ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

"თუკი არსებობს სამყაროს ნათელი ცენტრი, შენ მისგან ყველაზე შორს მდებარე პლანეტაზე იმყოფები."
ლუკ სკაიუოკერი მიმართავს C-3PO-ს[1]
Alderaan

პლანეტა ალდერაანი

პლანეტა, რომელსაც ხშირად უწოდებდნენ სამყაროს, იყო დიდი კოსმოსური სხეული, რომელიც ვარსკვლავის ორბიტაზე მდებარეობდა.[2] პლანეტასთან ახლოს, უფრო ხშირად — მათ ორბიტაზე მდებარე უფრო მცირე სხეულებს, თანამგზავრებს, ეწოდებოდათ მთვარეები.[3] მრავალი პლანეტა იყო დასახლებული, ანუ გონიერი არსებებისთვის საცხოვრებლად გამოსადეგი.[4] არსებობდა მიწიერი პლანეტები,[1] წყლით დაფარული პლანეტები[5] და გაზის გიგანტები. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელების შემთხვევაში პლანეტაზე დასახლება შეუძლებელი იყო, მათ თავზე შენდებოდა მფრინავი ნაგებობები, მაგალითად — ღრუბლების ქალაქი.[4] ვარსკვლავის ორბიტაზე მდებარე პლანეტების, მთვარეებისა[3] და ასტეროიდების ჯგუფს ეწოდებოდა ვარსკვლავური სისტემა. გალაქტიკაში მდებარეობდა მრავალი ასეთი.[6] მიუხედავად იმისა, რომ პლანეტებს ძირითად ახლდა ერთი მნათობი, ზოგიერთი, მაგალითად ტატუინი[2] და გატალენტა, მდებარეობდა ერთზე მეტი მნათობის მქონე სისტემაში.[7] ზოგიერთი პლანეტა, მაგალითად, დათომირი, ძალას უკავშირდებოდა.[8]

როდესაც ანაკინ სკაიუოკერმა ოსტატ ჯედაი კვაი-გონ ჯინს ჰკითხა, ტრიალებდა თუ არა ყველა ვარსკვლავი მათ ირგლივ, ორბიტაზე, მან უპასუხა, რომ უმეტესობა" მდებარეობდა.[9]

მშობლიური სამყარო გამოიყენებოდა როგორც ამა თუ იმ რასის[10], ორგანიზაციის,[11] თუ პიროვნების წარმოშობის ადგილის დასახელება.[12] მაგალითად, რაილოთი იყო ტვი'ლეკების მშობლიური სამყარო,[13] ხოლო ადამიანები, როგორც ითვლებოდა, წარმოიშვნენ კორუსანტზე.[14]

პლანეტის განადგურება შესაძლებელი იყო, თუმცა ამისთვის გამოიყენებოდა მასიური სუპერიარაღი, მაგალითად სიკვდილის ვარსკვლავი.[1] შესაძლებელი იყო თავად პლანეტის გარდაქმნა სუპერიარაღად — მაგალითია პირველი ორდენის ბაზა სტარკილერი[15], რომელსაც შეეძლო მთლიანი ვარსკვლავური სისტემების განადგურება, რაც მოხდა ჰოსნიანის კატაკლიზმისას.[16]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]