პერსონაჟების ძირითადი მეგზური არის ენციკლოპედია, რომელიც Del Rey-მ 1995 წლის ნოემბერში გამოსცა. მისი ავტორია ენდი მენგელსი, ხოლო ილუსტრატორი — მაიკლ ბატკასი. წიგნში თავმოყრილია ბიოგრაფიული ინფორმაცია ვარსკვლავური ომების საგის პერსონაჟებზე.
წიგნის განახლებული ვერსია, პერსონაჟების ახალი ძირითადი მეგზური, გამოიცა 2002 წელს. მასში შეტანილია ინფორმაცია ფილმებიდან ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა, ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა, ჯედაების ახალი ორდენის სერიიდან და სხვა წყაროებიდან.
Celebration V-ზე პაბლო იდალგომ გამოაცხადა, რომ გამოვიდოდა დენიელ უოლესის მიერ შედგენილი წიგნის მესამე გამოცემა, მაგრამ წიგნის გამოცემა გაუქმდა.
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: იმპერიის ჩრდილები: საიდუმლოებანი
- ვარსკვლავური ომები წლიდან წლამდე: ვიზუალური ისტორია, ახალი გამოცემა