- „რეაქტიული ჩანთა მჭირდება, მაგრამ ამ სექტორში ვერ ვპოულობ. ან Z-6 იქნება, ან არ ვიყიდი.“
- ―პრაიდ ოლი
რეაქტიული ზურგჩანთა Z-6 იყო რეაქტიული ზურგჩანთის მოდელი, რომელსაც მანდალორელ კომანდოები გალაქტიკის მასშტაბით იყენებდნენ — სიკვდილის მზირებიდან ჯენგო და ბობა ფეტის მსგავს სხვა აქტიურ მანდალორელებამდე. სწრაფ და მანევრირებად Z-6-ს შეეძლო ხანგრძლივი ფრენის შენარჩუნება და მცირე სიმაღლეზე მფლობელის აწევაც, რათა მას ბრძოლისას ტაქტიკური უპირატესობის საშუალება ჰქონოდა[3]. მფლობელს სიმაღლეში შეეძლო 70 მეტრამდე მანძილზე აფრენა[2]. ზურგჩანთაზე შეიძლებოდა რაკეტის სასროლი დანადგარის დამაგრებაც.[3]
მიუხედავად ზურგჩანთის ტაქტიკური უპირატესობებისა, მოდელი გარე დაზიანებებისგან დაუცველი იყო. ჯოხით ერთი დარტყმის შემდეგ მისი მუშაობა ირღვეოდა, იგი მფლობელს ზიანს აყენებდა და მის დაღუპვასაც იწვევდა.[3]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — რბოლა ტატუინზე
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — გაქცევა ენდორიდან (მოგონებებიდან)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — „შავარდენის“ გაფრენა (მოგონებებიდან)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — მანევრი ჯეონოსისზე (მოგონებებიდან)
- LEGO Star Wars: The Force Awakens
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 სრული ვარსკვლავური ომები
- ↑ 2.0 2.1 2.2 ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 რეაქტიული ზურგჩანთა Z-6 Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ რესპუბლიკის მარცხი
- ↑ ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: მანდალორის გმირები
- ↑ ბობა ფეტის წიგნი — თავი 1: უცხო უცხოთა ქვეყანაში
- ↑ Star Wars: Datapad