ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
მალასტერზე პოდრბოლებს აწყობენ. ძალიან ჩქარ და სახიფათო პოდრბოლებს.
―კვაი-გონ ჯინი[1]
Podrace

ანაკინ სკაიუოკერი და სებულბა მონაწილეობენ ბუნტა ივის კლასიკურ პოდრბოლაში.

პოდრბოლა, იგივე პოდების რბოლა ან პოდებით რბოლა, იყო სახიფათო რბოლის სპორტული ნაირსახეობა, რომლის შეჯიბრებს მასპინძლობდნენ პლანეტები — მალასტერი, კერგანსი, თერონი, კანტონიკა და ტატუინი. როგორც წესი, მრბოლელები სარბენ ტერიტორიაზე ახორციელებდნენ რამდენიმე წრეზე გარბენას, ხშირად — სიცოცხლისთვის სახიფათო სიჩქარით. ტრანსპორტის სახით გამოიყენებოდა პოდები. თითო მათგანში ეტეოდა ერთი მრბოლელი[1]. მსგავს რბოლებს ხშირად თვალს ადევნებდნენ მთელ გალაქტიკაში[2].

პოდრბოლებში მეტწილად მონაწილეობდნენ უცხომიწელები, ამიტომ ანაკინ სკაიუოკერს თავი მიაჩნდა რთადერთ ადამიანად, რომელსაც შეეძლო ასეთ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება.[1] იავინის ბრძოლამდე 32 წლით ადრე[3] იგი იყო საკუთარი რასის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც მოს-ესპაში მსგავს რბოლებში მონაწილეობდა.[1] გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს, ჰრადრიკზე შეტაკების დროისთვის გარე რგოლის სისტემებში ცნობები ადამიანების რბოლებში მონაწილეობის შესახებ ვრცელდებოდა მხოლოდ ჭორების სახით.[4]

სავაჭრო ფედერაციის მიერ ნაბუზე შეჭრის პერიოდში ანაკინმა გაიმარჯვა ბუნტა ივის კლასიკურ პოდრბოლაში, ტატუინზე. რბოლების დროს ფსონები ტატუინელებს უყვარდათ, ამიტომ კვაი-გონ ჯინისა და უოტოს სანაძლეოს საფუძველზე ბიჭუნა მონობიდან გათავისუფლდა[1].

პლანეტა ანხურალზე ერთ დროს საპოდრბოლო გზა არსებობდა, რომლის რბოლებისთვის გამოყენება შეწყვიტეს. ჰოთის ბრძოლის შემდეგ 61-ე მობილური ქვეითი ასეული იქ გალაქტიკურ იმპერიას ემალებოდა.[5]

ანოატის სექტორში, რკინის ბლოკადის დროს, აივაქსის სინდიკატი მართავდა პოდრბოლებს და სხვა ღონისძიებებს.[6]

ახალმა რესპუბლიკის დროს პოდრბოლები უკანონოდ გამოაცხადეს, მათი სახიფათო პირობების გამო. მიუხედავად ამისა, ბატუუს მსგავს შორეულ პლანეტებზე შეჯიბრები კვლავ იმართებოდა.[7]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე
Advertisement