოყალიბების წელია 19 იბ ან უფრო ადრეული პერიოდი.
- ↑ პარტიზანების მოძრაობა დაიშალა ჯედას დანგრევის შემდეგ, რომელიც ნაჩვენებია ფილმში განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი. ამ ფილმის მოვლენათა განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 0 იბ. ამრიგად, ვასკვნით, რომ პარტიზანების დაშლის წელია 0 იბ.
- ↑ უილების დარაჯები