ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

პოლის-მასას ბაზა იყო კვლევების ბაზა, დაარსებული არქეოლოგიური კვლევების საბჭოს მიერ პოლის-მასაზე[4] ასტეროიდების ველიპლანეტოიდზე. მასში მდებარეობდნენ სამთამადნო სამუშაოების ცენტრი და სამედიცინო ცენტრი.[5] დართ სიდიუსის მიერ ყველა ჯედაიგანადგურების ბრძანების შემდეგ ალდერაანისენატორი ბეილ ორგანა და იოდა, ჯედაების ორდენიდიდი ოსტატი, ბაზაზე ჩავიდნენ. მოგვიანებით ოსტატმა ჯედაი ობი-ვან კენობიმ სიკვდილის პირას მყოფი ფეხმძიმე სენატორი პადმე ამიდალა ბაზის სამედიცინო ნაკვეთურში მიიყვანა. დაკარგა რა ქმრის მხრიდან რესპუბლიკის ღალატის შემდეგ ცხოვრების სურვილი, ამიდალა კვდებოდა, თუმცა დაღუპვამდე დაბადა ორი ტყუპილუკი და ლეია.[1]

იმპერიული ეპოქის დროს გალაქტიკური იმპერიის ძალებმა ბაზა იპოვეს. ვინაიდან დარწმუნებულები იყვნენ, რომ იგი დაკავშირებული იყო აჯანყებულთა საქმიანობასთან, ბაზა გაანადგურეს, აქციეს რა ნანგრევებად. მოგვიანებით დართ ვეიდერი ბაზაზე მოხვდა ნაბუზე პადმე ამიდალას სამარხის მონახულების შემდეგ. B-აპარატი ქრუნ-ტანი დროიდის პოვნის შემდეგ მისმა ექსპერტმა დროიდმა ZED-6-7-მა შეისწავლა ამ დროიდის დაზიანებული მოგონებები. ვეიდერი გაოგნებული ადევნებდა თვალს ჩანაწერს, რომელზეც ასახული იყო ამიდალას მშობიარობა და დაღუპვა.[2]

გამოჩენები[]

ხსენება/მითითება სხვა წყაროებში[]

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე
Advertisement