ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
და არ დაგავიწყდეს — ის პოლიტიკოსია. მათ ვერ ენდობი.
―ობი-ვან კენობი პადმე ამიდალას შესახებ.[1]

პოლიტიკა წარმოადგენდა მთავრობის საქმიანობას. მასში აქტიურებს ეწოდებოდათ პოლიტიკოსები. გალაქტიკაში არსებობდა უამრავი აქტიური პოლიტიკოსი, რომელიც ამა თუ იმ მთავრობას წარმოადგენდა.

მმართველობის ფორმები[]

რესპუბლიკა[]

აუცილებელია ისეთი სისტემა, რომლის პირობებში პოლიტიკოსები დასხდებიან და პრობლემებს განიხილავენ, შეთანხმდებიან იმის თაობაზე, თუ რა შედის ყველაზე მეტად ხალხის ინტერესებში და შემდეგ აღასრულებენ.
სწორედ ამას ვაკეთებთ. ცუდია, რომ ხალხი ყოველთვის არ გვეთანხმება.
―ანაკინ სკაიუოკერი და პადმე ამიდალა[1]
Palpatine on balcony

გალაქტიკის არჩეული წარმომადგენლები

რესპუბლიკაში ხალხს მონარქიის სანაცვლოდ მართავდა არჩეული წარმომადგენელი და მეთაური.[2] სენატორებით გალაქტიკური რესპუბლიკა წარმოადგენდა გალაქტიკური მასშტაბის დემოკრატიულ რეჟიმს.[3] თუმცა, სისტემას თავისი უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა. როგორც პადმე ამიდალა, რესპუბლიკის სენატორი აღნიშნავდა, არჩეული წარმომადგენლები ზედმეტად ჯიუტები იყვნენ და ვერ აღწევდნენ კონსენსუსს, ზოგიერთი მათგანი კი მექრთამეც იყო.[1][4] გარდა ამისა, მრავალი წარმომადგენელი ივიწყებდა საერთო ინტერესებს და ზრუნავდა მხოლოდ საკუთარ თავსა და მშობლიურ პლანეტარულ სისტემებზე.[5] რაინდ ჯედაი ობი-ვან კენობის მიაჩნდა, რომ სენატორების დიდი ნაწილი ზრუნავდა მხოლოდ მათზე, ვინც მათ კამპანიებს აფინანსებდა, რის გამოც ავიწყდებოდათ დემოკრატიის იდეალები.[1]

მონარქია[]

და როგორც თქვენი მეფე, ერთგულების ფიცს ვდებ მონ-კალას ყველა ერის წინაშე.
―მონ-კალას მეფე ლი-ჩარი[6]

მონარქიის დროს ცალკეული პიროვნება, მეფე თუ დედოფალი, ხალხს მართავდა მემკვიდრეობით მიღებული უფლებით.[7]

გამოჩენები[]


არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement