- "მალასტერზე პოდრბოლებს აწყობენ. ძალიან ჩქარ და სახიფათო პოდრბოლებს."
- ― კვაი-გონ ჯინი
პოდრბოლა, იგივე პოდების რბოლა ან პოდებით რბოლა, იყო სახიფათო რბოლის სპორტული ნაირსახეობა, რომლის შეჯიბრებს მასპინძლობდნენ პლანეტები — მალასტერი, კერგანსი, თერონი, კანტონიკა და ტატუინი. როგორც წესი, მრბოლელები სარბენ ტერიტორიაზე ახორციელებდნენ რამდენიმე წრეზე გარბენას, ხშირად — სიცოცხლისთვის სახიფათო სიჩქარით. გადამყვანების სახით გამოიყენებოდა პოდები. თითო მათგანში ეტეოდა ერთი მრბოლელი[1]. მსგავს რბოლებს ხშირად თვალს ადევნებდნენ მთელ გალაქტიკაში[2].
პოდრბოლებში მეტწილად მონაწილეობდნენ უცხომიწელები, ამიტომ ანაკინ სკაიუოკერს თავი მიაჩნდა რთადერთ ადამიანად, რომელსაც შეეძლო ასეთ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება.[1] იავინის ბრძოლამდე 32 წლით ადრე[3] იგი იყო საკუთარი რასის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც მოს-ესპაში მსგავს რბოლებში მონაწილეობდა.[1] გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს, ჰრადრიკზე შეტაკების დროისთვის გარე რგოლის სისტემებში ცნობები ადამიანების რბოლებში მონაწილეობის შესახებ ვრცელდებოდა მხოლოდ ჭორების სახით.[4]
სავაჭრო ფედერაციის მიერ ნაბუზე შეჭრის პერიოდში ანაკინმა გაიმარჯვა ბუნტა ივის კლასიკურ პოდრბოლაში, ტატუინზე. რბოლების დროს ფსონები ტატუინელებს უყვარდათ, ამიტომ კვაი-გონ ჯინისა და უოტოს სანაძლეოს საფუძველზე ბიჭუნა მონობიდან გათავისუფლდა[1].
პლანეტა ანქურალზე ერთ დროს საპოდრბოლო გზა არსებობდა, რომლის რბოლებისთვის გამოყენება შეწყვიტეს. ჰოთის ბრძოლის შემდეგ 61-ე მობილური ქვეითი ასეული იქ გალაქტიკურ იმპერიას ემალებოდა.[5]
ანოატის სექტორში, რკინის ბლოკადის დროს, აივაქსის სინდიკატი მართავდა პოდრბოლებს და სხვა ღონისძიებებს.[6]
ახალმა რესპუბლიკის დროს პოდრბოლები უკანონოდ გამოაცხადეს, მათი სახიფათო პირობების გამო. მიუხედავად ამისა, ბატუუს მსგავს შორეულ პლანეტებზე შეჯიბრები კვლავ იმართებოდა.[7]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — "ღრუბლების ქალაქის დაკარგული განძი"
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — "რბოლა ტატუინზე"
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — "გაქცევა ენდორიდან" (მოგონებებიდან)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ ვარსკვლავური ომები: წელიწდეული (2015) 4
- ↑ ფრონტის ხაზი: ბინდის ასეული
- ↑ Star Wars: Uprising
- ↑ გალაქტიკის ზღვარი: შავი შპილი