- "რაღაც მოხდება. ნათელი და ბნელი კვლავ შეეჯახებიან ერთმანეთს."
- ―ლორ სან ტეკა
ომი პირველ ორდენსა და წინააღმდეგობას შორის დაიწყო ცივი ომის ესკალაციისთანავე და გადაიზარდა ორი მხარის მხრიდან ფარტომასშტაბიან ბრძოლაში, რომლის საბოლოო მიზანი გალაქტიკაზე კონტროლის დამყარება იყო. თუკი პირველი ორდენი, იმპერიის ნარჩენთა მემკვიდრე, გალაქტიკის დაპყრობის გეგმის აღსრულებას უცნობი რეგიონებიდან ახორციელებდა, წინააღმდეგობის მიზანი იყო დაშლილი ახალი რესპუბლიკის მიერ დამყარებული დემოკრატიის აღდგენა.
ომი ოფიციალურად დაიწყო იავინის ბრძოლიდან 34 წელს, როდესაც პირველმა ორდენმა გამოიყენა პლანეტის ზომის სუპერიარაღი, ბაზა "სტარკილერი" და გაანადგურა როგორც ჰოსნიან-პრაიმზე მდებარე რესპუბლიკის დედაქალაქი, ასევე მთელი ჰოსნიური სისტემა, მასთან ერთად კი — გალაქტიკური სენატი და ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ფლოტი. მცირე ხნის შემდეგ წინააღმდეგობამ მიიტანა იერიში პირველი ორდენის ბაზასა და სუპერიარაღზე, რასაც მოჰყვა უკანასკნელის დანგრევა და ახალი საბრძოლო მოქმედებების დაწყება.
ნაწუკებად ქცეული ახალი რესპუბლიკის გათვალისწინებით წინააღმდეგობას თავი დამოუკიდებლად უნდა გადაერჩინა. იძულებით ევაკუირებულმა დ'ქარიდან, წინააღმდეგობამ დაიწყო პირველი ორდენისგან გაქცევა, რასაც მოჰყვა დანაკარგი, განსაკუთრებით — თავად წინააღმდეგობის მხარეს. ომის მსვლელობა რადიკალურად შეიცვალა, როდესაც უზენაესი მეთაური სნოუკი, პირველი ორდენის წინამძღოლი, მოკლა კაილო რენმა, რითაც თავად გახდა პირველი ორდენის მეთაური. ამასობაში ოსტატი ჯედაი ლუკ სკაიუოკერი დაბრუნდა და თავი შესწირა რათა წინააღმდეგობას დრო მოეგო და გაქცეულიყო კრეიტიდან, თუმცა მისი ძალების დიდი ნაწილი შევიწროვდა.
შემდეგ წელს უზენაესმა მეთაურმა კაილო რენმა სითების იდუმალ პლანეტა ექსეგოლზე იპოვა სითების ფლოტი, შექმნილი დართ სიდიუსის, ყოფილი გალაქტიკური იმპერატორის მიერ. უკანასკნელს სურდა საბოლოო ორდენის, იმპერიის ახალი ფორმის გალაქტიკაში გაბატონება. მას შემდეგ, რაც კაილომ დატოვა პირველი ორდენი, თავდადებული გენერლის წოდების მქონე ენრიკ პრაიდმა, ძველი იმპერიის ვეტერანმა, იმპერატორს ერთგულება შეჰფიცა და პირველ ორდენთან ერთად საბოლოო ორდენს შეუერთდა. თუმცა, ექსეგოლის ბრძოლაში ამ ძალებს დაუპირისპირდნენ წინააღმდეგობა და სამოქალაქო ფლოტი, ხოლო რეი პალპატინმა, უკანასკნელმა ჯედაიმ, თავი გასწირა, რათა სამუდამოდ გაენადგურებინა დართ სიდიუსი და სითების დაბრუნება აღეკვეთა. მან დაკარგა სასიცოცხლო ძალა, თუმცა მალევე ნათელ მხარეს დაბრუნებულმა ბენ სოლომ გააცოცხლა. გაერთიანებულმა ძალებმა პირველი და საბოლოო ორდენის ძალები გაანადგურეს. ამით პირველი ორდენი გალაქტიკაში საბოლოოდ დამარცხდა.
გამოჩენები[edit | edit source]
არაკანონიკური გამოჩენები[edit | edit source]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი – დაზვერვა ლეიასთვის/მისია მაზთან
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი – გასეირნება BB-8-სთან ერთად/წინააღმდეგობის გაქცევა
- LEGO Star Wars: The Force Awakens
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
- Star Tours: The Adventures Continue
შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ ფილმ სკაიუოკერის აღზევების მოვლენები მიმდინარეობს ძალის გამოღვიძებიდან ერთი წლის შემდეგ. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ძალის გამოღვიძების მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 34 წელს, სკაიუოკერის აღზევების მოვლენები უნდა მიმდინარეობდეს 35 წელს.
- ↑ 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 4.12 4.13 4.14 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
- ↑ 5.0 5.1
ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობა – გასაქცევი გზა არ არის, ნაწილი 2
- ↑ 6.0 6.1 Star Wars Battlefront II
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 პო დემერონი 30
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 8.8 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი
- ↑
ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობა – სწრაფი მოგზაურობა ნადავლზე
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 წინააღმდეგობის აღორძინება
- ↑
კაშიიიკის აჩრდილები, ნაწილი 1 — ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები 27
- ↑
ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობა – გასაქცევი გზა არ არის, ნაწილი 1
- ↑ პო დემერონი 31
- ↑ 14.0 14.1
ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობა – უცნობისკენ
სითების ისტორია | |
ასწლიანი წყვდიადი · სითების ომები · სითების იმპერია · დიდი უბედურება მალაქორზე · მომინის მიერ გალაქის განადგურება · დაკარგული წლების ბრძოლა · სითების ეპოქა · ტაკოდანას ბრძოლა · ჯედაების და სითების ომი · ორის წესი · შეტაკება დრაზკელის მთვარეზე · ნაბუს კრიზისი · სეპარატისტების კრიზისი · კლონთა ომები · მანდალორული სამოქალაქო ომი · გალაქტიკური იმპერია (ჯედაების დიდი წმენდა · ადრეული ამბოხება გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ · გალაქტიკური სამოქალაქო ომი) · მარადიული სითები (პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომი) | |