რაილოთი იყო გარე რგოლის ტერიტორიებში მდებარე რაილოთის სისტემის, ტვი'ლეკების მშობლიური პლანეტა. დაფარული იყო ჯუნგლებით, მაგიდა მთებით, ხეობებით, ვულკანები და ჰქონდა ტვი'ლეკებისთვის და ადამიანების მსგავსი არსებებისთვის საცხოვრებლად გამოსადეგი ატმოსფერო. ეკვატორს ფარავდა ტყე, რომელშიც მრავალი საშიში მხეცი ცხოვრობდა. ნაირფეროვანი და სახიფათო ლანდშაფტის გამო თავად ტვი'ლეკები ცხოვრობდნენ გამოქვაბულებით სავსე მიწისქვეშეთში, სადაც ცხოვრება უფრო უსაფრთხო იყო.
Advertisement