ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
Blue-exclamation-mark

ამ სტატიის შიგთავსი აღწერს გაუქმებულ პროექტს.

სტატიაში აღწერილი საკითხი ეხება ნაწარმს, რომელიც გაუქმდა ან ჩანაცვლდა სხვა ნაწარმით.

ლუკასმა თქვა, რომ არ მოსწონდათ, თუ როგორ ვითარდებოდა ამბავი, ამიტომ არსებულის გამოყენების სანაცვლოდ პროექტი დააკონსერვეს.
―ტერეზ ნილსენი[1]

რაინდების დაცემის ტრილოგია იყო სამი წიგნისგან შემდგარი დაგეგმილი ტრილოგია, რომელიც უნდა გამოეცათ 2001 წელს, სერიაში ჯედაების ახალი ორდენი. Del Rey Books-მა და Lucasfilm Ltd.-მ ამ წიგნების ავტორად მაიკლ იან ფრიდმენი შეარჩიეს. დაგეგმილი იყო რომანები ჯედაების ქარიშხალი, ჯედაების ცეცხლი და ჯედაების სისხლი. ტრილოგიის მთავარი პერსონაჟები უნდა ყოფილიყვნენ მეცნიერი დანი კუი და რაინდი ჯედაი ჯორალენი, რომლებიც მონაწილეობდნენ ახალი რესპუბლიკის და ჯედაების ახალი ორდენიიუუზან-ვონგებთან ომში.

მას შემდეგ, რაც ფრიდმენმა დაასრულა ჯედაების ქარიშხალზე მუშაობა, ორივე კომპანიამ გადაწყვიტა ტრილოგიაზე მუშაობის შეჩერება. მომავალ რომანში ვარსკვლავი ვარსკვლავის შემდეგ ჯედაი ანაკინ სოლო უნდა დაღუპულიყო, ხოლო ჯედაების ახალი ორდენის შემოქმედებითი გუნდი აპირებდა ყურადღების მის პერსონაჟზე გამახვილებას. ამრიგად, გრეგ კისმა წამოიწყო გამარჯვების ზღვარის დილოგიია, რომლის მთავარი გმირი ანაკინი იყო. დაგეგმილი ტრილოგიიდან რამე მასალა ოფიციალურად არ გამოცემულა.

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 იუუზან-ვონგების ძირითადი ცნობარი – დანართები, წყარო: The Unofficial NJO Homepage (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი February 8, 2003)
  2. მართალია, ტრილოგიის წიგნები არ გამოცემულა, ქრონოლოგიურად მათი მოვლენები მიჰყვება წონასწორობის წერტილს, რომლის მოვლენათა განვითარების დროა 26 იბშ.

გარე ბმულები[]

რაინდების დაცემის ტრილოგია
ჯედაების ქარიშხალი ჯედაების ცეცხლი ჯედაების სისხლი
სხვა ენებზე
Advertisement