ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

მისი ენთუზიაზმი აღემატება მის კეთილგონიერებას.
―„კლიენტი“ პერშინგის შესახებ[2]

პენ პერშინგი იყო მამაკაცი, დოქტორი, მეცნიერი, ახალი რესპუბლიკის ეპოქაში დაკავშირებული გალაქტიკური იმპერიის ნამსხვრევთან. ის და „კლიენტიეძებდნენ დინ გროგუს. ჯილდოზე მონადირე დინ ჯარინი დათანხმდა მათი დავალების შესრულებას და, ჯილდოს სანაცვლოდ, გაემგზავრა გროგუს საძიებლად.

დინმა არსება პირდაპირ კლიენტს და პერშინგს მიუყვანა, მაგრამ ყური მოჰკრა, რომ ისინი აპირებდნენ ბავშვისგან რაღაც მასალის მოპოვებას, ხოლო პერშინგი ირწმუნებოდა, რომ ბავშვი გადარჩებოდა. გადაიფიქრა რა, დინი დაბრუნდა და ბრძოლის შედეგად დაიტოვა პატარა, შეშინებული მეცნიერი კი ნევაროზე დარჩა.

მოგვიანებით პერშინგი მუშაობდა მოფ გიდეონის დავალებით. მან გროგუს სისხლი მოხალისეთა სხეულებში გადაასცა, თუმცა ყველა მათგანი, მიუხედავად მოსალოდნელი დადებითი შედეგებისა დაიღუპა. სჭირდებოდა რა პატარას მეტი სისხლი, დოქტორმა გიდეონს ჰოლოგრამით ამცნო, რომ მუშაობას ვერ განაგრძობდა. გიდეონმა გროგუ იპოვა ტაითონზე, მაგრამ, როდესაც პერშინგი გადაჰყავდათ მაქოთი, მასზე „მონა I“-ის იონური ქვემეხებით შეუტია ბობა ფეტმა. ჯარინმა ხომალდზე კარა დიუნთან ერთად შეაღწია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პერშინგი მაქოს პილოტებმა მძევლად აიყვანეს. დიუნმა მოკლა ერთ-ერთი პილოტი, რა დროს პერშინგმა ყურზე ჭრილობა მიიღო. მეცნიერმა, საბოლოოდ, უღალატა გიდეონს და ჯარინს გადასცა გიდეონის მსუბუქი კრეისერის კოორდინატები, რითაც დინმა და სხვებმა შეძლეს გროგუს გადარჩენა.

მოგვიანებით პენი შეუერთდა ამნისტიის პროგრამას და ცნობილი იყო როგორც ამნისტირებული მეცნიერი L52.

კადრს მიღმა[]

პერშინგი პირველად გამოჩნდა ტელესერიალში მანდალორელი. მის როლს ასრულებს ომიდ აბტაი.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement