ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

პო დემერონი 23 არის ოცდამესამე გამოშვება Marvel-ის კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: პო დემერონი. მასში მოთხრობილი ამბის ავტორია ჩარლზ სოული, ხოლო მხატვარი — ანხელ უნსუეტა. მოვლენები მიმდინარეობს ძალის გამოღვიძებამდე. კომიქსი გამოვიდა 2018 წლის 24 იანვარს[3].

შეჯამება გამომცემლობისგან[]

  • გენერალ ორგანას კეიტო-ნეიმოიდიაზე ფარულ მისიას სერიოზული პრობლემები აქვს, ხოლო ლორ სან ტეკას ძიება საფრთხის ქვეშ არის!
  • შეძლებს შავი ესკადრილია, გადაურჩეს ყველაზე მოულოდნელი მხრიდან თავდასხმას?[3]

შესავალი ტიტრი[]

ᲜᲐᲞᲝᲕᲜᲘ ᲚᲔᲒᲔᲜᲓᲐ
ნაწილი IV
პირველ ორდენსა და ახალ რესპუბლიკას შორის მშვიდობაა, მაგრამ ფარულად ცივი ომი მძვინვარებს. გენერალ ლეია ორგანას წინააღმდეგ ყველა ფრონტზე პირველი ორდენის ბოროტ მცდელობებს იგერიებს.

ორგანამ პო დემერონი შავი ესკადრილიის, X-ფრთებიანების ელიტური რაზმის წინამძღოლად დანიშნა. ახლახანს რაზმმა მკვლევარი ლორ სან ტეკა იპოვა კეიტო ნეიმოიდიაზე, სიკვდილით დასჯისგან იხსნა და პლანეტიდან მისი გაპარვა სცადა.

თუმცა, ღვარძლიანმა მეთაურმა მალარუსმა წინააღმდეგობას მიაგნო. მან ფარულად გაიტაცა პო დემერონის X-ფრთებიანი. პირველი ორდენი შურისგებას ახორციელებს....[2]

მედია[]

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]

ტიპის მიხედვით

პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

ორგანიზმები

დროიდების მოდელები

მოვლენები

  • ცივი ომი
    • ლორ სან ტეკას ძიება
      • მისია კეიტო-ნეიმოიდიაზე
      • მისია სპალექსზე (მხოლოდ ირიბი ხსენება)

ადგილები

  • კოლონიები
    • კუელორის სექტორი
      • კეიტო-ნეიმოიდიის სისტემა
        • კეიტო-ნეიმოიდია
          • კეიტო-ნეიმოიდიის დიდი საცავები
            • პოუ მაკკონის კოლექცია (პირველი გამოჩენა)
          • რეიას სასახლე
  • კესელი (მხოლოდ ირიბი ხსენება)

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

კრებულები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ექსკლუზიურად: 'პო დემერონის' კომიქსის დებიუტი აპრილში, რესურსი: USA Today საიტზე www.usatoday.com (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი July 26, 2020)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 წინასწარი გადახედვა: ვარსკვლავური ომები: პო დემერონი #23, რესურსი: Adventures in Poor Taste საიტზე www.adventuresinpoortaste.com (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი June 19, 2018)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Marvel Comics-ის 2018 წლის იანვრის შეთავაზებები, რესურსი: Newsarama საიტზე www.newsarama.com (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი June 19, 2019)
  4. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი განსაზღვრავს, რომ პო დემერონი შავ ესკადრილიას სათავეში ჩაუდგა ჰოსნიანის მოვლენებამდე ორი წლით ადრე. ამ კატასტროფის განვითარების პერიოდი, როგორც განსაზღვრავს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 34 იბშ. SWInsider წინააღმდეგობის გადახედვაStar Wars Insider 190 განსაზღვრავს, რომ სერიალ წინააღმდეგობის პირველი სეზონი ვითარდება ენდორის ბრძოლიდან 30 წლის შემდეგ, რაც გალაქტიკური ატლასის თანახმად, არის 34 იბშ. ვინაიდან სერიაში ვარსკვლავური ომები: პო დემერონი მოვლენები ვითარდება წინააღმდეგობაში ნაჩვენებ ამბებამდე, გამოშვების მოვლენების განვითარების დროა 32 იბშ—34 იბშ.
Advertisement