ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

...ვინ არის პრინცესა სამყაროს გარეშე?
―ნაწყვეტი გამომცემლის შეჯამებიდან[1]

პრინცესა ლეია 1 არის პირველი გამოშვება Marvel-ის კომიქსების მინისერიაში პრინცესა ლეია. მისი ტექსტის ავტორია მარკ უეიდი, ხოლო მხატვარი — ტერი დოდსონი. კომიქსი გამოიცა 2015 წლის 4 მარტს და იმ თვის კომიქსებს შორის ყველაზე გაყიდვადი იყო.

სიუჟეტი ამ კომიქსში იწყება აჯანყებულთა ბაზაზე, იავინ-4-ზე გამართული ცერემონიისას, პირდაპირ ახალი იმედის მოვლენების შემდეგ. პრინცესა ლეია ორგანა ეჭიდება ახალ მოვალეობას ალდერაანის განადგურების შემდგომ. მისი მოკავშირე ხდება ევაან ვერლეინი, ასევე ალდერაანელი. ერთად მათ უნდა გადაარჩინონ დარჩენილი ალდერაანელები გალაქტიკური იმპერიისგან.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

  • როდესაც პრინცესა ლეია ორგანა იმპერიამ დააპატიმრა როგორც აჯანყებულთა ჯაშუში, მან საკუთარ რწმენას მაინც არ უღალატა, მშობლიური სამყაროს, ალდერაანის განადგურების შემთხვევაშიც. როდესაც საშველად მოვიდნენ, ბლასტერს ხელი სტაცა და ბრძოლას შეუერთდა, დაბრუნდა აჯანყებულთა ბაზაზე და იმპერიის წინააღმდეგ უდიდეს დარტყმაში — სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებაში მონაწილეობდა. მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ კითხვა რჩება: ვინ არის პრინცესა სამყაროს გარეშე?
  • მწერალი მარკ უეიდი (თავქარიანი, Ფ.Ა.Რ.Ი.) და მხატვარი ტერი დოდსონი (შურისმაძიებლები და X-ადამიანები, ღერძი, ზებუნებრივი X-ადამიანები) გვიამბობენ ლეიას მიერ საკუთარი ხალხის დახმარების მისიის და გალაქტიკაში ადგილის პოვნის ამბავს.[1]

შესავალი[]

ᲞᲠᲘᲜᲪᲔᲡᲐ ᲚᲔᲘᲐ
ნაწილი I
აჯანყებისთვის როგორც იმედის, ასევე დატირების დროა. სიკვდილის ვარსკვლავის მოპარული ნახაზების აჯანყებულთა ალიანსისთვის გადაცემის საიდუმლო მისიისას ᲞᲠᲘᲜᲪᲔᲡᲐ ᲚᲔᲘᲐ ᲝᲠᲒᲐᲜᲐ გალაქტიკურმა იმპერიამ დაიჭირა და აიძულა, ეხილა საბრძოლო სადგურის ძლევამოსილება, როდესაც მან მისი მშობლიური პლანეტა, ალდერაანი გაანადგურა.

პილოტი ფერმერი ბიჭუნას და ენატარტარა კონტრაბანდისტის დახმარებით ლეია გაექცა დამატყვევებლებს და მისია შეასრულა. ნახაზების მეშვეობით ალიანსმა შეძლო იმპერიის სრულყოფილი იარაღის განადგურება.

იქცნენ რა იმპერიისთვის საშიშ მტრად, აჯანყებულნი ახლა უფრო მეტ საფრთხეში არიან და მცირე დრო დარჩათ, რათა იზეიმონ ტრიუმფი ან დასტირონ დანაკარგს....

მედია[]

გამოცემები[]

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

ორგანიზმები

დროიდების მოდელები

მოვლენები

  • გალაქტიკური სამოქალაქო ომი
    • იავინის ბრძოლა (მხოლოდ ხსენება)
    • კატასტროფა (მხოლოდ ხსენება)
    • იავინ-4-ის ევაკუაცია (პირველი გამოჩენა)
    • მისია ალდერაანიდან გადარჩენილთა დასახმარებლად (პირველი გამოჩენა)
    • პრინცესა ლეიას გადარჩენა (მხოლოდ ხსენება)
    • სამეფო დაჯილდოების ცერემონია
    • საიდუმლო მისია ტატუინზე (მხოლოდ ირიბი ხსენება)

ადგილები

  • ალდერაანი (მხოლოდ ხსენება)
  • დაქსან-ბეტა (პირველი გამოჩენა) (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
  • ინსკი (პირველი გამოჩენა) (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
  • ნაბუ (მხოლოდ ხსენება)
  • გარე რგოლის ტერიტორიები
    • გორდიანის ზღვარი
      • იავინის სისტემა
        • იავინ-პრაიმი
        • იავინ-4
          • ვეტიინი
            • მასასების ტყეები
              • დიდი ტაძარი
                • დიდი ტაძრის სატახტო დარბაზი
  • ვანურია (პირველი ხსენება)

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

ტრანსპორტი და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

კრებულები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

გარე ბმულები[]

Advertisement