ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ამ სტატიაში აღწერილი თემის ორი ერთმანეთთან შეუსაბამო ვარიანტი წარმოდგენილია წყაროებში: პო დემერონი: ბორტის ჟურნალი და ვარსკვლავური ომები: პო დემერონი, წიგნი VI: ნაპოვნი ლეგენდა.

Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დემერონი.

პო დემერონი იყო მამაკაცი, რომელიც თავდაპირველად კიჯიმის სუნელის კონტრაბანდისტების რიგებში შედიოდა, მოგვიანებით გაწევრიანდა ახალი რესპუბლიკის პილოტებში და, საბოლოოდ, წინააღმდეგობაში გადავიდა, სადაც, მოძრაობის პირველ ორდენთან ომის დროს, გენერლის წოდება მოიპოვა.

პოს მშობლები იყვნენ რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის ლეიტენანტი შარა ბეი და სერჟანტი კეს დემერონი. ბიჭუნა, ისევე, როგორც დედა, შემდგომში გახდა პილოტი, მსახურობდა ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ფლოტის რიგებში როგორც ესკადრილია „რაპირის“ მეთაური, თუმცა უკმაყოფილო იყო, რომ რესპუბლიკა არაფრით პასუხობდა პირველი ორდენის მიერ გალაქტიკური შეთანხმების პირობების დარღვევას. ამ მიზეზით იგი წინააღმდეგობაში გადავიდა და გენერალ ლეია ორგანასთვის მოძრაობის ერთ-ერთ სანდო წევრად იქცა. პო ცნობილი იყო შავი მეთაურის კოდური სახელით და მართავდა X-ფრთებიან შავ ერთს.

პირველ ორდენთან კონფლიქტის გაღვივებისას დემერონი ლეიამ ჯაკუზე, ლორ სან ტეკასთან შესახვედრად გააგზავნა. მკვლევარი ფლობდა ოსტატ ჯედაი ლუკ სკაიუოკერის ადგილსამყოფელის რუკის ნაწილს და, მიუხედავად იმისა, რომ მფრინავმა იგი თავის ასტრომექანიკოს დროიდ BB-8-ს გადასცა, თავად პირველი ორდენის ტყვედ ჩავარდა. პო რუკის ადგილსამყოფელის შესახებ დაიკითხა და, საბოლოოდ, წამებისას, ინფორმაცია გათქვა. პირველი ორდენის გამანადგურებლიდან იგი გაიქცა TIE/sf-ით, მოიერიშესთან ერთად, რომელსაც ფინი შეარქვა. ხომალდის ჯაკუზე ავარიული დაშვების შემდეგ პო დაბრუნდა დ'ქარზე მდებარე წინააღმდეგობის ბაზაზე. ფინის, რეის, ჰან სოლოს და ჩუბაკას დასახმარებლად იგი გამოჩნდა ტაკოდანას ბრძოლისას და ბაზა „სტარკილერზე“ შეტევისას, სუპერიარაღის განადგურების ოპერაციის შესრულებისას. ამ ბრძოლის დროს, მას შემდეგ, რაც სოლომ, ფინმა, რეი და ჩუბაკამ ბაზა ასაფეთქებელი საშუალებებით მნიშვნელოვნად დააზიანეს, პოს გასროლის შემდეგ „სტარკილერის“ საბოლოო განადგურება დაიწყო და წინააღმდეგობა გადარჩა.

ამ ბრძოლის უმალვე მოჰყვა კიდევ ერთი, რომლის დროს დემერონმა ბრძანებები უგულებელყო და თავს დაესხა პირველი ორდენის დრედნოუტ ელვისებრს. უგუნური საქციელის გამო იგი ფრთის მეთაურიდან კაპიტანის წოდებამდე ჩამოაქვეითეს. როდესაც პირველი ორდენი ჰიპერსივრცეში, კრეიტის სისტემამდე წინააღმდეგობას მისდევდა, პო ეწინააღმდეგებოდა ვიცეადმირალ ემილინ ჰოლდოს სტრატეგიას და ფინს და მექანიკოს როუზ ტიკოს დაავალა უზენაეს მეთაურ სნოუკის ფლაგმან სიდიადეში" შეღწევა და პირველი ორდენის ჰიპერსივრცული გადამცემის გამორთვა. ადმირალ ჰოლდოს წინააღმდეგ პოს აჯანყება ემსახურებოდა ფინის და როუზის მცდელობებისთვის მეტი დროის მოსაპოვებლად.

დემერონმა და მისმა თანამოაზრეებმა არ იცოდნენ, რომ ჰოლდო სინამდვილეში გეგმავდა წინააღმდეგობის პლანეტა კრეიტის აჯანყებულთა ძველ ბაზაზე გადაყვანას. პოს ქმედებების შედეგად პირველმა ორდენმა წინააღმდეგობის საევაკუაციო ხომალდები აღმოაჩინა და მათი დიდი ნაწილი გაანადგურა. მიუხედავად ამისა, გენერალმა ორგანამ, მას შემდეგ, რაც ჰოლდომ თავი გასწირა, დემერონს მეთაურობის უფლება მიანიჭა და მისი წინამძღოლობით წინააღმდეგობის გადარჩენილი წევრები პირველ ორდენს კრეიტის ბრძოლისას კვლავ დაუპირისპირდნენ. მათი ეს კონტრეშეტევა წარუმატებლად განხორციელდა, თუმცა დემერონმა წინააღმდეგობის წევრები ბაზიდან დროულად გაიყვანა, სანამ ლუკ სკაიუოკერის ძალის პროექცია კაილო რენს და პირველ ორდენს ყურადღებას უფანტავდა. ნამდვილი ლუკისგან დაბრუნებული რეის დახმარებით ისინი "ათასწლოვანი შავარდენით" კრეიტიდან გაიქცნენ. გაქცეულები იხსენებდნენ უკანასკნელი დროის მოვლენებს და, სანამ ქალაქ გრეილის ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებდა, პო კვლავ მეთაური გახდა. იგი დაფიქრდა, თუ რას ნიშნავდა წინააღმდეგობის წევრობა და იმაზე, რომ მისი რწმენით, ეს იყო გალაქტიკის წყვდიადში სინათლის შეტანის საშუალება.

ერთი წლის შემდეგ პო შედიოდა სამოქალაქო ფლოტის რიგებში და, სხვებთან ერთად, მონაწილეობდა ექსეგოლის ბრძოლაში, რომელშიც საბოლოო ორდენი დამარცხდა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

არაკანონიკური წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement